საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ორივე ჯგუფში დაუმარცხებელი ისევ სამი გუნდია - თბილისის "ლელო", რუსთავის "ხარები" და თბილისის "აკადემია".

A ჯგუფში ლიდერების - "ლელოსა" და თბილისის "ჯიქების" დაპირისპირება შედგა. უმძიმეს ბრძოლაში ლელოელებმა ორქულიანი სხვაობით მოიგეს და "ჯიქებს" წლეულს პირველი მარცხი აგემეს. ამ გამარჯვების შემდეგ "ლელოს" 17 ქულა გაუხდა და ისევ სატურნირო ცხრილის სათავეშია. "ჯიქები" მას ორი ქულით ჩამორჩება.

მე-4 ტურში მოიგეს ლიდერთა უახლოესმა მდევრებმაც: "ქუთაისი 1"-მა და თბილისის "ლოკომოტივმა". ქუთათურებმა სტუმრად დაამარცხეს თბილისის "ივერია" - 17:8 და ახლა 11 ქულით მესამე ადგილზე არიან. ამდენივე ქულა აქვს და მეოთხეა "ლოკომოტივი", რომელმაც გათამაშების დებიუტანტ თბილისის "წიქარას" მშრალი ანგარიშით, 46:0 მოუგო.

ქუთაისის მეორე გუნდისა და თბილისის "ჯვაროსნების" შეხვედრა გადაიდო.

A ჯგუფი

ლელო-ჯიქები 10:8, წიქარა-ლოკომოტივი 0:46, ივერია-ქუთაისი 1 8:17, ქუთაისი 2-ჯვაროსნები (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 17 ქულა, 2. ჯიქები - 15, 3. ქუთაისი 1 - 11, 4. ლოკომოტივი - 11, 5. ივერია - 10, 6. ქუთაისი 2 - 8, 7. ჯვაროსნები - 0, 8. წიქარა - 0.

ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა B ჯგუფშიც. რუსთავის "ხარებმა" და თბილისის "აკადემიამ", რომლებიც აქამდე დაუმარცხებელნი არიან, ფრედ ითამაშეს - 18:18. რუსთაველებს 16 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან, აკადემიელები მათ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა თბილისის "ხულიგანა", რომელმაც შინ დაამარცხა ოზურგეთის "არწივები" - 34:13. ლიდერებს წამოეწია "არმია", რომელმაც დიდი ანგარიშით სძლია "ყოჩებს" - 43:0.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ჭიათურის "იმერეთმა", რომელმაც სტუმრად მოულოდნელად დაამარცხა თბილისის "ტორნადო" - 16:14.

B ჯგუფი

ხულიგანა-არწივები 34:13, აკადემია-ხარები 18:18, ტორნადო-იმერეთი 14:16, ყოჩები-არმია 0:43.

სატურნირო მდგომარეობა

1. ხარები - 16 ქულა, 2. ხულიგანა - 15, 3. აკადემია - 15, 4. არმია - 11, 5. არწივები - 10, 6. იმერეთი - 4, 7. ყოჩები - 3, 8. ტორნადო - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა