ინგლისში მეხუთე ტურის მთავარი თამაში, რასაკვირველია, "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება...
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური

დღეს

სტოკ სიტი-ვესტ ჰემი 15:45

ასტონ ვილა-ბოლტონი 18:00

ბლექბერნი-ფულჰემი 18:00

ევერტონი-ნიუკასლი 18:00

ტოტენჰემი-ვულვზი 18:00

ვესტ ბრომვიჩი-ბირმინგემი 18:00

სანდერლენდი-არსენალი 20:30

ხვალ

მანჩესტერ იუნ-ლივერპული 16:30

უიგანი-მანჩესტერ სიტი 18:00

ჩელსი-ბლექპული 18:00

ინგლისში მეხუთე ტურის მთავარი თამაში, რასაკვირველია, "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება. აქ, "იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. სერ ალექს ფერგიუსონი ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაში დასვენებულ საუკეთესო ფეხბურთელებს უპირებს დატვირთვას. ალბათ, მიხვდით, იმ ფეხბურთელებზეა ლაპარაკი, რომლებზეც ლეგენდარული სქოთი "რეინჯერსთან" თამაშის შემდეგ ამბობდა, ესენი სათადარიგონი სულაც არ არიან, მათგან რვამ "ქომუნითი შილდის" შეხვედრაში თვით "ჩელსი" დაამარცხაო. კიდევ უფრო დავაზუსტოთ: დიმიტარ ბერბატოვი "ლივერპულთან" უეჭველად ითამაშებს. მასთან ერთად ფერგიუსონის თერთმეტეულში იქნებიან ედვინ ვან დერ სარი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა და პოლ სქოულზი - ისინი, ვინც სამშაბათს უქმობდნენ.

"რეინჯერსთან" შეხვედრაში, მოგეხსენებათ, სასტიკად დაშავდა ანტონიო ვალენსია, რომელზეც ახლა უკვე ამბობენ, რომ თებერვლამდე ვერ ითამაშებს, მის წილ საქმეს კი, ალბათ, ნანი იტვირთავს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში უკვე დაკარგა ქულები, რომლებიც წესითა და რიგით არ უნდა დაეკარგა - "ფულჰემსა" და "ევერტონთან" შეხვედრებს მოგახსენებთ - და მერსისაიდელთა ძლევით ამ ჩამორჩენის გამოსწორება შეუძლია. რიო ფერდინანდმა, რომელმაც შესაძლოა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშოს ამ შეხვედრის შესახებ ასე თქვა:

"ასეთი თამაშის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას უპირველეს ყოვლისა საბრძოლო სულისკვეთებისა და ნირის გამოსწორებისთვის აქვს მნიშვნელობა. ჩვენ, ჯერჯერობით, შედეგებით ვართ უკმაყოფილო მაგრამ თამაშის ხარისხით ეს არ ეხება".

მოგეხსენებათ, კვირის შუაში ძირითადი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი დაასვენა "ლივერპულის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმაც. "სტიაუასთან" ევროპის თასის შეხვედრაში მან ფერნანდო ტორესიც დაასვენა და სტივენ ჯერარდიც.

"ასტონ ვილა", რომელსაც ახალი მწვრთნელი ჟერარ ულიე უხელმძღვანელებს "ბოლტონს" მასპინძლობს. ბოლტონელები, "ვილა პარკზე" სავარაუდოდ, კევინ დევისის გარეშე იქნებიან. წინა ტურში არსენალელ ლორან კოშელნისთან შეტაკების გამო დევისს მთელი კვირა არ უვარჯიშია. კიდევ, ბოლტონელებს უნდოდათ, ფეხბურთის ასოციაციისთვის დისდკვალიფიცირებული კეჰილის შეწყალება გამოეთხოვათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ფეხბურთელი სამი თამაშის გამოტოვებას იწყებს. მეორე შეხვედრას გამოსტოვებს იმავე დღეში მყოფი მეკარე იაასკელაინენიც. ამ ორი კაცის ნაცვლად ენდი ობრეინი და ადამ ბოგდანი ითამაშებენ. "ვილას" თავდამსხმელი იონ კარეუ უბრუნდება.

"ფულჰემი" "ბლექბერნს" ესტუმრება და დემიენ დაფიც ეყოლება, ბობი ზამორა კი ვაგლახ, ხუთი თვის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება თავისიანებს. ოთხი კვირით არის დაშავებული ენდრიუ ჯონსონი.

"ევერტონთან" სათამაშოდ ლივერპულს მიემგზავრება "ნიუკასლი", რომლის მწვრთნელს კრის ჰაფტონს ახალი დაშავებული არავინ ჰყავს. ენდი კეროლი კვლავ კოჭს მკურნალობს, მაგრამ "გუდისონ პარკზე" ითამაშებს.

"სტოკ სიტის" მწვრთნელი ტონი პულისი "ვესტ ჰემთან" გამარჯვებას, სავარაუდოდ, გამოცდილი შემადგენლობით შეეცდება - ამ ჩემპიონატში ხომ ყველა "ვესტ ჰემის" ძლევით ფიქრობს ქულების მოპოვებას. პულისს ამ კვირაში დედა გარდაეცვალა, მაგრამ ლონდონელებთან ის მაინც სამსახურში იქნება. თან, სტოკელთა ბანაკი ჩინებულ გუნებაზეც არის, რადგან ორშაბათს "ასტონ ვილას" ძლევით ზედიზედ სამწაგებიანი სერია დაასრულა. რაც შეეხება "ვესტ ჰემს" მის მწვრთნელს ავრამ გრანტს ახალი დაშავებული არავინ ჰყავს.

"არსენალი" "სანდერლენდს" აბუ დიაბისა და ტომას ვერმალენის გარეშე ეწვევა. მოგეხსენებათ, ჩრდილო ლონდონელების გუნდში ჩინებულ ფორმაშია კაპიტანი სესკ ფაბრეგასი, რომლის მხარდამხარ, სავარაუდოდ, კვლავ ითამაშებს ჯეკ უილშერი. კაპიტნის გარეშე იქნებიან მასპინძლები - ლი კეტერმოლი "არსენალს" ვერ შეებრძოლება. საქმე ის არის, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე მეორე წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი.

"ვულვზს" სავარაუდოდ, ვერ შეუტევს "ტოტენჰემის" ახალი ვარსკვლავი რაფაელ ვან დერ ვაარტი. ლონდონელთა მწვრთნელს ჰარი რედნაპს როგორც თავად ამბობს, შვიდი თუ რვა ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული და როტაცია მოუწევს. "ვულვზს" დისკვალიფიცირებული ჰყავს კრისტოფ ბერა.

"ვესტ ბრომვიჩის" თავკაცს რობერტო დი მატეოს "ბირმინგემთან" შეხვედრაში გრემ დორანსი დაუბრუნდება. ბირმინგემელთა თავკაცს ალექს მაკლიშს კი ახალი დაშავებული არავინ ჰყავს.

"ჩელსის" "ბლექპულთან" შეხვედრაში არ ეყოლება ფრანკ ლემპარდი რომელმაც ნატკენი საზარდული ვერ მოირჩინა. "უიგანი" კი "მანჩესტერ სიტის" ელოდება, რომლის მწვრთნელი რობერტო მანჩინიც თავის მხრივ ემანუელ ადებაიორის ჯანმრთელობის შესახებ ელის ექიმთა დასკვნას. მანჩინის ყველაზე დიდი საწუხარი სწორედ ეს არის.

ილია ბაბუნაშვილი

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის