დონეცკში ინგლისის ნაკრებს მხოლოდ ორი ათასი ბრიტანელი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს
ინგლისის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, რომელიც დონეცკში გაიმართება, მხოლოდ ორი ათასი თანამემამულე გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. ინგლისელ ქომაგებს კიევურ მატჩში კიდევ ათასამდე ფანი შეუერთდება.

არადა, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ თავისი ფანებისთვის 9 ათასი ბილეთი გაითვალისწინა.

სულ სამი ათასი ქომაგი ინგლისის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატების მთელი ისტორიის მანძილზე მხარდამჭერთა მინიმალური რაოდენობაა.

შედარებისთვის: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გერმანიაში დიდი ბრიტანეთიდან 70 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩაფრინდა.

ევრო 2012-ისადმი ინგლისელთა ასეთი ცივი დამოკიდებულების მიზეზად ჟურნალისტები უკრაინული ქალაქების "რუხ ფერსა" და სასტუმროების სიძვირეს ასახელებენ. ამას გარდა, ინგლისელები უკრაინელ ხულიგნებსა და ადგილობრივ პოლიციას უფრთხიან.

ცნობილია, რომ ბრიტანელი ფანები ახირებული ხასიათით გამოირჩევიან და დიდ შეჯიბრებებზე მათი დასწრება ორგანიზატორებს ყოველთვის პრობლემებს უქმნის. ახლა კი, როგორც ჩანს, მდგომარეობა სრულიად საპირისპიროა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა