რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
11 მაისს, ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმაც დაასახელა. 64 წლის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელი ჩამოთვალა და ამ სიას 29 მაისამდე სამ მოთამაშეს გამოაკლებს.

გეხსომებათ, რუსებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე სენსაციურად იასპარეზეს და ნახევარფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდნენ, მანამდე კი, მეოთხედფინალში გზიდან ჰოლანდიის ნაკრები ჩამოიშორეს. ცხადია, რომ რუსებს წელსაც ამდაგვარი მიზნები აქვთ.

გადაწყვეტილია, რომ კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ ადვოკაატი თანამდებობას დატოვებს და ჰოლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტორი გუნდზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

"ბიჭები ბოლომდე მომყვებიან და არ მეშინია იმის, რომ ჩემი წასვლის წინასწარ გაცხადება გუნდზე ცუდად იმოქმედებს. ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა ადვოკაატმა, რომელიც ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და "ეინდჰოვენის" დამრიგებელი გახდება.

მთავარი სენსაცია რუსეთის ნაკრებში 29 წლის მარატ იზმაილოვის (სპორტინგი) დაბრუნებაა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი 2006 წლის 7 ოქტომბერს ჰქონდა ჩატარებული (1:1 ისრაელთან). სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც არიან დინიარ ბილიალეტდინოვი და დმიტრი ბულიკინი. იზმაილოვთან ერთად, მოულოდნელი გახლდათ სიაში 23 წლის

თავდამსხმელის, არტიომ დზიუბასა და 19 წლის ნახევარმცველის, მაგომედ ოზდოევის გამოჩენა.

რუსებს ოთხიწლისწინანდელის გამეორება სავარაუდოდ გაუჭირდებათ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ, რადგან წილისყრაზე საკმაოდ გაუმართლათ - ჯგუფში პოლონეთთან, ჩეხეთთან და საბერძნეთთან მოხვდნენ.

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვიაჩესლავ მალაფეები (ზენიტი), ანტონ შუნინი (დინამო მოსკოვი).

მცველები: ალეკსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალეკსეი ბერეზუცკი (ცსკა), ვასილი ბერეზუცკი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), ვლადიმირ გრანატი (დინამო მოსკოვი), იური ჟირკოვი (ანჟი), დმიტრი კომბაროვი (სპარტაკი), რომან შარონოვი (რუბინი), რომან შიშკინი (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: იგორ დენისოვი (ზენიტი), კონსტანტინ ზირიანოვი (ზენიტი), რომან შიროკოვი (ზენიტი), დენის გლუშაკოვი (ლოკომოტივი), მაგომედ ოზდოევი (ლოკომოტივი), იგორ სემშოვი (დინამო მოსკოვი), მარატ იზმაილოვი (სპორტინგი), ალან ძაგოევი (ცსკა).

თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (ზენიტი), ალეკსანდრ კერჟაკოვი (ზენიტი), არტიომ დზიუბა (სპარტაკი), ალეკსანდრ კოკორინი (დინამო მოსკოვი), რომან პავლიუჩენკო (ლოკომოტივი), პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა