ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბასტიან შვაინშტაიგერი: ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა ოლივერ კანი

ბასტიან შვაინშტაიგერი: ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა ოლივერ კანი

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა

- ჯერ გერმანიის თასის ფინალი "დორტმუნდთან", მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ჩელსისთან" - გულახდილად გვიპასუხეთ, ორივე მატჩზე ერთნაირად ფიქრობთ?

- ბოლო ღამეები ნამდვილად მშვიდად მეძინა, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება უფრო მეტად მინდა.

ვფიქრობ, ამით გაუგებარს არაფერს ვამბობ და ეს ისედაც ნათელია. თუმცა გერმანიის თასმა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მას მერე, რაც გერმანიის ჩემპიონები ვერ გავხდით - არ გვინდა, რომ ნაციონალური ტიტულის გარეშე დავრჩეთ და ასეც რომ არ იყოს, ჩვენ, ბაიერნელები ყველა მატჩს უდიდესი კონცენტრაციით ვუდგებით ხოლმე, რაც თუდნაც ბუნდესლიგის ბოლო ტურში, "კიოლნთან" სპორტული თვალსაზრისით უმოტივაციო შეხვედრაშიც დავამტკიცეთ.

ადრე, როცა ოლივერ კანის ინტერვიუებს ვკითხულობდი, რომელიც ამბობდა, თასის ფინალში მოედანზე გასვლისას თმები ყალყზე მიდგება ხოლმეო, მეცინებოდა და "ტიტანის" არ მჯეროდა, ახლა კი ვხვდები, რას გულისხმობდა ოლი. "ბაიერნს" ძალიან უნდა გერმანიის თასის მოგება!

- იმიტომ, რომ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გახვედით და "დორტმუნდზე" შურისძიება უბრალოდ აუცილებელია?

- არა მარტო ამტომ. ზოგადად, მიუხედავად ვიცე-ჩემპიონობისა, საწუწუნო არაფერი გვაქვს, რადგან ახლა უფრო მეტი ქულა დავაგროვეთ, ვიდრე 2010 წელს, როცა ჩემპიონებიც გავხდით და თასიც მოვიგეთ.

- გული გტკიოდათ, როცა დორტმუნდელთა ზეიმი ნახეთ?

- რა თქმა უნდა! მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ "ბორუსიამ", განსაკუთრებით მეორე წრეში, ძალიან კარგად ითამაშა და ჩემპიონობა დაიმსახურა.

ორი წელია, დორტმუნდელები არა მარტო თვალსასეირო, არამედ წარმატებაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბორუსია" ნელ-ნელა "ბაიერნის" მუდმივი და სერიოზული კონკურენტი ხდება.

- "დორტმუნდმა" "ბაიერნს" ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ წაართვა. არის თუ არა ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია თასის ფინალში?

- ფაქტია, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. შესაბამისად, თასის ფინალში ზუსტად ისეთი შემართებით უნდა ვიბრძოლოთ, როგორც, მაგალითად, "რეალთან" ვიბრძოლეთ. "ბორუსიას" მხოლოდ ასეთი მიდგომით დავამარცხებთ.

- ფანები შიშობენ, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე იფიქრებთ, რაც ბერლინის ფინალში "ბაიერნს" კონცენტრაციას დაუქვეითებს...

- ფანებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენ "ბაიერნი" ვართ - გუნდი, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება ერთნაირად უნდა.

- საქმე პენალტების სერიამდე რომ მივიდეს, დაარტყამთ?

- აუცილებლად! თუ იმ დროს მოედანზე ვიქნები, აუცილებლად დავარტყამ.

- "რეალთან" საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო "ბაიერნის" გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მოგილოცათ. თქვენთვის რამე კონკრეტული ხომ არ უთქვამს?

- იმ დროს გასახდელში არ ვიყავი, ჯერ კიდევ მოედანზე გახლდით და ინტერვიუებს ვარიგებდი. ჟოზე გენიალური მწვრთნელია და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანული არ იცის. რომ იცოდეს, დარწმუნებული ვარ, "ბაიერნს" სიამოვნებით გაწვრთნიდა. მიუხედავად ამისა, როცა მწვრთნელი დაგვჭირდება, გამიხარდება, თუ ხელმძღვანელები მოურინიოზეც იფიქრებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო