სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად "მის სლოვაკეთს" დაშორდა
როგორც ჩანს, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ლონდონის ოლიმპიადაზე ძალიან მაღალ შედეგებს შემოგვთავაზებს.

ამაზე მეტყველებს იამაიკელი სპრინტერის ბოლო საქციელი - წლევანდელი მთავარი სტარტისთვის მაქსიმალური კონცენტრირების გამო ბოლტი თავის შეყვარებულს, სლოვაკ მოდელ ლიუბიცას დაშორდა. მათი რომანი ექვსი თვე გრძელდებოდა.

თავდაპირველად, წყვილის დაშორების შესახებ ერთ-ერთმა იამაიკურმა ვებგვერდმა დაწერა, გუშინ კი ბოლტის აგენტმა დაადასტურა, რომ მორბენალი ამჟამად მარტოა. ხოლო უსაინის ერთ-ერთმა ინკოგნიტო მეგობარმა განაცხადა, რომ ეს იყო ორი ზრდასრული ადამიანის გადაწყვეტილება.

ეს ამბავი ყველაზე მეტად იამაიკელ ლამაზმანებს გაუხარდებოდათ. ამ ექვსი თვის განმავლობაში ისინი სოციალური ქსელების მეშვეობით აკრიტიკებდნენ ლეგენდას იმის გამო, რომ მან თეთრი ქალი აირჩია.

ლიუბიცა თავის დროზე მის სლოვაკეთი გახდა, რის შემდეგაც მამასთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ტორონტოში ის მოდის

დიზაინს სწავლობდა. იამაიკა კი პირველად 2000 წელს ნახა და ისე მოეწონა, რომ იქ გადავიდა საცხოვრებლად. ბოლტი მან საერთო მეგობრის, რეგის მომღერლის ტამი ჩინის მეშვეობით გაიცნო.

ლიუბიცამ სპრინტერთან მორიგი შეხვედრის დროს ინტერვიუ ჩამოართვა სლოვაკური პრესისთვის და სწორედ აქედან დაიწყო მათი რეგურალური შეხვედრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა