ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მადრიდის მასტერსი: რაფაელ ნადალს ნოვაკ ჯოკოვიჩიც მიჰყვა

მადრიდის მასტერსი: რაფაელ ნადალს ნოვაკ ჯოკოვიჩიც მიჰყვა

მსოფლიოს მეორე ნომერმა რაფა ნადალმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გრუნტის ლურჯი საფარის გამო
რაფაელ ნადალის კრახის შემდეგ, მადრიდის მასტერსს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

სერბს შარშანდელი ტიტულის დაცვის საშუალება არ მისცა მისმა თანამემამულემ იანკო ტიპსარევიჩმა. როგორც ჩანს, პროფესიული ტურის ლიდერებმა ვერაფრით აუღეს ალღო ლურჯ გრუნტს (ამის შესახებ ქვემოთ).

პირველ პარტიაში ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო ძლიერი ტიპსარევიჩი აღმოჩნდა. მეორე სეტში, 2:5-ზე ჯოკოვიჩმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია საკუთარ მოწოდებაზე, შემდეგ კი ტიპსარევიჩის გეიმში ბრეიკ-პოინტები გაანიავა და საათსა და 43 წუთში დანებდა მეტოქეს.

ნოვაკმა სამი ეისი ჩააწოდა და შვიდი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, იანკოს კი შვიდი ეისი და ოთხიდან ერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი 4:3-ს უგებს თანამემამულეს.

ქალთა მეოთხედფინალურ ეტაპზე ცენტრალური იყო მატჩი სერენა უილიამსსა და მარია შარაპოვას შორის. წინა დღეს მარიამ უბრძოლველად გაიარა მერვედფინალური ბარიერი, რადგან მისი მეტოქე ლუსი საფაროვა ტრავმის გამო ვერ გავიდა კორტზე. უილიამსს კი რთული ბრძოლის გადატანა მოუწია კაროლინ ვოზნიაცკისთან, რომელსაც სამ სეტში გაჭირვებით მოუგო.

მატჩის წინ სერენა აღიარებდა, რომ ფავორიტი რუსი ჩოგბურთელი იყო, თუმცა არ უნდა დაგვევიწყებინა ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა: გუშინდელ მატჩამდე ამერიკელს ზედიზედ ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული რუსი ვარსკვლავი.

შარაპოვას თავიდანვე შეექმნა პრობლემები - სერენამ ზედიზედ ორი გეიმი აიღო, თანაც მარიას მოწოდებაზე “მშრალი” ანგარიშით იმარჯვა. რუსი ცდილობდა ბრძოლაში შესვლას, მაგრამ უილიამსი იდეალურად მოქმედებდა და მეტოქისთვის მინიმალური შანსიც არ მიუცია - 6:1.

მეორე სეტი უფრო საინტერესო აღმოჩნდა. უილიამსმა ისევ 2:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ შარაპოვამ მაშინვე გაათანაბრა - 2:2. მეხუთე გეიმი თითქმის ათი წუთი გაგრძელდა, ოთხჯერ დაფიქსირდა “თანაბარი”, მაგრამ ბოლოს მაინც სერენამ იძალა. შარაპოვას მოწოდებისას სერიოზული პრობლემები ჰქონდა და უამრავი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მომდევნო გეიმში მარიამ ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ მეტოქეებმა ისევ გაცვალეს გეიმები, ბოლოს კი უილიამსმა ფანტასტიკურად ითამაშა მოწინააღმდეგის მოწოდებაზე და მეორე მატჩბოლიდან გაიფორმა გამარჯვება - 6:1, 6:3.

ნახევარფინალში ამერიკელს ტურნირის სენსაცია - ჩეხი ლუსი ჰრადეცკა ელის, რომელიც მადრიდში ფანტასტიკურ ფორმას აჩვენებს. ერთ-ერთ წინა ეტაპზე მან პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას, ამჯერად კი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი სამანტა სტოსური 19 (!) ეისის წყალობით ორ ტაი-ბრეიკში დაამარცხა.

ნადალისა და ჯოკოვიჩის ბოიკოტი

მადრიდის მასტერსზე თანამემემულე ფერნანდო ვერდასკოსთან წაგების შემდეგ, მსოფლიოს მეორე ნომერმა რაფა ნადალმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გრუნტის ლურჯი საფარის გამო. რაფამ ისიც არ გამორიცხა, რომ გაისად მის კალენდარში მადრიდის მასტერსს ვეღარ ვიხილავთ.

"ATP-ს და ტურნირის ორგანიზატორებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ. მაქსიმალურად ვცდილობდი, გასული კვირის ხუთშაბათიდან მოყოლებული ინტენსიურად ვვარჯიშობდი და მზად ვიყავი ტურნირისთვის რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

მაგრამ მაინც არ აღმოვჩნდი მზად ამგვარ კორტებთან შესაგუებლად. ჩემთვის მნიშვნელოვანია კორტზე სწრაფად გადაადგილება და თუ ამას ვერ ვაკეთებ, შესაბამისად, არც ნორმალური დარტყმები გამომდის. ეს საფარი თამაშის დესტაბილიზაციისთვის არის შექმნილი და არ მინდა რისკზე წასვლა. თუ მადრიდში ყველაფერი ასე გაგრძელდა, შემდეგ წელს ეს ტურნირი აღარ იქნება ჩემს კალენდარში.

უნდა ვაღიარო, რომ ბურთი უფრო იოლი შესამჩნევი გახდა, მაგრამ მაინც არ მომწონს ეს ფერი. ეს ცვლილება ცუდი პრეცედენტია. ახლა ხომ შეიძლება რომელიმე სხვა ტურნირის ორგანიზატორებმა კორტის საფარის ყვითლად გაფერადება გადაწყვიტონ?!" - ამბობს ნადალი სააგენტო AP-თან კომენტარში.

რაფას ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა გამოცემა El Pais-თან კომენტარში განაცხადა, რომ ცდილობდა დაეყოლიებინა შეგირდი, რათა მას მონაწილეობა არ მიეღო მადრიდის მასტერსში.

"ვეუბნებოდი რაფას არ ეთამაშა წელს მადრიდში, მაგრამ არ დამიჯერა. იმედია, მომავალ წელს აღარ მოინდომებს აქ გამოსვლას", - ამბობს უფროსი ნადალი.

რაფაელისგან განსხვავებით, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააღწია მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში, მაგრამ არ გამორიცხავს მხარი აუბას ნადალის ინიციატივას და ბოიკოტი გამოუცხადოს მომავალ წელს ამ ტურნირს.

"ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ახალი კორტი თავისი თვისებებით არ განსხვავდება ჩვენთის კარგად ნაცნობი წითელი გრუნტისგან. მაგრამ ეს ასე არ არის - სხვაობა ძალიან დიდია. აქ მუდმივად გიცურავს ფეხი და კორტზე ეცემი. ამ ტურნირში გაიმარჯვებს ის, ვინც კვირის ბოლოს ტრავმების გარეშე მიაღწევს. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის... იმედია, უკანასკნელი. ვაპირებ თუ არა მომავალ წელს ტურნირის ბოიკოტს? დიახ", - ამბობს Tennis.com-თან კომენტრაში ჯოკოვიჩი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა