"შარლეუამ" ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში შინ "ოოსტენდესთან" 63:68 დამარცხდა
თორნიკე შენგელიას "შარლეუამ" ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი მინორულ ნოტაზე დაასრულა - შინ "ოოსტენდესთან" 63:68 დამარცხდა.

შარლერუელებმა პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს, ხელიდან არც ინიციატივა გაუშვიათ და ანგარიშიც მიჰყავდათ. მეორე ტაიმიდან კი "ოოსტენდეს" კალათბურთელებმა თამაში შემოატრიალეს და საფინალო სირენას ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

ქართველმა თავდამსხმელმა 15 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმოა.

შარლერუელთაგან 15 ქულით ბროილსი გამოირჩა. "ოოსტენდეს" შემადგენლობაში კი ითამაშა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ბელგიის ნაკრების უკანახაზელმა დიმიტრი ლაუერსმა, რომელიც მიმდინარე სეზონში იტალიურ "აველინოში" გამოდიოდა. მან გამარჯვებაში 6-ქულიანი წვლილი შეიტანა.

"შარლერუამ" და "ოოსტენდემ" პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს და დამატებითი ეტაპის გავლა აღარ მოუწევთ. ბელგიის პირველობაზე რეგულარულის შემდეგ იმართება დამატებითი საკვალიფიკაციო, რომელშიც მესამე-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობენ. მათ შორის საუკეთესო დუეტი ნახევარფინალში "შარლერუასა" და "ოოსტენდეს" "დაეჭიდება".

"თორნიკემ რეგულარული 7-ით დაასრულა, შარლერუამ -5-ით" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა