ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ქართველთა ხუთი გუნდი იბრძვის

საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ქართველთა ხუთი გუნდი იბრძვის

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის ჯერიც დადგა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის ჯერიც დადგა. დივიზიონის ხელმოცარულთა და პლეი ოფში მოხვედრილთა ვინოაბა უკვე გარკვეულია. დასადგენი ისაღაა, ნახევარფინალში გასასვლელ შეხევდრებში გუნდები როგორ დაწყვილდებიან.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას ექვსი გუნდი განაგრძობს, აქედან ხუთი ქართველ მორაგბეთა კლუბია: "ტულუზი", "კლერმონი", "ტულონი", "მონპელიე" და "კასტრი".

სამწუხაროდ დივიზიონიდან გავარდნილი ორი გუნდიდან ორივე ჩვენებურებისაა - "ლიონი" და "ბრივი".

წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერი და შარშანდელი ჩემპიონი აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი" ბოლო ტურში შინ მიიღებს შარშანდელ ფინალისტს - მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს".

ტულუზელებისთვის ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ აქვს. თუმცა რეგულარული გათამაშების დასრულება პირველი ადგილით, მაინც პრესტიჟის საქმეა. თანაც ტრადიციის მიხედვით, რეგულარულის გამარჯვებული, როგორც წესი, მერე პლეი ოფშიც გამარჯვებული გამოდიოდა. ამასთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი ერთი დღით ადრე სრულად გაიყიდა. მაშასსდამე ამ შეხვედრისადმი ინტერესი დიდია.

"ტულუზმა" ბოლო ცხრა შეხვედრაში ექვსი თამაში წააგო, რაც გუნდში დაწყებულ კრიზისსზე მიუთითებს. ეს რომ ასე არ არის, გი ნოვეს ბიჭებმა ამბიციურ "მონპელიესთან" მატჩში უნდა დაამტკიცონ.

სამწუხაროდ, ვარჯიშისას ძველმა ტრავმამ ისევ შეახსენა თავი საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს. ექიმების ვერდიქტით მისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს აქვსენტი გიორგაძე და ვილიამ სერვაც, რომლებიც იმავე პოზიციაზე ირჯებიან, რომელზეც ბრეგვაძე.

"მონპელიეს" ამ თამაშშუ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. ჩვენებურთა ეს გუნდი ამჟამად 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ ამავე ადგილს შეინარჩუნებს, რაც საშუალებას მისცემს მეხუთეადგილოსანს, ნეხევარფინალის შესარჩევ მატჩში, შინ დაუპირისპირდეს.

გორგოძე და ჟღენტი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, ნარიაშვილი და შველიძე განაცხადში არ არიან. "მონპელიეს" ტრავმის გამო დააკლდება კაპიტანი ფულენსე უოდრაოგო.

პირველ წრეში "ტულუზმა" სტუმრად 45:25 მოიგო. planetrugby-ს მიაჩნია, რომ ამჯერადაც ტულუზელები მოიგებენ, ოღონდ მინიმუმ შვიდი ქულის სხვაობით.

82 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელსაც ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს. "ვულკანები" ბოლო ტურში შინ ხვდებიან ბოლოსწინა ადგილზე მყოფ დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს".

კლერმონელთათვის ამ თამაშს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და, სავარაუდოდ, გუნდის ახალზელანდიელი მწვრთნელი ვერნ კოტერი, მას მომავალი ბატალიებისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

ბრიველები კი, ელიტიდან გავარდნას რომ გადარჩნენ სასწაული უნდა მოხდეს. მათ კლერმონში აუცილებლად პრემიალური ქულით უნდა მოიგონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ "კლერმონს" შინ ორი წელია არ წაუგია და წლეულს "ბრივი" საშუალოდ თამაშში ერთ ლელოს იტანდა, ეს მისია შეუსრულებელია.

პირველ წრეში "კლერმონმა" სტუმრად 9:6 მოიგო. planetrugby-ს მიაჩნია, რომ "ვულკანები" შინ მინიმუმ 12 ქულით მოიგებენ.

"კლერმონს" 13 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება დივიზიონდიან გავრადნილ გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს".

მასპინძლები აბსოლუტურად უმოტივაციონი არიან და უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადებიან. საამისოდ, "ლიონის" ხელმძღვანელობამ უკვე გააფორმა კონტრაქტები საფრანგეთის ნაკრების ყოფილ წევრებთან, სებასტაინ შაბალთან და ლიონელ ნალესთან.

"ტულონს" კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რათა მესამე ადგილი შეინარჩუნოს, რაც საშუალებას მისცემს, მეექვსეადგილოსანს, ნეხევარფინალის შესარჩევ მატჩში, შინ დაუპირისპირდეს.

პირველ წრეში "ტულონმა" შინ მოიგო - 20:15. planetrugby-ს პროგნოზით, "ტულონი" ათი ქულის სხვაობით გაიმარჯვებს.

პლეი ოფის კიდევ ერთი მონაწილე ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" შინ მიიღებს ბასკურ "ბაიონს". კასტრელებს გამარჯვების შემთხვევაში, თუ "მონპელიე" ტულუზში წაიფორხილებს, შანსი აქვთ ოთხეულში დამკვიდრდნენ, რაც ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში მასპინძლობის უპირატესობას აძლევს.

"ბაიონს" კი, საიმოსოდ, რომ თავი მშვიდად იგრძნოს, ერთი პრემიალური ქულის აღება უნდა. თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლოა, ესეც არ გახდეს საჭირო.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ბაიონში ფრედ 16:16 დასრულდა. planetrugby ფიქრობს, რომ ამჯერად "კასტრი" მინიმუმ ათი ქულით მოიგებს.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 48 ქულით მე-10 ადგილზეა აბსოლუტურად უმოტივაციოა. აჟენელები ბოლო ტურში პლეი ოფის მეექვსე მონაწილეს, პარიზულ "მეტრო რასინგს" უმასპინძლებენ, რომელსაც მოგება საიმისოდ სჭირდება, რომ ოთხეულში შეაღწიოს.

პირველ წრეში პარიზელებმა შინ 26:8 მოიგეს. planetrugby-ს პროგნოზით, ამჯერეადაც "მეტრო რასინგი" მოიგებს მინიმუმ 12 ქულით.

I დივიზიონი

XXVI ტური

კასტრი-ბაიონი, კლერმონი-ბრივი, ტულუზი-მონპელიე, ბიარიცი-სტად ფრანსე, ბორდო-პერპინიანი, აჟენი-მეტრო რასინგი, ლიონი-ტულონი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 83 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულონი - 69, 4. მონპელიე - 66, 5. კასტრი - 65, 6. მეტრო რასინგი - 63, 7. სტად ფრანსე - 58, 8. პერპინიანი 0 49, 9. ბოროდო - 49, 10. აჟენი - 48, 11. ბიარიცი - 48, 12. ბაიონი - 47, 13. ბრივი - 42, 14. ლიონი - 31.

"ბოლო ტური, ბოლო რეპეტიციები" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა