დასავლეთის მე-2 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ვერაფერი მოუხერხა დიდ მონღოლ ჰაკუჰოს
სუმოში განსაკუთრებულად ფასობს დიდი ჩემპიონის დამარცხება - 11 მაისს ამის შანსი თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ჰქონდა, მაგრამ დასავლეთის მე-2 მაეგაშირამ ვერაფერი მოუხერხა დიდ მონღოლ ჰაკუჰოს.

იოკოძუნა მარცხენათი შეწვდა ქართველის მავაშის, შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო, რომლითაც ასე უხვად არის დაჯილდოვებული მონღოლი სუმოისტი. გაგამარუ მესამედ დამარცხდა დიდ ჩემპიონთან ამდენივე ცდიდან.

აღსანიშნავია, რომ დიდი ჩემპიონი დამარცხებული არც ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ჰყავს, მან ორჯერ წააგო ასაშორიუსთან, ხოლო ჰაკუჰოსთან 12 -ჯერ! ერთადერთი ქართველი, ვინც ეს მოახერხა და თანაც ორჯერ, ლევან ცაგურიაა (კოკაი). "შავმა ზღვამ" მართალია, 12-ჯერ წააგო ასაშორიუსთან, მაგრამ 2005 და 2006 წლებში დამარცხებულიც ჰყავს ის და ორი "ოქროს ვარსკვლავიც" დაიმსახურა.

სხვათა შორის, კოკაის ჰაკუჰოსთვისაც მოუგია, მაგრამ ის ორი გამარჯვება არ ითვლება, რადგან ჰაკუჰო მაშინ დიდი ჩემპიონის ტიტულს არ ფლობდა.

მორიგი დღე მხოლოდ კოკაისთვის გამოდგა იღბლიანი, მე-2 დივიზიონში მოასპარეზე ვეტერანს 4-2 ბალანსი გაუხდა, სამი მოგებაც და "შავი ზღვა" ელიტაში დარჩება. ნაცუ ბაშოს კი წაუგებლად კვლავ ოძეკი (ანუ ჩემპიონი) კოტოშოგიკუ ლიდერობს. 5-5 მოგება კი ერთბაშად 9 სუმოისტს აქვს.

VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გაგამარუ (უვატენაგე), კაკურიუ-ჰომაშო (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ბარუტო-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (ოშიდაში), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტაკაიასუ (ოშიტაოში), ტაკეკაძე-კიტატაიკი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ოკინოუმი-ტოჩინოშინი (იორიტაოში). ძურიო: კოკაი-საგაცუკასა (კოტენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი).

5-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), ოკინოუმი (მ 5), ჩიოტაირიუ (მ 10), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16)... 3-3: ტოჩინოშინი (მ 8)... 2-4: გაგამარუ (მ 2).

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიოჰიბიკი, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ბარუტო-გოეიდო, კისენოსატო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, კოტოოშუ-გაგამარუ, კაკურიუ-არანი, ამინიშიკი-ჰომაშო, ტაკაიასუ-ტოჩინოვაკა, ტოჩიოძანი-კიტატაიკი, ტოჩინოშინი-დაიდო. ძურიო: კოკაი-კიოკუჰუჰო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა