საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა განცხადება facebook-ის მეშვეობით გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
კახა კალაძე ფეხბურთიდან მიდის, - ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ facebook-ის მეშვეობით გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან უნდა განვაცხადო 18-წლიანი კარიერის შემდეგ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.

მადლობა მინდა გადავუხადო "მილანის" და "ჯენოას" კლუბებს და მმართველებს, რომლებმაც მიმიღეს იტალიაში; ამ ორი გუნდის ყველა წევრს, ჩემს მეგობრებსა და ჩვენს უამრავ მოწინააღმდეგეს, რომლებთანაც მოგვიწია დაპირისპირებამ, რომელიც განმსჭვალული იყო მეგობრული შეჯიბრის სულით. ასევე ჟურნალისტებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს.

უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე დავხარჯულიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი გუნდისთვის მოედანზე.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება აქ, იტალიაში გატარებული დროის შესახებ საოცარი და ბრწყინვალე მოგონებები.

გადავწყვიტე, წავიდე სპორტიდან, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი ითამაშა.

დროა, ადგილი დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა შეძლონ წინსვლა. გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის მომავალი კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო.

საქართველოს შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი, გარდა ტრაგიკული მოვლენებისა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამ ქვეყანაში არის ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, სადაც ჩემი გულია; ქვეყანა, სადაც მინდა რომ ჩემი შვილები თავისუფლად გაიზარდონ და იცხოვრონ საქართველოს სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

temuri
აბა აბა! გაიტანს კიდევ ნეტა საქართველოს ნაკრებში 2 ავტოგოლს. კახა მიყვარდა როგორც კაცი და ფეხბურთელი.ვერ დაამთავრა კარგად. აბა ჰე!
vasiko basiladze
ნეტა მიაღწევს ვინმე ესეთ წარმატებას?!რაღაც არა მგონია,ნეტა ვცდებოდე იქნებ კიდევ რომელიმე ქართველმა ისევ აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი
უძლევი
დიდი მადლობა ბატონო კახა ქართული ფეხბურთის და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის საზღვარგარეთ. არც ჰალსტუხი გიღეჭია და არც განგრეულ კაიფში ჩამჯდარხარ პატრიარქის სავარძელში. გისურვებთ წარმატებებს!
zizu
dato25, სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო. როგორ არ მინდოდა ამ კაცის პოლიტიკაში გადაბარგება. ან რა უნდა გააკეთოს საფეხბურთო მინდვრიდან პირდაპირ პოლიტიკაში გადასულმა კაცმა. არ ვიცი, შეიძლება ვცდები.ახლა საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი ნაკრებიდან წასვლა სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ........
Shoda
პოლიტიკით იმიტომ არიან უკმაყოფილონი, რომ ბლეყეს არ უჭერს მხარს!
dato25
მისი საფეხბურთო კარიერით მადლობელი ვარ, მისი პოლიტიკით არა. 18 წელი ის იყო საქართველოს ნაკრების, დინამო თბილისის, დინამო კიევის და მილანის დაცვის ლიდერი. მან პოლიტიკაში ჩაისვარა და ის როგორც პოლიტიკოსი მაქსიმუმ 1-2 წელი იქნება და როგორ მოულოდნელადაც გაჩნდა პოლიტიკაში ისევე გაქრება.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა