საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ჰოლანდიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ ჰოლანდიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"თეორიულ მეცადინეობაზე კარგად გავაანალიზეთ ჰოლანდიელთა თამაში. ჩემი აზრით, ეს გუნდი არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთსა და გერმანიას. მართალია, ფიზიკურად მათსავით ძლიერები არ არიან, მაგრამ ასე ვთქვათ, "ბურთი იციან"... ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები.

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. არავინ ელოდა ნახევარფინალში ჩვენს გასვლას. თუმცა, ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევამ ჩვენს ძალებში დაგვარწმუნა.

უკვე კარგად ვიცით, რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ჩვენც ანგარიშგასაწევ მეტოქედ ვიქეცით სხვა გუნდებისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მოტივაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია და არანორმალურად გვინდა ფინალში გასვლა!

ვიცით, როგორ ელოდებიან საქართველოში ამ დღეს. აქვე, მინდა ვისარგებლო და ყველას დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის.

სწორედ, ჩვენი ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა გაგვაძლიერებს. გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ, ისე, როგორც ყოველთვის და მაქსიმალურად დავიხარჯებით" - განაცხადა კაპიტანმა.

აქვე გეტყვით, რომ დისკვალიფიცირებული ლაშა დვალის გარდა, ჰოლანდიასთან სხვა არავინ დაგვაკლდება.

ჯანმრთელობის პრობლემაც, საბედნიეროდ, არავის აქვს და მიკროტრავმიანობაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის რეგლამენტსა და რეგულაციაში შეტანილ ცვლილებასაც გაგაცნობთ: საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალებსა და ფინალში დამატებითი დრო აღარ იქნება და ფრეს შემთხვევაში, პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური მატჩი გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. 22:30 წუთიდან კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყება საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებთა დაპირისპირება. ორივე ნახევარფინალს ლიუბლიანას სტადიონი "სტოჟიცე" უმასპინძლებს.

ქართველ ფეხბურთელებს კარგად ესმით ამ მატჩის მნიშვნელობა, თავიანთი პასუხისმგებლობა და სრული მობილიზებითა და კონცენტრაციით ემზადებიან.

gff.ge

kakha
დღეს დიდი გამარჯვების დღეა! წინ ბიჭებო, ჭინ! მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა...
papuna
აბა თქვენ იცით გვასახელეთ. მთელი საქარტველო თქვენთან არის. მიდი პაპუნ გაგვახარე მოგვარეები.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა