პარასკევს 26 წლის ქართველმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა გოლთა ანგარიში უკრაინაშიც გახსნა - ზაპოროჟიეში ადგილობრივი "მეტალურგისა" და დონეცკის "მეტალურგის" მატჩის მე-18 წუთზე ჩვენებურმა არჟანოვის პასის შემდეგ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა ახლო მანძილიდან.

პარასკევს 26 წლის ქართველმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა გოლთა ანგარიში უკრაინაშიც გახსნა - ზაპოროჟიეში ადგილობრივი "მეტალურგისა" და დონეცკის "მეტალურგის" მატჩის მე-18 წუთზე ჩვენებურმა არჟანოვის პასის შემდეგ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა ახლო მანძილიდან. 41-ე წუთზე მასპინძელთა მწვრთნელმა ტატანაშვილი გაიყვანა და... გუნდმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა - 1:2. ზაპოროჟიეს "მეტალურგი" 2 ქულით ბოლო ადგილზეა. "მეტალურგის" შემადგენლობაში ტატანაშვილმა სულ სამი მატჩი ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში კი მეორედ გამოჩნდა.

II ბუნდესლიგაში ბერლინის "ჰერტამ" მე-2 წუთზევე გაიტანა დედაქალაქის დერბიში "უნიონის" კარში - პეტერ ნიემაიერს საგოლე პასი ლევან კობიაშვილმა გადააწოდა. "უნიონმა" მატჩის მიწურულს გაათანაბრა და "ჰერტამ" პირველი ქულები დაკარგა - 1:1.

ყაზახეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" 10 კაცით დაამარცხა სტუმრად "ირტიში" - 2:1. გიორგი 93-ე წუთზე შევიდა მოედანზე. "ატირაუ" 40 ქულით ზედა ექვსეულში მე-5 ადგილზე გადავიდა.

რუმინეთის ჩემპიონატში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" 3:1 მოუგო "კლუჟს". მასპინძელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. "გაზ მეთანს" 14 ქულა დაუგროვდა და ჯერჯერობით მესამეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა