მამაკაცთა ტურნირში ნახევარფინალისტთა შემადგენლობა უჩვეულოდ გამოიყურებოდა.

მამაკაცთა ტურნირში ნახევარფინალისტთა შემადგენლობა უჩვეულოდ გამოიყურებოდა.

რაფაელ ნადალმა, მეორედ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, წააგო გრუნტის მასტერსზე მატჩი ფინალამდე. პირველად ეს 2008 წელს, რომში მოხდა და მაშინ ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო.

მაგრამ ამჯერად სერბმაც ვერ მიაღწია ნახევარფინალამდე - წააგო თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩთან. საბოლოოდ, მივიღეთ მოტივირებული ჩოგბურთელების ოთხეული - როჯერ ფედერერი, რომელიც ტურნირის მოგების შემთხვევაში რეიტინგში მეორე ადგილზე დაბრუნდება; აგრეთვე, ტომაშ ბერდიხი, ხუან მარტინ დელ პოტრო და იანკო ტიპსარევიჩი, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან ასეთი დონის ტურნირების ნახევარფინალში.

პირველ ნახევარფინალში დელ პოტრო და ბერდიხი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მადრიდში ორივე შემტევ ჩოგბურთს ანიჭებდა უპირატესობას, ბერდიხს კი აღნიშნულ მატჩამდე არცერთი თავისი გეიმი არ ჰქონდა წაგებული.

თუმცა ხუან-მარტინმა ძალიან სწრაფად შეწყვიტა ჩეხის ეს სერია - არგენტინელმა შესანიშნავი კონტრშეტევითი თამაშით მეტოქის მოწოდება აიღო. ტომაში ცდილობდა აქტიურობით ეჯობნა მეტოქისთვის, მაგრამ ამას ბევრი შეცდომა მოჰქონდა.

თუმცა პარტიის ბოლოს ბერდიხი ათამაშდა და დელ პოტროს მოწოდებაზე პრობლემები შეექმნა. საბოლოოდ, სეტზე ჩაწოდებისას სამხრეთამერიკელი ანერვიულდა და "მშრალი" ანგარიშით წააგო გეიმი.

საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ჯერ ორი მინი-ბრეიკით ბერდიხი დაწინაურდა, მაგრამ დელ პოტრომ გაათანაბრა ანგარიში. 5:5-ზე არგენტინელმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბერდიხმა სეტბოლი გამოიყენა.

იგრძნო რა საკუთარ თავში დამაჯერებლობა, ტომაშმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ დელ პოტრო თანდათან გამოერკვა პირველი სეტის წაგებით მიღებული შოკისგან და დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. უფრო მეტიც, სეტის ბოლოს სათამაშო უპირატესობა დელ პოტროს ჰქონდა, მაგრამ ბერდიხმა, ძირითადად, კარგი მოწოდების წყალობით, მეორე ტაი-ბრეიკამდე მიაღწია.

აქ თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, ორივე შესანიშნავად აწვდიდა. დელ პოტრომ პირველი მატჩბოლი ეისით მოიგერია, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩააწოდა კარგად, მაგრამ მსაჯმა აუტი დააფიქსირა. მეორე მოწოდებაზე გათამაშების დროს დელ პოტრო შეცდა და ბერდიხმა საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი ხელიდან არ გაუშვა - 7:6(5), 7:6(6).

მეორე ნახევარფინალში აშკარა ფავორიტი ფედერერი იყო. შვეიცარიელს ოთხივე პირადი შეხვედრა ჰქონდა მოგებული ტიპსარევიჩისთვის, თუმცა ერთ-ერთი - 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ძალიან დაძაბული გამოდგა.

აღნიშნულ მატჩში მალე გამოიკვეთა როჯერის უპირატესობა, რომელიც შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან. მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლო იანკომ მიღებაზე ბრძოლის გამართვა, მაგრამ ბრეიკი მაინც ვერ გააკეთა - 2:6, 3:6.

ფინალი ტომაშმა უკეთ დაიწყო, ზედ ხაზზე სვამდა დარტყმებს და ფედერერს ძალიან გაუჭირდა. შესაბამისად, შვეიცარიელმა მაშინვე წააგო თავისი მოწოდება.

საბოლოოდ, ეს ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. არადა, ჩეხი მთლად დამაჯერებლად ვერ აწვდიდა. პირველი მოწოდების სიზუსტე 50 პროცენტზე დაბალი იყო, მაგრამ ტომაშს მეორე მოწოდებაც ეყო წარმატების მისაღწევად.

მაგრამ ასეთ დონეზე თამაში მთელი მატჩი შეუძლებელია. მეორე პარტიის დასაწყისში ბერდიხი ოდნავ მოდუნდა და ამით ფედერერმა კარგად ისარგებლა. ბერდიხი სეტის ბოლოს მოეგო გონს და სეტზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა როჯერს. თუმცა ჩეხმა ტაი-ბრეიკამდე მაინც ვერ მიაღწია. ფედერერმა ბოლოსკენ მოუმატა, სეტბოლი მიიღო, რომელიც ბერდიხის ორმაგი შეცდომით გამოიყენა.

ჩეხმა მალე დაივიწყა წარუმატებლობა და გადამწყვეტი სეტის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. მან რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ფედერერს საკუთარი მოწოდება შველოდა.

ბოლოსკენ შვეიცარიელმა კიდევ უფრო მოუმატა და სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ცოტა ხნით კორტზე ბერდიხი გამოირჩეოდა.

მან ჯერ სამი ეისით მოიგერია საფრთხე, შემდეგ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს საკუთარი გეიმი აჩუქა, მაგრამ ვერც როჯერმა ჩააწოდა მატჩზე - ძირითადად, ტომაშის აქტიური თამაშის გამო. თუმცა მე-12 გეიმში ჩეხმა ისევ წააგო მოწოდება, მიუხედავად იმისა, რომ მეორედ სეტში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია - 6:3, 5:7, 5:7.

ფედერერისთვის ეს იყო წელს მეორე და კარიერაში 74-ე ტიტული. რაც მთავარია, ამ ტრიუმფით მან რეიტინგში რაფა ნადალს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

Madrid Open

მადრიდი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 5 189 603 დოლარი

1/2-ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 10) 7:6(5), 7:6(7); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7) 6:2, 6:3.

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 3:6, 7:5, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...