"რეალმა" დაუვიწყარი შოუ მოიწყო "სანტიაგო ბერნაბეუზე" - ჩემპიონატი 100 ქულით დაასრულა
"რეალმა" დაუვიწყარი შოუ მოიწყო "სანტიაგო ბერნაბეუზე" - ჩემპიონატი 100 ქულით დაასრულა და შემდეგ ლა ლიგის ტიტულიც დიდი ჟრიამულით ჩაიბარა. "მალაგამ" მოიგო ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზური. ლეო მესიმ 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში კრიშტიანო რონალდო და გავარდა "ვილიარეალი"... დიახ, "ელ სუბმარინო", გუნდი, რომელიც 6 წლის წინათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ორჯერ გავიდა უეფას თასის (ევროპალიგა) ნახევარფინალში (2004, 2011), ორჯერ მოიგო ინტერტოტოს თასი (2003, 2004), გუნდი, რომლის რიგებშიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, გავარდა!!!

არადა, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" სულაც არ იყო ბოლო ტურის წინ გავარდნის უპირველესი კანდიდატი, მაგრამ "ელ მადრიგალზე" ტრაგედია შეემთხვა - წააგო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის (ამაოდ) მებრძოლ "ატლეტიკოსთან". და ვინ გაუტანა მასპინძლებს გადამწყვეტი გოლი? რა თქმა უნდა, ევროპალიგის გმირმა რადამელ ფალკაომ!

"ვილიარეალი" შარშან მე-4 ადგილზე გავიდა ლა ლიგაში და უცბად, ასეთი დაცემა - გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორიც ბორხა ვალერო, ჯუზეპე როსი, ნილმარი, მარკოს სენა და კარლოს მარჩენაა, გაისად სეგუნდა დივიზიონში იასპარეზებს. "ვილიარეალი" 88-ე წუთზე ჩაწოდებულმა კუთხურმა დაღუპა - დიეგოს ჩაწოდებულს ყველაზე მაღლა ამხტარი "ელ ტიგრე" შესწვდა - 0:1.

"ვილიარეალთან" ერთად, ხიხონის "სპორტინგიც" გავარდა, თუმცა ამის პროგნოზირება ადვილად შეიძლებოდა - ხავიერ კლემენტეს გუნდმა "მალაგასთან" სტუმრად 0:1 დათმო.

ამ გამარჯვებამ მანუელ პელეგრინის გუნდს ესპანური კვოტის უკანასკნელი საგზური მოუპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი მისცა. გამარჯვების გოლი ხოსე რონდონმა 49-ე წუთზე თავურით გაიტანა. აი, ასე, მეორე წელსვე გაამართლა ანდალუსიურ კლუბში ჩადებულმა არაბულმა ინვესტიციამ.

ფიესტა ბერნაბეუზე

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ამაღელვებელი განწყობა იყო - "რეალი" 100 ქულით გახდა ესპანეთის ჩემპიონი. "სამეფო კლუბმა" შანსი არ დაუტოვა "მალიორკას", რომ ევროსაგზურს შესწვდომოდა - 4:1. მართალია, ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, მაგრამ პორტუგალიელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "პიჩიჩისთვის" ბრძოლას ის მაინცდამაინც არ გამოეკიდა, ხშირად ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებსაც აწვდიდა პასებს.

შედეგად, რონალდო 46 გოლზე გაჩერდა - ფენომენალური მიღწევაა, მაგრამ წლეულს ბომბარდირობისთვის არასაკმარისი! დუბლი კი მესუთ იოზილმა შეასრულა. ძალიან კარგად ითამაშეს მარსელომ და გონსალო იგუაინმა, რომელსაც პირველივე წუთებზე ალალი გოლი არ ჩაუთვალეს.

თამაშის შემდეგ კი მოედანზევე სახელდახელოდ აღმართულ პოდიუმზე "რეალის" მთელი შემადგენლობა დააჯილდოვეს.

პეპი მარცხით დამშვიდობებას გადაურჩა, ემერი - ვერა

რომ არა სეიდუ კეიტას გოლი, ხოსეპ გვარდიოლას ლალიგური კარიერა "ბარსელონაში" მარცხით დასრულდებოდა. სევილიაში პეპი მისმა ერთ-ერთმა საყვარელმა შეგირდმა იხსნა - 2:2 "ბეტისთან" არაფრისმომცემ მატჩში.

თავიდან ყველაფერს სტუმრები აკონტროლებდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გოლი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა - პირველი სეზონში და მხოლოდ მესამე კარიერაში. კუთხურიდან ჩამოწოდებულს 23 წლის ნახევარმცველმა თავით მიუჩინა ადგილი "ბეტისის" კარში.

მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რის წინაპირობაც დანი ალვეშის გაძევება იყო. ბრაზილიელმა 53-ე წუთზე ჯეფერსონ მონტეროსთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

71-ე და 74-ე წუთებზე კი რუბენ კასტრომ ორჯერ ითამაშა ოფსაიდის ზღვარზე და ორჯერვე გაუმართლა. როგორც უკვე დავწერეთ, "ბარსა" მარცხისგან სეიდუ კეიტამ იხსნა 92-ე წუთზე ლამაზ ნახტომში თავური დარტყმით.

მანამდე ერთი ასეთივე არაფრისმომცემი თამაში გაიმართა - "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადმა" 1:0 მოუგო "ვალენსიას".

როგორც ხედავთ, უნაი ემერის, გვარდიოლასგან განსხვავებით, მარცხით მოუწია "ღამურებთან" დამშვიდობება. "ვალენსიამ" მორიგი უშინაარსო ფეხბურთი აჩვენა, ბასკებმა კი ჩაბი პრიეტოსა და ანტუან გრიზმანის კომბინაციის წყალობით მოიგეს.

"ანოეტა" ამ დღეს 33 წლის კაპიტან მიკელ არანბურუს ფეხზე წამომდგარი ემშვიდობებოდა. მან მთელი კარიერა სან სებასტიანში გაატარა და კლუბს მაშინაც უერთგულა, როცა "რეალ სოსიედადი" სეგუნდაში გავარდა. არანბურუმ 500-ზე მეტი მატჩი გამართა "რეალ სოსიედადის" მაისურით. არანბურუმ ფეხბურთს თავი დაანება.

ლა ლიგა. ბოლო ტური

სოსიედადი-ვალენსია 1:0

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - არანბურუ (75. პარდო), ილარამენდი - ველა (85. ხ. ლორენტე), ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (56. ჩაბი პრიეტო).

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბრუნო, რ. კოშტა, დეალბერტი, ალბა - მადურო, ტინო კოსტა - პ. ერნანდესი (77. ალკასერი), ფეგული (59. ჟონასი), ბერნატი (59. პიატი) - ადურისი.

გოლი: 1:0 გრიზმანი (63)

გაფრთხილება: ესტრადა, ველა

კუთხური: 7-14; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-19 (6-2); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 20 000

ბეტისი-ბარსელონა 2:2 (იხილეთ ვიდეო)

ბეტისი (4-2-2): კასტო - ჩიკა (72. ისიდორო), პაულაუ, დორადო, ნაჩო - მონტერო (57. სანტა კრუსი), ბენატი, კანიასი, ხ. პერეირა - რ. კასტრო, პოსუელო (64. ნონო).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, ადრიანო - ჩავი (82. ინიესტა), ბუსკეტსი, კეიტა - პედრო (77. ტელიო), მესი, აფელაი (57. მონტოია).

გოლები: 0:1 ბუსკეტსი (9), 1:1 რ. კასტრო (71), 2:1 რ. კასტრო (74), 2:2 კეიტა (92)

გაფრთხილება: ბენატი, კანიასი - დანი ალვეში

გაძევება: დანი ალვეში (53)

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 5-11 (3-6); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 40 000

ესპანიოლი-სევილია 1:1

ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - რ. როდრიგესი (34. ბაენა), ფორლინი, მორენო, დიდაკ ვილა - ხ. ლოპესი, ვ. სანჩესი - ვეისი (61. პანდიანი), ვერდიუ, კოუტინიო - ა. ვასკესი (77. კ. უჩე).

სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, კალა, ფასიო, ფ. ნავარო - დეივიდი (84. გუარენტე), რაკიტიჩი - ხესუს ნავასი, რეიესი (71. კანუტე), პეროტი (66. დელ მორალი) - ნეგრედო.

გოლები: 0:1 ნეგრედო (47), 1:1 კოუტინიო (66)

გაფრთხილება: სანჩესი, ვერდიუ, ლოპესი, პანდიანი - დეივიდი, კოკე

კუთხური: 8-7; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9-17 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 10 000

ხეტაფე-სარაგოსა 0:2

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, მ. ტორესი, რაფა, აროიო (72. რიოსი) - კასკერო (77. გუისა), ლასენი - პედრო ლეონი (59. ა. პერესი), სარაბია, ბარადა - მიკუ.

სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი, აბრაამი - სუკულინი (46. ლუის გარსია), რუბენ მიკაელი - ე. ორიოლი (63. დუიმოვიჩი), აპონიო, ლაფიტა (87. ბარერა) - პოშტიგა.

გოლები: 0:1 აპონიო (56), 0:2 პოშტიგა (91)

გაფრთხილება: ტორესი, სარაბია, ვალერა, ლასენი - პარედესი, რუბენ მიკაელი

გაძევება: სარაბია (25), ტორესი (56), დუიმოვიჩი (82), მიკუ (86)

კუთხური: 0-6; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 3-12 (0-4); ბურთის ფლობა: 32%-68%.

მაყურებელი: 12 000

ლევანტე-ბილბაო 3:0

ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - იბორა, ხ. ტორესი - ვალდო, ბარკერო (75. ფარინოსი), ბოტელიო (89. დ. ნავარო) - ღეზალი (79. ხუანლუ).

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, დე მარკოსი - იტურასპე (46. ხ. მარტინესი), ანდერი (63. გაბილონდო) - სუსაეტა, ი. გომესი, მუნიაინი - ტოკერო (46. ფ. ლორენტე).

გოლები: 1:0 ღეზალი (45), 2:0 ღეზალი (67), 3:0 ფარინოსი (88-პენ)

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 3-7; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 12-9 (4-5); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 25 000

მალაგა-სპორტინგი 1:0

მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, კასორლა - ხოაკინი (86. ს. სანჩესი), ისკო, ელიზეუ (68. დუდა) - რონდონი (74. ვან ნისტელროი).

სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - სუარესი (46. კოლუნგა), ბოტია, გრეგორი, მენენდესი - ლორა, გალვესი - დე ლას კუევასი, ტრეხო (65. ნაჩო კასესი), აიოსე (46. ორფილა) - სანგოი.

გოლი: 1:0 რონდონი (49)

გაფრთხილება: კამაჩო, კასორლა, ისკო - სუარესი, მენენდესი, ლორა, გალვესი, ბოტია

გაძევება: ისკო (89)

კუთხური: 10-1; ჯარიმა: 10-24; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 22-6 (12-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 27 000

ვალეკანო-გრანადა 1:0

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, არიბასი (75. ტამუდო), ლაბაკა, კასადო - ფუეგო, მოვილია (57. ტრაშორასი) - პიტი, მიჩუ, არმენტეროსი (71. ლ. ბანგურა) - დ. კოშტა.

გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, კორტესი - ლუსენა, მ. რიკო - უჩე (87. აბელი), კ. მარტინში, ხარა - იგჰალო.

გოლი: 1:0 ტამუდო (90)

გაფრთხილება: კასადო, ტიტო, ტამუდო - ლოპესი, გომესი, ჟულიო სეზარი, კორტესი

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18-12 (2-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 15 500

რეალი-მალიორკა 4:1 (იხილეთ ვიდეო)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (43. ალბიოლი), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო (75. ფ. კოენტრაო) - ხედირა, ჩაბი ალონსო - ბენზემა, იოზილი, რონალდო - იგუაინი (66. დი მარია).

მალიორკა (4-2-3-1): ავატე (81. კალატაიუდი) - სენდროსი, ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - პინა, მარტი - მ. პერეირა (46. ალფარო), გ. კასტრო, ბიგასი (53. ტისონე) - ვიქტორი.

გოლები: 1:0 რონალდო (18), 2:0 ბენზემა (22), 3:0 იოზილი (48), 3:1 გ. კასტრო (51), 4:1 იოზილი (57)

გაფრთხილება: კასტრო

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-11 (12-5); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 80 000

რასინგი-ოსასუნა 2:4

რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი (16. ოსმარი), პიკონი (78. ადრიანი) - გულონი, რივერო - სამპერიო, აკოსტა, ხ. ლუკე (58. კენედი) - სტუანი.

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი (61. როვერსიო), ფლანიო, დამია - ნეკუნამი, ტიმორი - სეხუდო, რ. გარსია, ნინო (82. კალეხა) - იბრაჰიმა (68. ლეკიჩი).

გოლები: 1:0 სტუანი (1), 1:1 იბრაჰიმა (54), 1:2 სეხუდო (67), 1:3 რ. გარსია (71), 2:3 სამპერიო (80), 2:4 როვერსიო (90)

გაფრთხილება: დამია, კალეხა

კუთხური: 0-9; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-27 (2-13); ბურთის ფლობა: 33%-67%.

მაყურებელი: 8 000

ვილიარეალი-ატლეტიკო 0:1

ვილიარეალი (4-3-3): დ. ლოპესი - მარიო (89. ნილმარი), საპატა, მუსაჩიო, ხ. კოსტა - სენა, მარჩენა (66. ა. ლოპესი), ბრუნო - ბ. ვალერო, მ. რუბენი, ე. პერესი (84. ვაკასო).

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი (74. მ. სუარესი), გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - გაბი (57. კოკე), ტიაგო - სალვიო, დიეგო, ადრიან ლოპესი - ფალკაო (90. დომინგესი).

გოლი: 0:1 ფალკაო (88)

გაფრთხილება: კოსტა, მარჩენა - მირანდა

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-11 (1-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 21 000

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 38 32 4 2 121-32 100

2. ბარსელონა 38 28 7 3 114-29 91

3. ვალენსია 38 17 10 11 59-44 61

4. მალაგა 38 17 7 14 54-53 58

5. ატლეტიკო 38 15 11 12 53-46 56

6. ლევანტე 38 16 7 15 54-50 55

7. ოსასუნა 38 13 15 10 44-61 54

8. მალიორკა 38 14 10 14 42-46 52

9. სევილია 38 13 11 14 48-47 50

10. ბილბაო 38 12 13 13 49-52 49

11. ხეტაფე 38 12 11 15 40-51 47

12. სოსიედადი 38 12 11 15 46-52 47

13. ბეტისი 38 13 8 17 47-56 47

14. ესპანიოლი 38 12 10 16 46-56 46

15. ვალეკანო 38 13 4 21 53-73 43

16. სარაგოსა 38 12 7 19 36-61 43

17. გრანადა 38 12 6 20 35-56 42

18. ვილიარეალი 38 9 14 15 39-53 41

19. სპორტინგი 38 10 7 21 42-69 37

20. რასინგი 38 4 15 19 28-63 27

ბომბარდირები

50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 46 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია