Eurosport-ის ექსპერტმა ევროპის ჩემპიონატის წინ A და D ჯგუფების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა
Eurosport-ის ექსპერტმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ჩემპიონატის წინ A და D ჯგუფების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

A ჯგუფი, რომელშიც რუსეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და საბერძნეთის ნაკრებები არიან თავმოყრილნი, ყველაზე თანაბარ ჯგუფად არის შეფასებული.

"იოლი ჯგუფი არ არის. საბერძნეთი და ჩეხეთი ბევრს ვერ იტანენ, მაგრამ არც უშვებენ. ეს ორი გუნდი დაცვაში საიმედოდ მოქმედებს და კონტრშეტევებზეც სახიფათონი იქნებიან. პოლონეთის ნაკრებს, რომელიც სამშობლოში იასპარეზებს, მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს.

იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ნაკრების შესახებაც, რომლის ფეხბურთელებიც სხვადასხვა ჩემპიონატში თამაშობენ და მაღალ კლასსაც აჩვენებენ. ჯგუფის ფავორიტებად სწორედ პოლონეთს და რუსეთს მივიჩნევ. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ოთხეული თანაბარი ძალის ჩანს. ამიტომ ვერც საბერძნეთის და ჩეხეთის ნაკრებებს ჩამოვწერთ. მათ სიურპრიზების მოწყობა შეუძლიათ", - თქვა ბენიტესმა.

D ჯგუფში მეოთხედფინალის ორი ადგილისთვის უკრაინა, ინგლისი, საფრანგეთი და შვედეთი იბრძოლებენ.

"ტურნირის კიდევ ერთი მასპინძელი უკრაინის ნაკრები რთულ მეტოქეებთან მოხვდა. რა თქმა უნდა, შინ ასპარეზობა უკრაინელებს გარკვეულ უპირატესობას სძენს, მაგრამ საფრანგეთი და ინგლისი მაინც უფრო მაღალი კლასის არიან. ფავორიტებად მათ დავასახელებდი. "სამფეროვნებსა" და ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებს შორის მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

შვედეთი ორგანიზებული გუნდია და იბრაჰიმოვიჩის მწვავე კონტრშეტევებიც მისი კოზირია, მაგრამ გუნდური თამაშით საფრანგეთი და ინგლისი უფრო ძლიერები არიან. ამასთან, ამ გუნდების შემადგენლობაში ბრწყინვალე ფორვარდები არიან, მაგალითად, ბენზემა და გურკუფი, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. ინგლისელებს კი უეინ რუნის არყოფნის მიუხედავადაც, პირველ მატჩებში მისი შემცვლელების მოძებნა არ გაუჭირდებათ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა