ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. რაღაც ვერ არის კარგად...

სერია A. რაღაც ვერ არის კარგად...

შუა კვირაში ევროტირნირების მატჩები გაიმართა და იტალიურმა გუნდებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ კალჩოში ყველაფერი რიგზე ვერ არის...

დღეს

ფიორენტინა-ლაციო 20:00
მილანი-კატანია 22:45

ხვალ

ბარი-კალიარი 14:30
რომა-ბოლონია 17:00

ჩეზენა-ლეჩე 17:00
კიევო-ბრეშა 17:00

პალერმო-ინტერი 17:00
პარმა-ჯენოა 17:00

უდინეზე-იუვენტუსი 17:00
სამპდორია-ნაპოლი 22:45

შუა კვირაში ევროტირნირების მატჩები გაიმართა და იტალიურმა გუნდებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ კალჩოში ყველაფერი რიგზე ვერ არის. თავად განსაჯეთ, ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის ლიგაში შვიდმა იტალიურმა გუნდმა გამართა პაექრობა და იქიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩათ გამარჯვება აპენინელებს. "მილანმა" საკუთარ მოედანზე ფრანგული "ოსერი" დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" ერთად, ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნის, რომ "როსონერიმ" დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ის მატჩი ფრედ დასრულებულიყო. დანარჩენებმა კი კარგ შემთხვევაში სწორედ საყაიმო შედეგს მიაღწიეს - თუმცა, "იუვენტუსის" საშინაო ფრეს "ლეხთან" კარგ შემთხვევას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ასეა თუ ისე, მესამე ტური კარს მოგვადგა და ჩვენც წინასიტყვაობა უნდა ვთქვათ. დღეს გასამართი ორივე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. "ფიორენტინამ" პირველ ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, არადა ამბიციები დიდი აქვთ ფლორენციელებს და დროა, მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნონ. "ვიოლას" ტრავმირებულ ფეხბურთელებზე აღარ ვისაუბრებთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სინიშა მიხაილოვიჩი ალბერტო ჯილარდინოს იმედზეა დარჩენილი - "აძურას" ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის უკან კი ჩერჩი, ვარგასი და ლიაჯიჩი გაირჯებიან.

რაც შეეხება "ლაციოს", მთავარი მწვრთნელი ედი რეაია ვერაფრით ჩამოყალიბდა ძირითად შემადგენლობაში და რადგან წინა შეხვედრაში ტომაზო როკიმ გამოიჩინა თავი, ყველა ლოგიკით, მან "ფიორენტინას" წინააღმდეგაც პირველივე წუთებიდან უნდა იასპარეზოს. ვეტერან თავდამსხმელს ერნანესი დაუმშვენებს გვერდს, მაურო სარატე კი სადათადარიგოთა სკამზე დაჯდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-2-3-1): ფრეი - დე სილვესტრი, კროლდრუპი, გამბერინი, პასკუალი - მონტოლივო, ძანეტი - ჩერჩი, ლიაჯიჩი, ვარგასი - ჯილარდინო.
ლაციო (4-4-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - გონსალესი, ლედესმა, მათუზალემი, მაურო - ერნანესი, როკი.

"ჩეზენასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, მილანელებმა ხასიათი ჩემპიონთა ლოიგის პაექრობაში გამოიკეთეს. ლომბარდიელებმა საკუთარ მოედანზე "ოსერი" დაამარცხეს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე ევროგამარჯვება მოიპოვეს. ვერ ვიტყვით, რომ ფრანგების წინააღმდეგ მილანელებმა საოცარი ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და მთავარიც ალბათ ეს არის. კარგად წარმოჩინდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დუბლი შეასრულა და "კატანიას" წინააღმდეგაც აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება. დიახ, "მილანი" სიცილიურ გუნდს მასპინძლობს და შეეცდება კიდევ ერთხელ გაახაროს "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივარი. ძირითადში იქნება რონალდინიოც, რომელმაც "ოსერთან" პაექრობაში საგოლე პასი მიითვალა აქტივში. აი ალეშანდრე პატომ კი მორიგი ტრავმა მიიღო და გარკვეული პერიოდი უქმობა მოუწევს. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში რობინიოს ვიხილავთ, რომელიც აქამდე მხოლოდ მეორე ტაიმში თუ ერთვებოდა თამაშში. რეზერვში დარჩება ფილიპო ინძაგი და ეს მიუხედასვად იმისა, რომ სათამაშო დროის დეფიციტის გამო პროტესტი ხმაურიანად გამოხატა.

"მილანის" ძირითადში უნდა ვიხილოთ კევინ პრინს ბოატენგი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ პაექრობაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. სწორედ განელი შეავსებს მასიმო ამბროზინის დანაკლისს, ჯენარო გატუზო კი თადარიგში დარჩება. რაც შეეხება "კატანიას", გუნდი კონტრშეტევებზე ააწყობს თამაშს - შეტევის წინა ხაზზე მასკარა-მაქსი ლოპესის ტანდემს ვიხილავთ და ვნახოთ რა გამოვა ამ საქმისგან.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): აბიატი - ბონერა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ბოატენგი, პირლო, ზეედორფი - რობინიო, რონალდინიო, იბრაჰიმოვიჩი.
კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, სპოლი, კაპუანო - ბიაჯანტი, კარბონი, ლედესმა - რიკიუტი - ლოპესი, მასკარა.

კვირის მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება უდავოდ სიცილიაში შედგება, სადაც "პალერმო" "ინტერს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ორი მილანურ-სიცილიური პაექრობა შედგება. მილანელებმა პირველ ტურში ორი ქულა დაკარგეს, მეორეში გაიმარჯვეს, მაგრამ გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილონი არიან. რაფაელ ბენიტესის გუნდი ჯერ ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მიღწეული სიმაღლის შენარჩუნება შეუძლია.

ესპანელი დიდი წნეხის ქვეშ არის - მას სთხოვენ, რომ "ინტერმა" ყველაფერი მოიგოს და ყველა ბარიერი გადალახოს, თუმცა კარგად იცოდა სად მიდიოდა და ალბათ ისიც იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ გუნდი პროგრესის გზას დაადგეს. ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ რაფას მარიგას და ბიაბიანის იმედი აქვს, ვფიქრობთ, რომ 'ინტერის" საქმე მთლად კარგად ვერ უნდა იყოს - ეს ორი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და სავარაუდოდ, "პალერმოს" პირველივე წუთებიდან დაუპირისპირდებიან.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოს ვიხილავთ, ვისაც უკნიდან სამუელ ეტოო, ვესლი სნეიდერი და ზემოთაღნიშნული ბიაბიანი დაეხმარებიან. ბენიტესი მიიჩნევს, რომ სიცილიაში გასამარჯვებლად მოედნის ცენტრში ყურადღებით თამაშია საჭირო:
"წინ ძალიან რთული თამაში გველის, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ჩვენ მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. მთავარია, რომ მოედნის ცენტრი გავაკონტროლოთ და თამაში ჩვენი სცენარით წავიყვანოთ. მეტოქე დაცვაში არ ჩაჯდება, შეეცდება, რომ ინიციატივა აიღოს თავის თავზე, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ".

"პალერმო" ჯერ მაინც გუნდი გამოცაა, რადგან გასულ სეზონთან შედარებით იქ ბევრი რამე შეიცვალა. ფაბრიციო მიკოლი ტრავმირებულია და ბოლო ინფორმაციით, 'ინტერის" წინაარმდეგ ვერ იასპარეზებს - მის ნაცვლად ცენტტრფორვარდის პოზიციაზე აბელ ჰერნანდესი იასპარეზებს, რომელსაც უკნიდან კასამი და პასტორე დაეხმარებიან. თადარიგში დარჩება მასიმო მაკარონე და ალბათ, მეორე ნახევარიდან ჩაერთვება თამაშში.

სავარაუდო შემადგენლობები

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ლივერანი, ნოჩერინო - პასტორე, კასამი - ჰერნანდესი.
ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ძანეტი - მარიგა, კამბიასო - ბიაბიანი, სნეიდერი, ეტოო - მილიტო.

ბოლო ორი თამაშია ტურინის "იუვენტუსი" სამ გოლს იტანს და სამსაც უშვებს. ჯერ "სამპდორიას" დაუზავდა, შემდეგ ევროპის ლიგაში შეირცხვინა თავი და "ლეხს" პოლონეთში ქულა გაატანა. ევროპაექრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ტურინელებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს გადაჭრა სჭირდებათ. ლუიჯი დელ ნერის გუნდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დაცვაში საიმედო ასპრეზობით და ცოტა გასაკვირიც კია ის, რაც ტურინელთა თავს ხდება. მაგრამ, დრო ბევრი აქვს სინიორ ლუიჯის და ჯერ მაინც უნდა ვაცადოთ.

მესამე ტურში, "ვეკია სენიორა" "უდინეზეს" ესტუმრება და შეეცდება პირველი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. ფრიულელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს და თავის მხრივ, ისინიც შეეცდებიან ნავსის გატეხვას. უდინეში ბრუნდება სიმონე პეპე, ისევე როგორც ფაბიო კვალიარელა - თუმცა, ეს უკანასკნელი "იუვენტუსში" "ნაპოლიდან" გადავიდან და არა "უდინეზედან". ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში მოაზრება და ვნახოთ, რას დააკლებენ ყოფილ გუნდს. კვალიარელას შეტევის წინა ხაზზე ვინჩენცო იაკვინტა შეუწყვილდება, ალესანდრო დელ პიეროს კი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი" და არ გვაქვს საფუძველი რომ არ დავუჯეროთ. ყურადღების ცენტრშია მილოშ კრასიჩი, რომელმაც ბოლო პაექრობებში თავი კარგად წარმოაჩინა და იმუქრება, მომავალში კიდევ უკეთესად ვიასპარეზებო:
"დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად მხარში მიდგანან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ახალ გუნდთან ადაპტირება არ გამჭირვებია და განვლილ პაექრობებში კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. მერწმუნეთ, კიდევ უკეთ შემიძლია თამაში".

"უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა თავზე ხელი აიღო და 3-4-3 ტაქტიკას ამზადებს. ეს ავანტიურაა, რომელმაც შეიძლება გაამართლოს, მაგრამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგიც მოიტანოს. შეტევაში დი ნატალეს, ფლორო ფლორესს და სანჩესს ვიხილავთ, მოკლედ, ძველ ხალხს - დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები

უდინეზე (3-4-3): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, საპატა, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, პასკუალე - სანჩესი, დი ნატალე, ფლორო ფლორესი.
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გრიგერა - კრასიჩი, ფელიპე მელო, მარკიზიო, პეპე - იაკვინტა, კვალიარელა.

"რომა" შავ დღეშია - გუნდი ყველაფერს აგებს, რისი წაგებაც შეიძლება და არ შეიძლება. ამას თან დაერთო სენსების ოჯახის ფინანსური კრიზისი და მწვრთნელ-კაპიტნის კონფლიქტი. დიახ, მიუნხენის "ბაიერნთან" არჩეული სტრატეგიის გამო, ფრანჩესკო ტოტიმ კლაუდიო რანიერი გააკრიტიკა, რაზეც პასუხიც მიიღო - მწვრთნელის კომპეტენციაში არავინ არ უნდა ჩაერიოსო. ამას კვლავ ტოტის კომენტარი მოჰყვა და თანაც, მეტად მკვახე, თუმცა სულ ბოლო ინფორმაციით, რანიერიმ კონფლიქტი ამოწურულად გამოაცხადა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ არის.

მესამე ტურში "რომა" "ბოლონიას" უმასპინძლებს და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს. არსებული რეალობა რანიერის სხვა გამოსავალს არ უტოვებს და შეგირდები გამარჯვებაზე უნდა დაგეშოს. შეტევაში ტოტი-ბორიელოს ტანდემს გაამწესებს, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ალბათ ჟერემი მენეზი გაირჯება. ადრიანოს და მირკო ვუჩინიჩს თადარიგში გაამწესებენ და თუ საჭირო გახდა, ჩაერთვებიან კიდეც თამაშში.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - როზი, მექსე, ჟუანი, კასეტი - პეროტა, პისარო, დე როსი - მენეზი - ტოტი, ბორიელო.

ბოლონია (4-3-2-1): ვივიანო - გარიჩი, პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი - პერესი, მუდინგაი, კაზარინი - სილიგარდი, პაპონი - დი ვაიო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. კიევო 2 2 0 0 5-2 6

2. კალიარი 2 1 1 0 5-1 4

3. სამპდორია 2 1 1 0 5-3 4

4. ჩეზენა 2 1 1 0 2-0 4

5. ბარი 2 1 1 0 3-2 4

6. ინტერი 2 1 1 0 2-1 4

7. მილანი 2 1 0 1 4-2 3

8. პარმა 2 1 0 1 3-2 3

9. კატანია 2 1 0 1 3-3 3

10. ლაციო 2 1 0 1 3-3 3

11. ბრეშა 2 1 0 1 3-4 3

12. ჯენოა 2 1 0 1 2-3 3

13. ლეჩე 2 1 0 1 1-4 3

14. ნაპოლი 2 0 2 0 3-3 2

15. იუვენტუსი 2 0 1 1 3-4 1

16. პალერმო 2 0 1 1 2-3 1

17. ფიორენტინა 2 0 1 1 1-2 1

18. ბოლონია 2 0 1 1 1-3 1

19. რომა 2 0 1 1 1-5 1

20. უდინეზე 2 0 0 2 1-3 0

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!