"მერაბ, აახდინე ჩვენი ოცნებები!" - ასეთი წარწერიანი ტრანსპარანტი გადმოფინეს ბოლო ტურში "ვიტესის" გულშემატკივრებმა. მერაბ ჟორდანიას მიერ კლუბის შესყიდვამ, სოლიდურმა ინვესტიციამ და...

"მერაბ, აახდინე ჩვენი ოცნებები!" - ასეთი წარწერიანი ტრანსპარანტი გადმოფინეს ბოლო ტურში "ვიტესის" გულშემატკივრებმა. მერაბ ჟორდანიას მიერ კლუბის შესყიდვამ, სოლიდურმა ინვესტიციამ და "ჩელსის", "არსენალისა" და "აიაქსის" მოთამაშეებით გაძლიერებამ პატარა ჰოლანდიურ ქალაქ არნემში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მიუხედავად კატასტროფული სტარტისა, "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი თეო ბოსი ამბობს, რომ ჯერჯერობით პოსტზე რჩება: "მე ყოველთვის მოვუსმენ და ანგარიშს გავუწევ ჟორდანიას, მაგრამ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. არა მგონია, მან რამე მიკარნახოს. ზუსტად არც ვიცი, კლუბთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში რა გეგმები აქვს, მაგრამ სადღეისო პრობლემები სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ. მე კი ვრჩები და მუშაობას ვაგრძელებ".

"მე თქვენს საქმეებში არასდროს ჩავერევი", - ეს იყო პირველი წინადადება, რომლითაც ჟორდანიამ მწვრთნელს მიმართა.

"ჟორდანია კარგი პიროვნებაა, რომელსაც ესმის ფეხბურთი. მოთამაშეებს სახელებით იცნობს, რაც მას ღირსებას მატებს. "ვიტესის" ახალი მეპატრონე ახალგაზრდების გაზრდაზე ფიქრობს და საამისოდ დიდძალ ინვესტიციას აბანდებს", - თეო ბოსი ჟორდანიას ხოტბას ასხამს, მაგრამ ვეჭვობთ, ჟორდანიამ მასზე იგივე გაიმეოროს - ჩვენი ინფორმაციით, "ვიტესის" მესვეური მწვრთნელს ცოტა ხანს კიდევ დააკვირდება და... სავსებით შესაძლებელია, პოსტიც დაატოვებინოს. "ვიტესი" კი ვერ იგებს, ბოლო ტურში "ჰერენვეენთან" 1:2 წააგო და პირველი ტურის შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო. თუმცა, სავარაუდოდ, ბოსს გუნდში სხვა როლში გამოიყენებენ.

"ასოშეიტედ პრესთან" ინტერვიუში ჰოლანდიელთა ქართველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბის დაფინანსების წყაროს არ დამალავს:

"გაძლევთ გარანტიას, რომ ჩემი შემოსავლები და ფინანსური რესურსები იურიდიულ პრობლემებს არ შეგვიქმნის. უკვე დავავალე ჩემს ადვოკატს, რომ ყველა საბანკო ანგარიში საჯარო გახადოს, რათა შემდგომში მასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. მე დასამალი არაფერი მაქვს, რადგან "სუფთა ფული" მომაქვს".

ქართველი მეპატრონე აცხადებს, რომ კლუბში ხანმოკლე ვადით არ მისულა და იმ შემთხვევაშიც შეეცდება მიზნების განხორციელებას, თუკი "ვიტესი" წარმატებებს უახლოეს სამ წელიწადშიც ვერ მიაღწევს: "მე აქ არ ჩამოვსულვარ მცირე თანხით და მოკლე ვადით - ოჯახთან ერთად დასახლებას და ჰოლანდიურის შესწავლას ვაპირებ".

ჟორდანიას "ნაიმეგენის" ყოფილი პრეზიდენტის, ჰანს ვან დელფტის ნათქვამის კომენტარიც ჩამოართვეს - ეს პიროვნება ჯერ ჩვენი კლუბის ყიდვას ცდილობდაო. ჟორდანიამ შემდეგი განაცხადა: "ნაიმეგენთან" არანაირი კონტაქტი არ მქონია. უპირატესობა თავიდანვე "ვიტესს" მივანიჭე. იყო ფიქრი "ალკმაარზეც", მაგრამ როდესაც კარგად დავფიქრდი, "ვიტესთან" მოლაპარაკება ვამჯობინე. მე არ მაინტერესებდა არსებული რთული ვითარება, რადგან "ვიტესი" საინტერესო კლუბია, სადაც საინტერესო ახალგაზრდობაა. ჩემი მიზანი კი წარმატებული კლუბის მშენებლობაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo13
ჯიგარი ხარ მერაბ, მიდი მიაწექი...მაგარი კაცი ხარ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა