ფრანგს "ჩელსისთან" ტრიუმფით, პირველ რიგში, "ბაიერნის" პრეზიდენტის გაბედნიერება უნდა
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები გერმანიის ჩემპიონობის დაკარგვას და გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" განცდილ კრახს (2:5) მხოლოდ იმ შემთხვევაში დაივიწყებენ, თუ მიუნხენური გრანდი მომავალ შაბათს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

ევროპის ელიტური საკლუბო ლიგის დასკვნით მატჩში საკუთარ მოედანზე "ჩელსის" ძლევა ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ "ბაიერნმა" გერმანიაში ვიცე-კლუბის სტატუსი არ მიიღოს.

რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ეს კარგად ესმით.

29 წლის ფრანგმა გარემარბმა ფრანკ რიბერიმ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამაზე ისაუბრა: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენშია და ჩვენ ამ ფინალის მონაწილეები ვართ. ეს მართლაც ზღაპარია, რომელიც "ბაიერნისთვის" აუცილებლად "ჰეფი ენდით" უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ, "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა.

მჯერა, "ჩელსისთან" სეზონის საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ და ჩემპიონთა ლიგის თასს მიუნხენში დავტოვებთ," - უთხრა რიბერიმ "კიკერს".

ფრანგს "ჩელსისთან" ტრიუმფით, პირველ რიგში, "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის გაბედნიერება უნდა: "გუნდის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ "ბაიერნი" წარმატებული გრანდი იყოს და ჩვენ წარმატებების მისაღწევად საუკეთესო პირობები გვქონდეს შექმნილი.

თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან შვილივით მიყურებენ და მუდმივად მხარში მიდგანან. ისინი "ბაიერნით" და "ბაიერნისთვის" ცოცხლობენ.

ჩემპიონთა ლიგის თასი მათაც დაიმსახურეს! ყველაზე მეტად ული ჰიონესს ვაფასებ, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ული ძალიან კარგად მიგებს და მიცნობს; იცის, რა დროს რა მჭირდება.

"ბაიერნისთვის" ყოველთვის ბოლომდე რომ ვიხარჯები, ეს ჰიონესის დამსახურებაცაა და მე მინდა, რომ ულის ჩემპიონთა ლიგის თასი მივართვა".

ვერაფერს იტყვი - შესანიშნავი სიტყვებია, მაგრამ რიბერიმ სიტყვას საქმეც უნდა მოაყოლოს. "ჩელსისთან" "ბაიერნის" წარმატება ხომ დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული.

რუმენიგე: დაცვაში აღარავინ გვჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნის" დაცვის ხაზმა სამარცხვინოდ ითამაშა (ეს მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია), რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, დანტეს ტრანსფერით "ბაიერნის" დაცვის ხაზის გაძლიერება დასრულდა.

როგორც იცით, ბრაზილიელი დანტე მიუნხენელებმა "გლადბახიდან" გადაიბირეს და ეს უკანასკნელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება. სხვა მცველის ყიდვას კი რუმენიგე კატეგორიულად გამორიცხავს.

"ნახევარმცველი შაჩირი და მცველი დანტე უკვე გავიფორმეთ, ახლა კი მეკარის საკითხზე ვმუშაობთ", - უთხრა რუმენიგემ "კიკერს".

როგორც იცით, ბავარიული გრანდის მეორე კიპერმა ჰანს-იორგ ბუტმა კარიერა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუელ ნოიერს ახალი შემცვლელი სჭირდება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბაიერნის" მეორე მეკარე ჰოფენჰაიმელი ტომ შტარკე იქნება.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა "დორტმუნდთან" 2:5-ის შემდეგ, რომ "ბაიერნს" დაცვაში გაძლიერება კიდევ სჭირდება, რუმენიგემ ასე უპასუხა: "მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 22 გოლი გავუშვით.

ბადშტუბერი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, დანტე - ამ ოთხ ცენტრალურ მცველს 100 პროცენტით ვენდობით და სხვა უკანახაზელის ყიდვას აღარ ვაპირებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა