"ჰიტს" მაქსიმალურად დახარჯვა მოუწია გამარჯვების მოსაპოვებლად
პორტალ ESPN-ის 16 ანალიტიკოსიდან ვერც ერთმა ვერ გაბედა ამ სერიაში "ინდიანას" წარმატების პროგნოზირება. მიუხედავად ამისა, ფოგელის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ ისინი თვით "მაიამისთვისაც" საფრთხეს წარმოადგენენ. "ჰიტს" მაქსიმალურად დახარჯვა მოუწია გამარჯვების მოსაპოვებლად.

დუეინ უეიდისა და ლებრონ ჯეიმსის დუეტმა ამ მატჩში 62 ქულა დააგროვა. დუეინი ხშირად იღებდა საკუთარ თავზე თამაშს, საფირმო გარღვევებს ასრულებდა და ამ აქტიურობის წყალობით, 14 საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო. აქედან მხოლოდ ერთხელ შეცდა.

გარდა ამისა, ვარსკვლავური დუეტი შესანიშნავად გამოიყურებოდა დაცვაში. მათი დამსახურებაა ის, რომ ჩააგდეს შეხვედრა გრეინჯერმა და ჯორჯმა, რომლებმაც ჯამში 15 სროლიდან მხოლოდ ორი მოათავსეს კალათში.

გარდა ამისა, "პეისერსის" სასტარტო ხუთეულის ერთბაშად სამმა წევრმა (ჰილი, ჯორჯი და ჰიბერტი) საკმაოდ დიდი დრო ხუთ-ხუთი პერსონალურით ითამაშა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ფლორიდელებს არ გამოუვიდათ ძალების მინიმალური დახარჯვით თამაშის მოგება. მაგალითად, პირველ ტაიმში სტუმრები საკმაოდ დამაჯერებლად იგებდნენ.

მათ გამოცდილება და სიმშვიდე არ ეყოთ ამ უპირატესობის შესნარჩუნებლად. მატჩის ბოლოს ახალგაზრდა გუნდის სულელურმა შეცდომებმა "ინდიანას" პატარა სენსაციის მოხდენის საშუალება არ მისცა. ბევრს ცდებოდნენ შორეული ტყორცნებისას და ფარიდან ასხლეტილი ბურთის დაუფლების შემდეგ, მაიამელები ზედიზედ გარბოდნენ კონტრშეტევაში.

ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო წუთებში "ინდიანას" შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა - ბოლო ხუთ წუთში მან თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.

მაიამი-ინდიანა 95:86

20:23, 22:25, 28:22, 25:16

მ: ჯეიმსი (32+15 მოხსნა+5 პასი), უეიდი (29+4 პასი), ბოში (13+5 მოხსნა), ენტონი (9+7 მოხსნა), ჩელმერსი (4+3 პასი), ტურიაფი (4), მილერი (2+3 პასი), ჰასლემი (2+5 მოხსნა).

ი: უესტი (17+12 მოხსნა+3 პასი), ჰიბერტი (17+11 მოხსნა), კოლისონი (10+6 პასი), ჰილი (10+3 პასი), ბარბოზა (9), ჰენსბრო (8), გრეინჯერი (7+3 პასი), ჯორჯი (6+3 ჩაჭრა), ჯონსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.7/40.3), სამქულიანები (0/23.5), საჯარიმოები (76.3/71.4).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა