შვედების სიაში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ექნება დიდ ტურნირზე

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა ევრო 2012-ზე წასაყვანი 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"ეს ტურნირი დიდი გამოწვევა იქნება ჩვენთვის, რადგან ძალიან რთულ და ამოუცნობ ჯგუფში მოვხვდით. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სამი კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეთ.

უპირველესი ამოცანა 1/4-ფინალში გასვლაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი, რადგან მედლებზეც ვფიქრობთ. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა ჰამრენმა ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

შვედების სიაში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ექნება დიდ ტურნირზე. ყველაზე გამოცდილი კი მათ შორის 34 წლის ოლოფ მელბერგია, რომელიც მე-6 დიდ შეჯიბრებაზე მიემგზავრება.

აქამდე მას კონტინენტის 2000, 2004 და 2008 წლების პირველობებზე უთამაშია და ამას გარდა, 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზეც იყო გუნდის შემადგენლობაში. სულ "ლურჯ-ყვითლების" შემადგენლობაში მელბერგს 112 მატჩი აქვს ჩატარებული.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შვედეთის ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჰამრენის გუნდი 30 მაისს ისლანდიას შეხვდება, 5 ივნისს კი სერბეთს.

მეკარეები: ანდრეას ისაკსონი (ეინდჰოვენი), იუჰან ვილანდი (კოპენჰაგენი), პერ ჰანსონი (ჰელსინგბორგი)

მცველები: მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი), ოლოფ მელბერგი (ოლიმპიაკოსი), ანდრეას გრანკვისტი (ჯენოა), მარტინ ოლსონი (ბლექბერნი), იუნას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი), მიკაელ ანტონსონი (ბოლონია), ბეჰრანგ საფარი (ანდერლეხტი)

ნახევარმცველები: რასმუს ელმი (აზ ალკმაარი), სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი), ანდერს სვენსონი (ელფსბორგი), კიმ ჩელსტრიომი (ლიონი), პონტუს ვერბლუმი (ცსკა მ), სამუელ ჰოლმენი (ბელედიესპორი), ემირ ბაირამი (ტვენტე), კრისტიან ვილჰელმსონი (ალ-ჰილიალი)

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), იუჰან ელმანდერი (გალათასარაი), ტობიას ჰიუსენი (გიოტებორგი), ოლა ტოივონენი (ეინდჰოვენი), მარკუს როზენბერგი (ვერდერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის