ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

როჯერ ფედერერი: დიდ სლემს კიდევ მოვიგებთ

როჯერ ფედერერი: დიდ სლემს კიდევ მოვიგებთ

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მასტერსის სერიის ბოლო ოთხი ტურნირიდან სამში გამარჯვებას მიაღწია
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მასტერსის სერიის ბოლო ოთხი ტურნირიდან სამში გამარჯვებას მიაღწია - ბოლო ტრიუმფი გასულ კვირას შედგა, როცა შვეიცარიელმა ფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ის დაეწია "მასტერსებზე" ტიტულების რაოდენობით ლიდერ რაფაელ ნადალს, გარდა ამისა, რეიტინგში იმავე ნადალს გაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ფედერერი ელეგანტურ შავ კოსტუმში გამოწყობილი გამოცხადდა, რომელიც როჯერს ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა პირდაპირ მადრიდის ცენტრალურ კორტზე, დაჯილდოვების ცერემონიის დროს აჩუქა.

- ექვსი კვირა გავიდა იმ მომენტიდან, როცა ბოლო ტურნირი ითამაშეთ - ჰარდის კორტზე. როგორ მოახერხეთ ასე სწრაფად ბრწყინვალე ფორმის აკრეფა?

- ჩემთვისაც ეს მცირე სიურპრიზი აღმოჩნდა. ვღელავდი მხოლოდ იმის გამო, როგორმე გამევლო პირველი მეტოქე და არც ვფიქრობდი იმაზე, ვისთან მომიწევდა შეხვედრა შემდეგ წრეში.

სიმართლე გითხრათ, ისიც კი დამავიწყდა, რომ ადრეც ვთამაშობდი მადრიდში წარმატებით და ორი გამარჯვება მქონდა მოპოვებული.

პირველი მატჩი (ფედერერმა სამ სეტში დაამარცხა მილოშ რაონიჩი) მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ როგორმე ტურნირზე უნდა დავრჩენილიყავი და მეპოვნა თამაშის რითმი. გასკეს წინააღმდეგ მატჩში კი შევძელი სხვა დონის თამაშის ჩვენება.

საერთოდ, სასიამოვნოა იმასთან თამაში, ვინც უკვე არაერთხელ დაგიმარცხებია. საკუთარ ძალებში დამაჯერებლობა მხოლოდ მაშინ გიბრუნდება, როცა გამარჯვებებს აღწევ.

ბოლო 9 თვის განმავლობაში ცუდად არ ვთამაშობდი, ასე რომ, დამაჯერებლობა ძალიან მალე დამიბრუნდა. ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა და შეუძლებელია ვიყო უფრო ბედნიერი, ვიდრე ახლა ვარ. ეს იდეალური სცენარია იმისთვის, რაც მომავალში მელის.

- ითამაშებთ რომში მომავალ კვირას?

- სავარაუდოდ ვითამაშებ, მაგრამ უნდა ვნახო, რა მდგომარეობაში ვიქნები უახლოესი ორი დღის განმავლობაში. ორი დღე მჭირდება იმისთვის, რომ შევაფასო ჩემი ფიზიკური ფორმა და ამ საკითხში კარგად გავერკვე.

ექვსი კვირა პაუზა მქონდა და უცებ ასეთი დატვირთვები მივიღე. უნდა დავრწმუნდე იმაში, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. იმედია, შევძლებ თამაშს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ რომში მივემგზავრები.

- ბევრმა ჩოგბურთელმა გააკრიტიკა მადრიდის ცისფერი გრუნტი...

- კორტზე მართლაც ცურავს ფეხი და თან სწრაფი საფარია. ფინალში ძალიან გამიჭირდა სათამაშო რითმის მონახვა, თანაც მეტოქე კარგ ფორმაში იყო. ბერდიხი აგრესიულ ჩოგბურთს თამაშობს, შესანიშნავად აწვდის და მიღებაზეც ძალიან კარგია. ასეთ საფარზე პირველი დარტყმა ძალიან მნიშვნელოვანია, ბერდიხი კი მას კარგად ასრულებს.

თავის მხრივ, მე საკუთარ მოწოდებებზე ბევრ შეცდომას ვუშვებდი. მან ამით კარგად ისარგებლა. მეორე პარტიაში საკუთარი რითმი ვიპოვნე და გაცილებით კარგად ვითამაშე.

- რეიტინგის მეორე ნომერი გახდით და გაქვთ შანსი დაიბრუნოთ ლიდერობა როლან გაროსის ან უიმბლდონის შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პირველ ადგილზე დაბრუნება და პიტ სამპრასის რეკორდის დამხობა?

- შესანიშნავი იქნებოდა. ყოველთვის ვცდილობ ნომერ პირველი ვიყო, მაგრამ არასოდეს ვისწრაფოდი იმისკენ, რომ ვინმეს რეკორდი გამეუმჯობესებინა. ვიცოდი რეკორდის შესახებ, მაგრამ ჩემსთვის მაინც და მაინც მნიშვნელოვანი არ იყო, როდის შევძლებდი მის გაუმჯობესებას ან საერთოდ, შევძლებდი თუ არა ამას.

რამდენიმე წლის წინ მართლაც ყველანაირად ვეცდებოდი მის გაუმჯობესებას, ახლა კი მომავალს შორსმიმავალი პერსპექტივით ვუყურებ. თუ ამ მომენტში საკმარისად კარგი არ ვარ ამისთვის, მაშინ ასეთი რამ არ მოხდება. ეს გადასარევია. ბოლოს და ბოლოს, პიტი ჩემი კერპია, ასე რომ, მე არ მჭირდება მისი რეკორდების გაუმჯობესება. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მის შედეგებს მივუახლოვდი.

წინ შესანიშნავი ცხოვრება მელის. უკვე ბევრი ტურნირი მოვიგე და ახლაც კარგ თამაშს ვაჩვენებ, ასე რომ მჯერა, კიდევ შევძლებ "დიდი სლემის" ტურნირის მოგებას.

ამ როლან გაროსის მოგება რთული იქნება, რადგან ამის გაკეთების ყველაზე დიდი შანსი ნოვაკს აქვს, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალედ თამაშობს, ან რაფას - ის ხომ ნამდვილი ჩემპიონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საინტერესო ტურნირი. თან მე დღეს კარგ ფორმაში ვარ. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერს უნდა იყოს პირველი და არა მეორე ნომერი.

- ნადალს გაუთანაბრდით მასტერსებზე გამარჯვებების რაოდენობით - ორივეს 20-20 ტურნირი გაქვთ მოგებული. თქვენთვის მნიშვნელოვანია პირველი იყოთ ამ რბოლაში თუ უბრალოდ გამარჯვებების რიცხვი გაინტერესებთ?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია რიცხვი. ეს რეკორდი მუდმივი არ ყოფილა. საერთოდ გასაოცარია, როგორ შეძლო რაფამ ამდენი ტურნირის მოგება ასეთ მოკლე პერიოდში. როგორც ჩანს, მონაკოში ზედიზედ რვა ტრიუმფი დაეხმარა.

სასიამოვნოა გამარჯვების მოპოვება. ბოლო ოთხი მასტერსიდან სამი მოვიგე, ამას ემატება წლის შემაჯამებელ ტურნირზე ტრიუმფი. ეს შესანიშნავი სერიაა. ამ ეტაპზე რაფას რეკორდზე არ ვფიქრობ.

- რას გრძნობთ, როცა თქვენი ქალიშვილები უყურებენ ფინალს, რომელსაც იგებთ?

- ეს პირველად არ მომხდარა. ისინი ესწრებოდნენ ინდიან უელსის ფინალს, თუმცა მაშინ მათი ძილის დრო იყო. ამჯერად ფინალი იდეალურ დროს იმართებოდა. მათ ნახევარფინალზე მოსვლაც უნდოდათ, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

მე ერთადერთი მამაკაცი ვარ ჩვენს ოჯახში. ეს ერთ-ერთი უდიადესი რამაა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩემი მიღწევების წყალობით მოგზაურობენ ისინი მთელს მსოფლიოში და აკვირდებიან ყველაფერს. ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემთან არიან და შემიძლია მათთან ერთად გავიზიარო ჩემი სიხარული.

- როგორ მოგეწონათ უილ სმიტის საჩუქარი?

- მან მითხრა, რომ საკმარისად "მაგარი ბიჭი" ვარ იმისთვის, რომ აგენტი გავხდე ფილმში "ადამიანები შავებში". მესამე კორტზე ვიყავით, სადაც ახლა დამონტაჟებულია 3D ეკრანი ამ ფილმის მესამე ნაწილის საჩვენებლად.

კარგად გავატარეთ დრო, ბურთები ვისროლეთ ტრიბუნებზე. დაჯილდოვების ცერემონიაზე უილმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ, ჩოგბურთელები დავესწრებოდით ფილმის პრემიერას.

რაც შეეხება ფილმს, ჯერ არ მინახავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ღირს მისი ხილვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა