რომან ფიფია გუნდის სათავეში გერმანელი სპეციალისტისა და ალექსანდრე იაშვილის ტანდემზე ფიქრობს
თბილისის "დინამო" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ უკვე საჯაროდ განაცხადა, მალე გუნდს გერმანელი სპეციალისტი ჩაიბარებსო, მაგრამ მისი ვინაობა არ გაამხილა.

ცხადია, ყველას გვაინტერესებს, ვინ არის ეს "ჰერ იქსი". გვითხრეს, რომ ფიფიას საინტერესო აზრით მიმართეს - ჩამოვიყვანოთ ფოლკერ ფინკე, ალექსანდრე იაშვილს კი მისი ასისტენტობა და მოთამაშე-მწვრთნელობა შევთავაზოთო.

"ამ ყველაფერზე პასუხს უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ჯერ არ გვსურს ამ საკითხზე ლაპარაკი", - გვითხრა თბილისის "დინამოს" პიარ-მენეჯერმა ლაშა დვალიშვილმა.

ფინკეს ჩამოყვანა ურიგო იდეას არ ჰგავს. "ფრაიბურგში" მუშაობის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობით ექვს ქართველ ფეხბურთელს უვარჯიშია (იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე, დავით თარგამაძე), ჩვენს ხასიათსა და მენტალიტეტს ჩინებულად იცნობს და არ გაუჩნდება ის ბარიერი, რის გამოც საქართველოში უცხოელის ჩამოყვანაზე ბევრი კლუბი აღარ ფიქრობს - მთელი სეზონი მენტალიტეტის შესწავლაზე არ გაუცდება.

საინტერესო ჩანს ფინკეს თანაშემწედ იაშვილის მოწვევის იდეაც. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის კლუბი "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგიდანაც გავარდა. იაშვილს ფინკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მის მოთხოვნებს ჩინებულად იცნობს.

გასათვალისწინებელია ფინკეს ასაკიც - ცნობილი გერმანელი სპეციალისტი 64 წლისაა და იაშვილი მის ხელში მწვრთნელად გაიზრდება, ერთ ან ორ წელიწადში კი თავად გახდება მთავარი მწვრთნელი. გარდა ამისა, "იაშკა" უკვე 34 წლისაა (23 ოქტომბერს 35-ის შესრულდება). ცხადია, კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს და ვარაუდობენ, რომ ეს წინადადება მოეწონება.

თუმცა იაშვილს "კარლსრუესთან" კონტრაქტში უწერია, რომ კლუბი კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაასაქმებს. ანუ მას ისედაც თამამად შეუძლია ჰქონდეს მომავლის იმედი. თანაც, გერმანიაში მუშაობა ხომ საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივაა.

აღდგომა და ხვალეო - ვინ ჩაიბარებს "დინამოს", ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაცხადდება. სპორტული დირექტორი კი ბუბა ტყავაძე იქნება - რუსთავის "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ამჟამინდელ კლუბს ბოლო ტურის შემდეგ დაემშვიდობება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro
ამ ადამიანს ვურჩევდი საქართველოში არ ჩამოვიდეს და კერძოდ დინამოში,ფიფიას კაცი ვერ ენდობა და გულიც გაუსკდება ამ კაცს აქ!
WARNING!
იკა... ფიფიამ მკაცრად თქვა რომ ბევრი წავაო და იმედია კოშკაძე და ხმალაძე იგულისხმა!
ika
kargit ra fexburtelebi isev isini arian ra mnishvneloba aqvs mwvrtnelis yovel kvirashi cvlas fexburtelebi gamocvalet
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა