ჩვენი შვიდკაცა ბორჯღალოსნები წლეულს ევროპის გრანპრის სერიის სამ ეტაპზე იასპარეზებენ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი შვიდკაცა ბორჯღალოსნები წლეულს ევროპის გრანპრის სერიის სამ ეტაპზე იასპარეზებენ. პირველი შეჯიბრება 2-3 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლიონშია დაგეგმილი.

მანამდე კი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ორ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, იტალიის დედაქალაქ რომსა და ესპანეთის საკურორტო ქალაქ ბენიდორმში.

ნაკრების მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე 12 მორაგბე იახლეს. ამათგან, სანდრო ნიჟარაძის გარდა, რომელიც ინგლისურ "გლოსტერში" ირიცხება, ყველა საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს.

რომში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან კენიის, საფრანგეთის, არგენტინის, იტალიისა და უკრაინის ნაკრებები; ასევე, ჟენევის "ბარბაროსები", კრასნოდარის "ყუბანი", "რომა", "კლანდესტიონსი" (არგენტინა), ვილი დელ ფუოკო (იტალია) და კუნძულელთა სამოყვარულო ნაკრები.

შეგახსენებთ, რომ ლიონის შვიდკაცა ტურნირის შემდეგ მომდევნო ეტაპებს მოსკოვი და დანიური ოდენსე უმასპინძლებენ. ლიონში "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ინგლისის, ესპანეთის, შოტლანდიის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებებს გაუწევს.

A ჯგუფში კი პორტუგალიის, რუსეთის, საფრანგეთის, იტალიის, უელსისა და გერმანიის ნაკრებები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები: დიმიტრი კალანდაძე, შალვა მახარაშვილი, იოსებ ცისკარიშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი კალმახელიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე.

მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე.

"ლიონამდე რომი და ბენიდორმი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა