ვისენტე დელ ბოსკემ შემადგენლობაში 6 დებიუტანტს უხმო
16 მაისს გაგაცანით ესპანეთის ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა ორი ამხანაგური მატჩისთვის სერბეთისა და კორეის ნაკრებებთან.

ვისენტე დელ ბოსკემ შემადგენლობაში 6 დებიუტანტს უხმო: მეკარე დავიდ დე ხეას (მანჩესტერ იუნაიტედი), ოთხ ნახევარმცველს: ბენიატს (ბეტისი), ისკოს (მალაგა), ხუანფრანსა (ატლეტიკო) და ხავი გარსიას (ბენფიკა); აგრეთვე, ფორვარდ ადრიან ლოპესს (ატლეტიკო). დებიუტანტთა გარდა, ნაკრებში ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც ევრო 2012-ის საგზური სულაც არა აქვთ განაღდებული. ამისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ მოუწევთ: რაულ ალბიოლს (რეალი), ნაჩო მონრეალს (მალაგა), ალვარო დომინგესს (ატლეტიკო), ბრუნო სორიანოს (ვილიარეალი) და ალვარო ნეგრედოს (სევილია).

დელ ბოსკე საბოლოო სიას 27 მაისს გამოაქვეყნებს, რომელშიც პოლონეთ-უკრაინაში წამსვლელი 23 კაცი უნდა მოხვდეს. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობას აუცილებლად დაემატებიან "ბარსელონას", "ბილბაოს" და "ჩელსის" ვარსკვლავები, მაგრამ თუნდაც ეს ექსპერიმენტი კარგად აჩვენებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთა ბანაკში დიდი პრობლემაა.

ვინ იქნება და ვინ არა

ვინ შეემატება ნაკრებს "ბარსელონას" ბრიგადიდან? - ვიქტორ ვალდესი, რომელსაც კარგი სეზონი ჰქონდა და ლა ლიგის საუკეთესო მეკარის პრიზიც მოიგო; ჟერარდ პიკე, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ მცველს არასტაბილური სეზონი ჰქონდა; ნახევარმცველთა კვარტეტი (სესკ ფაბრეგასი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი) ხელშეუხებელია, ისინი, რა თქმა უნდა, მოხვდებიან საბოლოო სიაში.

კარლეს პუიოლის თამაში ევროპის ჩემპიონატზე გამორიცხულია და ეს არის სწორედ დელ ბოსკეს ერთ-ერთი თავსატეხიც. მეორე თავსატეხიც კატალონიური კლუბიდანაა - დავიდ ვილიას თითქმის მთელი სეზონი იაპონიაში მოტეხილი ფეხის გამო.

ის შესაძლოა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ მოასწრებს კი ფორმაში შესვლას? და თუ ვერ მოასწრო, წაიყვანს თუ არა მაინც მწვრთნელი ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს ჩემპიონატზე? ეს კითხვები ჯერაც პასუხგაუცემელია და მგონი, არც თავად დელ ბოსკეს აქვს პასუხი... საჭოჭმანოა პედროს საკითხიც - ახალგაზრდა ფორვარდი, უბრალოდ, ცუდ ფორმაშია. ასეთი (და უფრო მაღალი კლასის) ფორვარდი დელ ბოსკეს ისედაც ჰყავს (ფერნანდო ტორესი).

"ბარსელონას" დანარჩენ ფეხბურთელთაგან ისააკ კვენკას, კრისტიან ტელიოს და ტიაგო ალკანტარას თითქმის არა აქვთ შანსი ევროზე თამაშის. ახალგაზრდა ფეხბურთელებში მათზე მეტი შანსი მარტინ მონტოიას აქვს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი დელ ბოსკე სერხიო რამოსს დაცვის ცენტრში დააყენებს.

ვინ შეიძლება დაემატოს ნაკრებს "ბილბაოდან"? - ფერნანდო ლორენტე და ხავი მარტინესი ნამდვილად. შანსი მარჯვენაფლანგელ ანდონი ირაოლასაც აქვს.

19 წლის იკერ მუნიაინმა ამ სეზონში ისე ითამაშა, რომ, სავარაუდოდ, პოლონეთ-უკრაინაში უნდა მოხვდეს.

"ჩელსიში" ესპანეთის ნაკრების ორი ფეხბურთელია: ხუან მატას 23-კაციან სიაში მოხვედრა თითქმის გარანტირებული აქვს. გაიზარდა ტორესის შანსიც. ჯერ ერთი, "ელ ნინიომ" შესამჩნევად მოუმატა და გოლების გატანა დაიწყო; მეორეც, ვილიას ტრავმის გამო ფერნანდო ნაკრებისთვის შეუცვლელი ხდება.

ნეგრედო, ლოპესი და სოლდადო შეტევის ხაზში 2 ადგილისთვის იბრძოლებენ. "ვალენსიას" ფორვარდს უპირატესობა აქვს დანარჩენ ორთან შედარებით. რაულის რომანტიკულ დაბრუნებაზე ესპანეთის ნაკრების ფანებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ... 27 მაისამდე.

დელ ბოსკეს დილემა

მოკლედ, დელ ბოსკეს პრობლემების კასკადი აქვს: მას მიჰყავს ფორვადი, რომელსაც საარაკოდ დიდხანს არ ჰქონდა კლუბში გოლი გატანილი; მცველი, რომელმაც საშინლად ჩააგდო სეზონი, მაგრამ მაინც შეუცვლელია ნაკრებისთვის; ეძებს ახალ სისხლს დაცვასა და შეტევაში (რაღა დროს ეგაა, ჩემპიონატი კარსაა მომდგარი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთან ერთად ჯგუფში იტალიელები, ირლანდიელები და ხორვატები არიან.

ეს ისევ ესპანეთის ნაკრებია, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად აღარ არის ის გუნდი, რომელმაც 2010 წლის მუნდიალიდან დაგვამახსოვრა თავი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა