15 მაისს გარი კეჰილმა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით
სამშაბათს გარი კეჰილმა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით.

მას ჯანმრთელობის პრობლემა არ შექმნია, რამაც მშვენიერ ხასიათზე მოიყვანა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შაბათს "ბაიერნთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეყოფათ თუ არა მასა და დავიდ ლუისს 4 დღე ფორმის აღსადგენად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მინდორზე მათი გამოჩენა ლონდონელთა გულშემატკივრებს ნამდვილად მეტ იმედს მისცემს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მალე მოვმჯობინდი. დღეს მთელი დღე ბევრი ვიმუშავეთ. იმედია, რომ მზად ვიქნები და შემადგენლობაშიც მოვხვდები. ეს ჩემთვის ბიჭებთან ერთად პირველი ვარჯიში იყო დიდი შესვენების შემდეგ. ასე რომ, ძალიან მესიამოვნა ბურთის გაგორება.

უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი მუშაობა მომიწევს, ვიდრე ჩვეულებრივ, რათა თამაშს დავუბრუნდე. მე კი ამისთვის მზად ვარ. არ მინდა, თვალი მეცეს, მაგრამ ვარჯიშზე დისკომფორტი არ მიგრძვნია.

პირიქით, თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ვფიქრობ, შაბათის თამაში მარტო ჩემთვის კი არა, ძალიან ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის იქცევა კარიერის უმთავრეს დაპირისპირებად. არანაირი ილუზია არ გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რამდენად საპასუხისმგებლო თამაშია.

კარგ საღამოს ველით და იმედია, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართება. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი როცა მესმის, მგონია ხოლმე, რომ ეროვნულ ჰიმნს ვუსმენ და ინგლისის სახელით ვთამაშობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, იმის გაგონებაზე, როგორ გვამხნევებენ ფანები თამაშამდე. ფინალისთვის არ მგონია, რამე დამატებითი მოტივაცია დაგვჭირდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა