ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანამ ჩეზარე პრანდელი იტყოდეს

სანამ ჩეზარე პრანდელი იტყოდეს

გავშალოთ თემა და თითოეულ რგოლზე დეტალურად ვისაუბროთ
ჩეზარე პრანდელიმ იმ 32 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებისგანაც შემდეგ 23-ს აარჩევს და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. ამის შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში მოკლედ გამცნეთ. დღეს კი გავშალოთ თემა და თითოეულ რგოლზე დეტალურად ვისაუბროთ - მით უმეტეს, პრანდელის სიამ იტალიაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია და დღე არ გავა, რომ ამ თემაზე ვრცელი ანალიტიკური წერილები არ გამოქვეყნდეს. კიდევ ერთხელ გადავხედოთ გაფართოებულ შემადგენლობას და შემდეგ განვავრცოთ თემა...

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დე სანკტისი (ნაპოლი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ვივიანო (პალერმო).

მცველები: აბატე (მილანი), ასტორი (კალიარი), ბალცარეტი (პალერმო), ბარცალი, ბონუჩი, კიელინი (ყველა იუვენტუსი), ბოკეტი (რუბინი, რუსეთი), კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), მაჯო (ნაპოლი), ოგბონა (ტორინო), რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: ჩიგარინი, სკელოტო (ორივე ატალანტა), დე როსი (რომა), დიამანტი (ბოლონია), ჯაკერინი, მარკიზიო, პირლო (ყველა იუვენტუსი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მონტოლივო (ფიორენტინა), ნოჩერინო (მილანი), ვერატი (პესკარა).

თავდამსხმელები: ბალოტელი (მან. სიტი, ინგლისი), ბორინი (რომა), კასანო (მილანი), დესტრო (სიენა), დი ნატალე (უდინეზე), ჯოვინკო (პარმა).

შესავალი

კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ 32 ფეხბურთელიდან ჩეზარე პრანდელიმ 23 უნდა დატოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 მოთამაშე ოფსაიდში რჩება. სანამ იმაზე ვიტყოდეთ, თუ ვის უფრო მეტი შანსი აქვს ევროფორუმზე გამგზავრების, იმის შესახებ ვთქვათ, თუ რომელ რგოლში რამდენი ფეხბურთელი მოიაზრება.

მეკარე რომ 3 იქნება, ეს გასაგებია და ამ თემაზე დიდხანს აღარ შევჩერდებით. დაცვაში პრანდელიმ, წესით, 8 მოთამაშე უნდა დატოვოს, ანუ თითო პოზიციაზე 2 კანდიდატი; რაც შეეხება ნახევარდაცვასა და თავდასხმას, აქ აზრები ორად იყოფა - მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" 7 შუახაზელსა და 5 ფორვარდს ვარაუდობს, "კორიერე დელო სპორტი" კი 8 ნახევარმცველსა და 4 თავდამსხმელს ანიჭებს უპირატესობას.

არის მესამე ვარიანტიც: ერთი მოთამაშე დაცვას მოაკლდეს და შესაბამისად, თავდასხმას დაემატოს - ამ შემთხვევაში, წინა ხაზში შესაძლოა 6 ფეხბურთელიც კი ვიხილოთ.

თუმცა ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკანასკნელ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ - 5 თავდამსხმელზე მეტი განაცხადში, პრაქტიკულად, აღარ შეჰყავთ. მაგალითად, გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, იოაჰიმ ლიოვმა გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ 3 ნომინალური ფორვარდი შეიყვანა, რაც ზემოთ თქმულზე ნათლად მეტყველებს.

ქვემოთ "სკუადრა აძურას" გაფართოებული შემადგენლობის დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ და სავარაუდო 23-კაციან განაცხადსაც შევადგენთ...

დაცვა

თავდაპირველად ის მცველები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება სურდათ და 32-კაციან განაცხადში მათი ადგილი არ მოიძებნა. ასეთთა შორის არის მატია კასანი, რომელმაც ბოლო პერიოდში აშკარად მოუკლო და შედეგიც შესაბამისი მოიმკა.

იგივე შეიძლება ითქვას ალესანდრო გამბერინიზე, რომელსაც ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ რჩეულთა შორის მოხვდებოდა. გაფართოებული სიის გაცხადებამდე ნეაპოლელმა პაოლო კანავარომაც გამოთქვა განაცხადში მოხვედრის სურვილი, მაგრამ ისიც ოფსაიდში დარჩა.

პრანდელიმ 11 მცველი შეარჩია, რომელთაგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, რვას დატოვებს. ანუ თითო პოზიციაზე ორი კანდიდატი ეყოლება; მარჯვენა ფრთაზე ძირითადის მოთამაშედ კრისტიან მაჯო მოიაზრება, თუმცა ინაციო აბატეს სახით, საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

დაცვის ცენტრში აქცენტი, ალბათ, ჯორჯო კიელინისა და ანდრეა ბარცალიზე გაკეთდება. მათ შემდეგ კი ლეონარდო ბონუჩი, დავიდე ასტორი, ანდრეა რანოკია და სალვატორე ბოკეტი მოდიან. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, იქ დომენიკო კრიშიტო, ფედერიკო ბალცარეტი და ანჯელო ოგბონა მოიაზრებიან.

მარჯვენა ფრთაზე ყველაფერი გასაგებია და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მარცხნივ ერთი მოთამაშეა ზედმეტი, ცენტრში კი ერთბაშად ორი.

მარცხენა ფრთით დავიწყოთ და აღვნიშნოთ, რომ დომენიკო კრიშიტოს ჩეზარე პრანდელი ძალიან ენდობა და, სავარაუდოდ, რუსეთიდან ტყუილად არ ჩაიყვანს "კოვერჩიანოზე" - ანუ არჩევანი ოგბონასა და ბალცარეტის შორის უნდა გაკეთდეს და აქ ჟურნალისტებმა უპირატესობა სიცილიელს მიანიჭეს - ჯერ ერთი, ფედერიკო უფრო გამოცდილია, შესარჩევი ეტაპის თითქმის ყველა პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და ამასთან, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

რაც შეეხება ოგბონას, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თანაც, სერია B-სა და ევროპის ჩემპიონატს შორის კოლოსალურად დიდი სხვაობაა. მოკლედ, ოგბონა ოფსაიდში უნდა დავტოვოთ.

რაც შეეხება დაცვის ცენტრს, აქ ბარცალი და კიელინი კონკურენციის გარეშე არიან. აი, დარჩენილი ორი მოთამაშე კი ამ ოთხი კანდიდატიდან უნდა შეირჩეს: რანოკია, ასტორი, ბონუჩი, ბოკეტი.

იტალიელ ჟურნალისტთა აბსოლუტური უმეტესობა თანხმდება, რომ ლეონარდო ბონუჩი ევროპის ჩემპიონატზე, მინიმუმ, სათადარიგო მოთამაშის ამპლუაში გაემგზავრება და არ გვაქვს საფუძველი, რომ მათ არ დავუჯეროთ.

ყველაზე ნაკლები შანსი მაინც სალვატორე ბოკეტის აქვს და, სავარაუდოდ, 23 ფეხბურთელს მიღმა დარჩება; ანუ არჩევანი ანდრეა რანოკიასა და დავიდე ასტორის შორის უნდა გავაკეთოთ - უპირატესობა დავიდეს ენიჭება, რადგან ანდრეასგან განსხვავებით, მთელი სეზონის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოკლებია და მთლიანობაში, ძალიან დამაჯერებლად გაისარჯა.

მაშ ასე, 8 მცველი, რომლებსაც პრანდელი, სავარაუდოდ, უკრაინა-პოლონეთში იახლებს:

კრისტიან მაჯო, ინაციო აბატე, ანდრეა ბარცალი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, დავიდე ასტორი, დომენიკო კრიშიტო, ფედერიკო ბალცარეტი.

ნახევარდაცვა

როდესაც პრანდელის რჩეულ შუახაზელებს გადახედავთ, პირველი ის მოგხვდებათ თვალში, რომ გამოკვეთილი ფლანგის ნახევარმცველი განაცხადში არ არის. ასეთი შეიძლებოდა სიმონე პეპე ყოფილიყო, მაგრამ ბევრის გასაკვირად, სენიორ ჩეზარემ "იუვენტინოზე" უარი განაცხადა.

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პრანდელი 3-5-2 ტაქტიკაზე გააკეთებს აქცენტს, ანუ დაცვაში კიელინი-ბონუჩი-ბარცალის გაამწესებს, ფრთებზე კი, ვთქვათ, მაჯოსა და ბალცარეტის, რომლებიც ფლანგების მთლიანად გაკონტროლებას შეეცდებიან? - ეს მოსაზრება ლოგიკასთან ახლოსაა და დიდია შანსი, გამართლდეს კიდეც.

ნებისმიერ შემთხვევაში, 11 ნახევარმცველი კარგა გვარიანად უნდა გაიცხრილოს და ჩვენი ვარაუდით, თამაშგარეში 4 მოთამაშე დარჩება.

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და დანიელე დე როსი ევროფორუმზე აუცილებლად გაემგზავრებიან.

თუ ბოლო თამაშების სტატისტიკას გადავხედავთ და ცოტა ლოგიკას მივყვებით, იმაშიც დავრწმუნდებით, რომ უკრაინა-პოლონეთის საგზური, პრაქტიკულად, დაჯავშნული აქვთ ტიაგო მოტას, ანტონიო ნოჩერინოს და რიკარდო მონტოლივოს, რომელსაც პრანდელი "ფიორენტინადან" მოყოლებული თვალდახუჭული ენდობა. და რა გამოვიდა? - დაგვრჩა ერთი ადგილი, რომელსაც ერთბაშად ხუთი მოთამაშე უმიზნებს: ჩიგარინი, სკელოტო, ჯაკერინი, დიამანტი და ვერატი - აი, აქ კი არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ჟურნალისტთა ვარაუდი ახლოს არის სიმართლესთან - და მაინც, ემანუელე ჯაკერინი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც გვგონია, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა პრანდელის განაცხადში და მას უკრაინა-პოლონეთში თავისი როლი ექნება; ემანუელე ტექნიკურია, ბურთს კარგად იჭერს, შეტევაც ეხერხება და ჩაშლაც. ეს ყველაფერი კი პრანდელის ევროპირველობაზე, წესით, უნდა დასჭირდეს.

მაშ ასე, 7 რჩეული ნახევარმცველი:

ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, დანიელე დე როსი, ტიაგო მოტა, ანტონიო ნოჩერინო, რიკარდო მონტოლივო, ემანუელე ჯაკერინი.

თავდასხმა

თავდასხმის ხაზმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - პრანდელიმ იმ ფორვარდებზე თქვა უარი, რომლებმაც შესარჩევი ეტაპის გადალახვაში ლომის წილი დაიდეს, მაგრამ დღეს ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც მათი გვარები: პაბლო დანიელ ოსვალდო, ალესანდრო მატრი, ჯამპაოლო პაცინი, ფაბიო კვალიარელა და თუნდაც მარკო ბორიელო, რომელიც უფრო იშვიათად, მაგრამ აქა-იქ მაინც ხვდებოდა "აძურას" შემადგენლობაში.

სამაგიეროდ, სიაშია ანტონიო დი ნატალე, რომელსაც პრანდელი აქამდე ცოცხალი თავით არ იწვევდა და ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ გაახსენდა, რომ ბოლო სამ სეზონში ტოტოს თითქმის 100 გოლი აქვს გატანილი. გასაგებია, რომ ასეთი ნაბიჯი სენიორ ჩეზარეს კარგი ცხოვრებით არ გადაუდგამს და ამის მიზეზი იმ ფეხბურთელთა ცუდი სათამაშო კონდიციაა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დი ნატალე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ეს თვით პრანდელიმ განაცხადა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. ჩეზარემ ისიც დაადასტურა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უკრაინა-პოლონეთში ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელისაც წაიყვანს.

ჩვენი ვარაუდით, თავდასხმაში 5 მოთამაშე უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 3 ფორვარდიდან ორი უნდა შეირჩეს... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შვებულებაში გასაშვები ფორვარდი მატია დესტრო გვგონია, რომელიც ძალიან ნიჭიერია, პერსპექტიული, მაგრამ ბევრის აზრით, მისი ასეთი მასშტაბის ფორუმზე გამგზავრება ჯერ მაინც ადრეა.

ანუ უკრაინა-პოლონეთში სებასტიან ჯოვინკო და ფაბიო ბორინი გაემგზავრებიან. მართალია, ასაკი ბორინისაც ახალგაზრდული აქვს, მაგრამ დესტროსგან განსხვავებით, უკვე ითამაშა ეროვნულ გუნდში და თანაც, პრანდელისგან არაერთგზის დაიმსახურა ქება.

ესეც თავდასხმის ხუთეული:

ანტონიო დი ნატალე, ანტონიო კასანო, მარიო ბალოტელი, ფაბიო ბორინი, სებასტიან ჯოვინკო.

დასკვნა

მეკარეებზე არაფერი გვითქვამს, თუმცა სათქმელი ბევრი არაფერია - ჯანლუიჯი ბუფონი რომ პირველი კიპერია, ეს ფაქტია და ამას წყალი არ გაუვა.

მეორე მეკარე მორგან დე სანკტისია და ესეც დიდი ხანია, ცნობილია. აი, მესამეს ვინაობა კი ვეჭვობთ, არავის აინტერესებს. დანარჩენზე ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია - პრანდელიმ 32 ფეხბურთელი ტყუილად არ იხმო და ბუნებრივია, რომ ბევრი რამე საწვრთნელ პროცესზე იქნება დამოკიდებული.

როგორც თავად ჩეზარემ განაცხადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფეხბურთელთა შერჩევისას ფიზიკური კონდიცია იქნება. აი, ამ მხრივ კი ნამდვილად არ ვიცით, რა ვითარებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩეზარეს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• weezy

მოიგებს მე მჯერა ევროპა იტალიისაა

• irakli

ერთ შესწორებას შევიტანდი, მონტოლივო უკვე "მილანის" ფეხბურთელია......

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა