ბრაზილია და ჰოლანდია ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ. იმ შეხვედრის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა...

2 ივლისი. პორტ ელიზაბეტი. ნელსონ მანდელა. 18:00

ჰოლანდია - ბრაზილია

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - რობენ, სნეიდერი, კუიტი - ვან პერსი.

ბრაზილია (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი - დანი ალვეში, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო - კაკა - რობინიო, ლუიშ ფაბიანო.

არბიტრი: იუნიჩი ნიშიმურა (იაპონია)

ბრაზილია და ჰოლანდია ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ. იმ შეხვედრის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა და სწორედ საფეხბურთო ლატარეაში გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდა "სელესაო" მუნდიალის ფინალში. მაშინ ჰოლანდიის ნაკრებში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ: პატრიკ კლუივერტი, ფრანკ და რონალდ დე ბურები, დენის ბერგკამპი და კიდევ არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე. ფეხბურთელები არც დღეს ჰყავთ ჰოლანდიელებს ურიგო, მაგრამ მაშინ გუნდების ძალთა ბალანსი თითქოს უფრო თანაბარი იყო. კაცმა არ იცის, შესაძლოა დღევანდელ პაექრობაში სწორედ "ნარინჯისფრებმა" იმარჯვონ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფავორიტად მაინც ბრაზილიაა მიჩნეული.

კარლოს დუნგა სავარაუდოდ 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ლუიშ ფაბიანოსთან ერთად. რობინიოს გაამწესებს.

ამას წყალი არ გაუვა, რადგან პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, "სელესაოს" თავკაცი სწორედ ამ ორ ფორვარდს ენდობა. რობინიო ხშირად შედის სიღრმეში და უკნიდან ცდილობს თამაშის გამწვავებას, არც ფლანგზე გადასვლას ერიდება და ალბათ, ასევე იასპარეზებს ჰოლანდიასთან პაექრობაში. ფორვარდთა უკან რიკარდო კაკა გაირჯება, რომელიც შეეცდება რობინიო და ლუიშ ფაბიანო გადაცემებით მოამარაგოს. დუნგა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მთავარი კოზირი ორგანიზებული თამაშია და არა ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა:

"თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც ჩილესთან, წარმატება ნამდვილად ჩვენ დაგვჩება. ვგრძნობ, რომ გუნდი შეხვედრიდან შეხვედრამდე უმატებს, რაც მაძლევს კიდეც ოპტიმიზმის საბაბს. ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული ვარ და მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, არავითარი სიურპრიზი არ გელოდებათ. თუმცა, ჩვენთან სარეზერვო ფეხბურთელები არ არსებობენ და თითოეული ჩემი შეგირდი გუნდისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა".

ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს ბერტ ვან მარვიიკი და გუნდს 4-2-3-1 ტაქტიკით განალაგებს. ჟურნალისტთა ვარაუდით, სიურპრიზებს არც ჰოლანდიელთა თავკაცი შემოგვთავაზებს და იმ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს, რომლებსაც წინა შეხვედრებში ენდობოდა. ანუ, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი რობინ ვან პერსი იქნება, მის უკან კი ერთბაშად სამი ფეხბურთელი გაირჯება: დირკ კუიტი, ვესლი სნეიდერი და არიენ რობენი. ჰოლანდიის ნაკრები მიმდინარე ჩემპიონატზე ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს და ყველა ლოგიკით, ბრაზილიასთან უკნიდან უნდა იასპარეზოს. სავარაუდოდ, ვან მარვიიკი გუნდს საკუთარ ნახევარზე განალაგებს და კონტრშეტევებზე ათამაშებს. იმას არ ვამბობთ, რომ ჰოლანდია მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდება, მაგრამ პრიორიტეტი რომ საკუთარი კარის უსაფრთხოებას მიენიჭება, ცხადზე ცხადია.

ყურადღების ცენტრშია არიენ რობენი, რომელიც მიიჩნევს, რომ შანსები აბსოლუტურად თანაბარია. "ბაიერნის" გარემარბის თქმით, ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელსაც უფრო მტკიცე ნერვები აღმოაჩნდება, ამ მხრივ კი ჰოლანდიელებს არავითარი პრობლემა არ გვაქვსო. ექსპერტების აზრით, თამაში უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე სანახაობრივი. ორივე გუნდისთვის ეს იქნება პირველი სერიოზული გამოცდა და თუ ვისთვის აღმოჩნდება უკანასკნელი, ამას დრო გვიჩვენებს.

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა