24 მაისს თემურ ქეცბაიას გუნდი ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან გამართავს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაიწყო.

გუნდი ავსტრიის დაბა ფლახაუში არასრული შემადგენლობით იმყოფება. პირველ 45-წუთიან ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მხოლოდ 15 ფეხბურთელი იყო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა ძალამიძე, ჯაბა ლიპარტია, ლადო დვალიშვილი და ნიკა გელაშვილი.

ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში კიდევ ხუთი ფეხბურთელი 17 მაისს შეუერთდება - ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია, ოთარ მარცვალაძე და გიორგი ფოფხაძე.

გურამ კაშია და ლევან მჭედლიძე კი გუნდის საწვრთნელ პროცესში, სავარაუდოდ, 21 მაისიდან ჩაებმებიან. თემურ ქეცბაიას გუნდი 22 მაისის ჩათვლით ორჯერად ვარჯიშს ფლახაუში გამართავს, 23-ში ზალცბურგის "რედბულ არენაზე" ივარჯიშებს, მეორე დღეს კი თურქეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ნაკრებმა პირველი ვარჯიში წვიმისა და თოვლის ფონზე ჩაატარა. ზამთრის კურორტ ფლახაუში დღის მანძილზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 5 გრადუსი იყო.

თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატება - ქუთაისის "ტორპედოს" გოლკიპერი ომარ მიგინეიშვილი ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ფლახაუ, ავსტრია

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა