ფოთის "კოლხეთის" კაპიტანი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე ფოთის "კოლხეთის" კაპიტანი ლაშა გვალია არის. შესაძლოა, ამ ფეხბურთელს გულშემატკივარი კარგად არ იცნობს, ახალგაზრდულ ნაკრებშიც მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მაგრამ ვისაც ფეხბურთელის შერჩევის უნარი გააჩნია, მის შესაძლებლობებს კარგად აფასებს.

გვალია პლეიმეიკერია და კლუბებს თავი თამაშის აზრიანი გაძღოლით დაამახსოვრა. გარდა ამისა, ისიც ბევრს ნიშნავს, რომ 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პიროვნული თვისებების გამო ფოთის "კოლხეთის" კაპიტნად აირჩიეს.

ამდენად, ლაშა უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც გუნდი სამკლავურით გაჰყავს. რაც მთავარია, 4 წელია, ლაშა "კოლხეთის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" მის ტრანსფერს 100 ათას ევროდ აფასებს.

ბოლო ინფორმაციით, გვალიას გადასაბირებლად დიდი ამბები დატრიალდა. მას ერთდროულად იწვევდნენ თბილისის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი" და გორის "დილა". თბილისელები ნებისმიერი სასურველი პირობის შესრულებაზე თანახმა იყვნენ, "მეტალურგი" კი მის დათანხმებას შარშანაც ცდილობდა, მაგრამ ფოთელებმა ფეხბურთელის ფასი თავადაც კარგად იცოდნენ, მხოლოდ საკომპენსაციოს არ დათანხმდნენ და საბოლოოდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.

გორის "დილას" მესვეურებმა ფეხბურთელს თვალი ზამთარში დაადგეს. გვალიათი მამუკა ჯუღელი დაინტერესდა, მოლაპარაკება დაიწყო და სიტყვიერი შეთანხმებაც დაიდო, რომ "კოლხეთის" კაპიტანი ზაფხულში გორის კლუბში გადავიდოდა.

როგორც ჩანს, ასეც მოხდება. გვალიას ტრანსფერი "დინამოსთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში გადასვლის სურვილი ფეხბურთელსაც ჰქონდა, მაგრამ თბილისელებმა დაიგვიანეს: გვალიამ მათი ინტერესი გვიან შეიტყო და "დილასთან" დადებული პირობა ვეღარ დაარღვია. არადა, ამტკიცებენ, რომ საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ გორელებმა "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველთან, გიორგი ონიანთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმეს.

"გვალიას დილა გორში გაუთენდება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nikusha da sandro
ლაშა შენი ფანები ვართ. მალე უცხოურ გუნდებშიც გნახავთ
sofi
გენაცვალე შენ!ნუ რას ვიზავთ შურიანებს გულები უსკდებათ
avto
დინამო თუ ასეთი ტრანსფერებით აპირებს "გაძლიერებას" მაშინ სულ ესე 4-ეულისთვის იბრძოლებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა