საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდს პრობლემებით ხვდება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ ფეხბურთელები ეროვნული გუნდის საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" შეკრიბა და ორი დღეა, ინტენსიურად ავარჯიშებს.

უკვე ვწერდით, რომ კორღალიძეს სერიოზული საფიქრალი აქვს - არნემის "ვიტესი" ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას მხოლოდ 20 მაისს უშვებს, დანიური "ორჰუსი" კი - დავით სხირტლაძეს 24 მაისს და ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით მხოლოდ ხორვატიაში შეიკრიბება (იხილეთ ინტერვიუ ოთარ კორღალიძესთან).

ცხადია, დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე ეს გაუთვალისწინებელი და არასასურველი ფაქტებია.

პრობლემები ამით არ ამოწურულა. 19-წლამდელების თავკაცი ხორვატიაში გამგზავრებამდე სომხეთთან ამხანაგურ მატჩს გეგმავდა და წინასწარი თანხმობაც მიიღო, მაგრამ ჩვენმა მეზობლებმა ბოლოს "ფირფიტა ამოატრიალეს", თბილისში თამაში არ გვაწყობს, ერევანში შევხვდეთო.

ეს კორღალიძისთვის მიუღებელი წინადადება იყო, რადგან მგზავრობაში გუნდი დროს დაკარგავდა და რიტმიდან ამოვარდებოდა.

სხვა გზა რომ არ დარჩა, როგორც პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრებამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპარინგი ახლაც 19-წლამდელთა შემდგომი თაობის (1994 წელს დაბადებულები) თავკაცს, კახა კაჭარავას შესთავაზა.

კაჭარავამ ნაკრების წევრები სასწრაფოდ გამოიძახა და მისი თქმით, გადაწყვეტილია, რომ 19-წლამდელთა უფროსი და უმცროსი ასაკის ნაკრებები ერთმანეთს 18 მაისს, 17:00 საათზე ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაუპირისპირდებიან.

"კვლავ უმცროსებთან" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა