"ჰერტას" მომავალ სეზონში ცოტა ხნის წინ "აუგსბურგიდან" წამოსული სპეციალისტი, ლუჰუკაი უთავკაცებს
ამასობაში "ჰერტას" ხელმძღვანელებმა ახალი მწვრთნელის პოვნა მოასწრეს. როგორც იცით, ოტო რეჰაგელს მხოლოდ გუნდის გადარჩენა ჰქონდა დავალებული - "მეფე ოტოს" კონტრაქტი დაუმთავრდა.

17 მაისს გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ჰერტას" მომავალ სეზონში ცოტა ხნის წინ "აუგსბურგიდან" წამოსული სპეციალისტი, იოს ლუჰუკაი უთავკაცებს.

მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ბუნდესლიგაში ითამაშებს "ჰერტა" (გადარჩენის ძალიან მცირე და თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან შესაძლოა, "ფორტუნასთან" საპასუხო სარელეგაციო მატჩის გადათამაშება დაინიშნოს) - ბერლინელთა მწვრთნელი 48 წლის ლუჰუკაი იქნება. ეს უკანასკნელი ბერლინელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც, როგორც პირველ, ასევე, მეორე ბუნდესლიგაზეც გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ იოს ლუჰუკაი თვის დასაწყისში "აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან თვითნებურად გადადგა, რადგან კლუბის ხელმძღვანელები წარმატებული სეზონის შემდეგ მის გათავისუფლებას ნამდვილად არ აპირებდნენ - ლუჰუკაიმ პირველი ბუნდესლიგის დებიუტანტი "აუგსბურგი" ხომ ელიტაში დატოვა (მე-14 ადგილი).

შეგახსენებთ, რომ ლუჰუკაი "აუგსბურგამდე" გერმანიაში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" და "პადერბორნს" წვრთნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა