მსოფლიო ჩოგბურთი სწრაფ ტემპებში ვითარდება და მაყურებელს სულ უფრო და უფრო მოსახერხებელ და მასშტაბურ პროექტებს სთავაზობს
მსოფლიო ჩოგბურთი სწრაფ ტემპებში ვითარდება და მაყურებელს სულ უფრო და უფრო მოსახერხებელ და მასშტაბურ პროექტებს სთავაზობს.

კერძოდ, ცვლილებები შეეხება საჩოგბურთო სტადიონებს. ვებგვერდი The Tennis Space აანალიზებს უახლოეს მომავალში "დიდი სლემის" სამი ტურნირის განვითარების პროექტებს.

რაც შეეხება უიმბლდონს, დაახლოებით ორ თვეში ინგლისური საჩოგბურთო კლუბი გამოაქვეყნებს განვითარების ახალ გენერალურ გეგმას პირობითი სახელწოდებით - "უიმბლდონი 2020".

საინტერესოა, რას გვიმზადებენ "დიდი სლემის" სამი დანარჩენი ტურნირის ორგანიზატორები.

ავსტრალიის ღია

"მელბურნ-პარკის" განვითარების პროექტის პირველი სტადია შეფასებულია 363 მილიონ ავსტრალიურ დოლარად - ის 2010 წლის იანვარში დაიწყო. ამ გეგმამ უნდა შეუნარჩუნოს მელბურნს ავსტრალიის ღია პირველობა.

საიდუმლო არ არის, რომ ამ ტურნირის ხელში ჩაგდება უნდოდათ არა მხოლოდ ქვეყნის სხვა მდიდარ მეგაპოლისებს, არამედ ჩოგბურთზე შეყვარებულ აზიურ ქალაქებს - მაგალითად, დუბაის.

სავარაუდოდ, რეკონსტრუქციის პირველი სტადია 2015 წელს დასრულდება. მისი მიხედვით, მოძრავი სახურავი უნდა დამონტაჟდეს "მარგარეტ კორტის არენაზე". აგრეთვე, ამ სტადიონის ტევადობა უნდა გაიზარდოს შვიდნახევარ ათას მაყურებლამდე.

ახალი ცენტრი - Eastern Plaza თავის თავში გააერთიანებს გადახურულ რვა ახალ კორტს და 13 ღია კორტს, საწვრთნელ დარბაზებს სპორტსმენებისთვის.

განახლდება მეორე კორტის დასავლეთი შესასვლელი, გაიზრდება პარკინგის ზომები დაბოლოს, აშენდება "მელბურნ პარკში" ახალი შესასვლელი ოლიმპიური ბულვარიდან.

აგრეთვე, სპორტკომპლექსის განვითარების გენერალური გეგმა ითვალისწინებს ტურნირების მიღებას ნეტბოლში, კალათბურთში, გაიმართება კონცერტები და სხვა ღონისძიებები. ეს იქნება უმსხვილესი სახელმწიფო პროექტი ვიქტორიას შტატის ისტორიაში - გაცილებით მასშტაბური, ვიდრე 1956 წლის ოლიმპიადა და 2006 წლის თანამეგობრობის თამაშები.

ამ გეგმის განსახორციელებლად მუშაობა 2010 წლის მაისში დაიწყო და 2015 წლის ავსტრალიის ღია პირველობის სტარტისთვის უნდა დასრულდეს.

როლან გაროსი

რამდენიმე წელი ვრცელდებოდა ჭორი იმის შესახებ, რომ ფრანგული ტურნირი დატოვებდა თავის ისტორიულ ადგილს, რადგან სპორტკომპლექსის ფართობი აღარ შეესაბამებოდა ჩემპიონატის მასშტაბებს.

მაგრამ 2011 წლის მაისში საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ წარმოადგინა როლან გაროსის განვითარების გეგმა, რომელიც 257 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ამ გეგმის მიხედვით, სპორტკომპლექსის საერთო ტერიტორია 60 პროცენტით გაიზრდება. აშენდება ორი ახალი კორტი - ერთი ხუთი ათას და მეორე ორი ათას მაყურებელზე გათვლილი; ახალი ეროვნული საწვრთნელი ცენტრი, ახალი პრეს-ცენტრი. დაბოლოს, ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე დამონტაჟდება მოძრავი სახურავი.

პროექტს აფინანსებს საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია, პარიზის მერია და საფრანგეთის მთავრობა. სავარაუდოდ, 2016 წლისთვის ყველაფერი მზად იქნება. ასევე, გეგმავენ მოძრავი სახურავით სიუზან ლენგლენის კორტის აღჭურვას, მაგრამ ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.

აშშ-ის ღია

2010 წელს ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) წარმოადგინა განახლების გეგმა, რომლის ღირებულება 300 მილიონ დოლარს უდრის. ამ გეგმის მიხედვით, აშენდება სამი ახალი კორტი, თუმცა პროექტში არაფერია ნათქვამი მოძრავ სახურავზე არტურ ეშის სახელობის მოედანზე ან რომელიმე სხვა კორტზე.

"უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ არტურ ეშის სტადიონზე მოძრავი სახურავის დაყენების შესაძლებლობას, - ამბობს USTA-ს პრეზიდენტი. - ეს სერიოზული გამოწვევაა როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას".

ამ მომენტისთვის რეკონსტრუქციის გეგმა ითვალისწინებს ლუი არმსტრონგის სახელობის სტადიონის დემონტაჟს. ეს კორტი 10 220 მაყურებელს იტევდა. მის ადგილას აშენდება ახალი არენა იგივე სახელწოდებით, მაგრამ 15 ათასამდე გაზრდილი ტევადობით.

ასევე, აიღებენ 6100 ტევადობის კორტს - Grandstand-ს, გამონთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი ორ მინი-არენას ააშენებენ, რომელთა ტრიბუნები 3 ათას კაცზე იქნება გათვლილი.

გარდა ამისა, განახლების გეგმა ითვალისწინებს არტურ ეშის სახელობის სტადიონის ზედა იარუსების გაფართოებას. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის დასრულდება დაგეგმილი სამუშაოები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა