რა გზას აირჩევს გერმანიის მესამე ლიგაში დაქვეითებული "კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი, მაისის ბოლოს გაირკვევა
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგიდან გერმანიის მესამე ლიგაში დაქვეითდა და საინტერესოა, რა გზას აირჩევს ჩვენებური, რომელსაც ამ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა.

იაშვილს გერმანიაში დავუკავშირდით...

- რას აპირებ? ისევ გააგრძელებ ფეხბურთელობას თუ "კარლსრუეში" დარჩები და მენეჯერად იმუშავებ?

- ჯერ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა. როცა შენი გუნდი გავარდება, იოლი არ არის გზის არჩევა. სიჩქარე არ მინდა, კარგად უნდა დავფიქრდე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დინამო თბილისი" დაინტერესებულია ფოლკერ ფინკეს და ალექსანდრე იაშვილის გადაბირებით...

- ჩემი "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ლაპარაკი მართლაც იყო, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა.

- "დინამოდან" ვინ გელაპარაკა?

- მოდით, კონკრეტიკისგან თავი შევიკავოთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ფეხბურთზე საუბარი რამდენიმე დღე არ მსურს.

- შევიტყვეთ, რომ ბუნდესლიგის ერთი გუნდია დაინტერესებული იაშვილის ტრანსფერით...

- ინტერესი მართლაც არის როგორც პირველი, ასევე მეორე ბუნდესლიგიდან.

- "კარლსრუეს" წარუმატებლობას, ალბათ, მართლაც განსაკუთრებულად განიცდი...

- ამდენი წელია, გერმანიაში ვთამაშობ და ასეთი ხელმოცარული არასდროს ვყოფილვარ. "კარლსრუეს" კაპიტანი ვიყავი, შესაბამისად, გუნდის და გულშემატკივრების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა...

- მაინც უფრო საითკენ გიწევს გული, ფეხბურთელობისკენ თუ სხვა რამისკენ?

- ყველაფერი ამ თვის ბოლოს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro
მე არ ვიცი ამას აკუნა წაიკითხავს თუ არა მაგრამ მინდა ვურჩიო რომ დინამოში არ ჩამოვიდეს,ფიფიასთან მუშაობა შეუძლებელია და ჯობია კარიერა სხვაგან გააგრძელოს!
Geo-fan
ყველაფრისათვის მადლობა იაშკა რაც შენი ქვეყბის, ნაკრებისა და გულშემატკივრისათვის გააკეთე! წარმატებებს გისურვებ იაშკა!
shako
იაშკა გელოდებით დინამოში ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩამოხვალ
forca juve
დიდი მადლობა ყველაფრისთვის; მშრომელი, თავმდაბალი და კარგი ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებოდა
daviti
საციდავი
თემური
დამთავრდა იაშკას ფეხბურთი. დაისვენე რა. დინამოში ახალი თაობა უნდა მოვიდეს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა