კალაძე მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში

12 მაისის "გაძეტა დელო სპორტის" პირველი გვერდი ორიგინალური გამოვიდა - მთავარ ფოტოზე გადაშლილია ცხრა მაისურა წარწერებით: ინძაგი, ძამბროტა, დელ პიერო, ნესტა, გატუზო, დი ვაიო, ზეედორფი, კალაძე, კორდობა.

ზედ დიდი ასოებით აწერია: GRAZIE RAGAZZI, რაც ქართულად ასე ითარგმნება - მადლობა ბიჭებო.

ვიცოდი, რომ ნესტა, ზეედორფი და გატუზო კარიერის დასრულებას აპირებდნენ, ინძაგიზე ამას ვერც წარმოვიდგენდი, დელ პიერო "იუვენტუსს" ტოვებდა, შენც კახა? ვფიქრობ, უპრეცედენტო შემთხვევაა: აქამდე მაღალი კლასის ამდენ ფეხბურთელს ერთი სეზონის ბოლოს ბუცები ლურსმნებზე არ ჩამოუკიდია.

ზეედორფზე ჰოლანდიელებმა იფიქრონ, დელ პიეროზე - იტალიელებმა, ჩვენ კი კახა კალაძეზე ვთქვათ. მან სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2011 წლის დეკემბერში განაცხადა, სეზონი ჩაამთავრა, "ჯენოასაც" დაემშვიდობა და ფეხბურთსაც.

ჩემი, როგორც გულშემატკივრის კარიერას რომ გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ქართველთაგან ყველაზე მეტი თამაში სწორედ კახა კალაძის მონაწილეობით მაქვს ნანახი.

მაშინ, როცა სანაკრებო დონეზე ვერ ვბრწყინავთ, ლეგიონერების იმედად ვრჩებით, ევროპაში მათი კლუბების მატჩებს ვადევნებთ თვალს და ისე ვქომაგობთ, როგორც, ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" ვუგულშემატკივრებდით.

ჩემპიონთა ლიგის ფინალებს 1991 წლიდან ვუყურებ და ყველაზე უკეთ სამი მახსოვს: 1994 წელს "მილანმა" "ბარსელონას" რომ აჯობა (4:0); 2003 წელს კალაძემ "მილანთან" ერთად ფინალში პენალტებით "იუვენტუსი" რომ დაამარცხა და 2006 წელი, ისევ "მილანი", ისევ კალაძე და 2:1 "ლივერპულთან".

"ტაიმლაინში" შეგიძლიათ მოკლედ გაეცნოთ კახას კარიერას, აქ კი ერთს დავამატებ. ზაზა ფაჩულიას ინდივიდუალურ ვარჯიშს რამდენჯერმე დავესწარი. ბევრი იმდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდა, სწორედ მწარე ოფლის ხარჯზე მიაღწია ზაზამ NBA-ს, ხოლო კალაძემ - "მილანს". ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამია: ყველა ქართველი ნიჭიერია, მაგრამ სიზარმაცის გამო ბევრი შესაძლებლობების 10 პროცენტსაც ვერ აღწევსო.

სწორედ კალაძეა მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, ოღონდ...

კიდევ ერთხელ ვახსენოთ ავრამი

კვირას გაიმართა საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებთა ნახევარფინალური მატჩი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ნარინჯისფრებმა ათკაციან ქართველებს ბოლო ორ წუთში 2 გოლი გაუტანეს და 2:0 მოიგეს.

მატჩს განგებ ვუყურე "ევროსპორტზე", რუსი კომენტატორის თანხლებით.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ნიკოლაი საფრინის სიტყვებიდან:

"მარიუს ავრამი - ამ მსაჯის გვარი ქართველებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. სწორედ არბიტრმა შეამზადა ნიადაგი ქართველთა წაგებისთვის: ჯერ ჭანტურიას საეჭვო გაძევებით, შემდეგ პირველი გოლისას ოფსაიდის არდაფიქსირებით. კავკასიელები 10 კაცით ღირსეულად ებრძოლნენ მოქმედ ჩემპიონ ჰოლანდიას.

მაისურაძის გუნდმა დაამტკიცა, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, თუმცა ამაში ეჭვი მანამდეც არავის ეპარებოდა, უბრალოდ დავინახეთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ გუნდური თამაში და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა."

ხუთი ძმა და ხუთი და

შაბათს საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი ნახევარფინალები გაიმართა.

გამოგიტყდებით, არანაკლებ საინტერესო სანახაობას წავაწყდი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში: ხუთმა ძმა რევაზაშვილმა მაისურები გადასცა ხუთ და ადამაშვილებს.

გირჩევთ, ჯერ ფოტოს დახედოთ და კითხვა მერე განაგრძოთ.

- ერთ დღეს გიორგი შერმადინი მოვიდა და მითხრა: სოფელ ზერტში ძმები ვნახე, კარგი ბიჭები არიან და მგონი, დიდ კალათბურთს ითამაშებენო, - იხსენებს "მაქაბის" ხელმძღვანელი ჯამლეტ ხუხაშვილი.

მას მერე უფროსი ძმა გიორგი რევაზაშვილი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, იგივე გაიმეორა ლევანმა, კადეტთა ნაკრებში დიდ იმედებს ამყარებენ მაიზერზე, ნიკა და ჯაბა შედარებით უმცროსები არიან, თუმცა კალათბურთით ისინიც უკვე "მოიწამლნენ".

და აი, ქართული ზღაპრის სიუჟეტივით - ხუთ ძმას ხუთი და შეხვდა. ყველა კალათბურთელი, თუმცა დები სპორტში დიდი ხანი არ არის რაც ჩაერთნენ.

მათმა მამამ, კომპოზიტორმა ჯემალ ადამაშვილმა ისიც გვითხრა, რომ კიდევ ოთხი შვილი ჰყავს,

კალათბურთზე კი 8 წლის თეკლა, 10 წლის ელენე და ნატალია (ტყუპები არიან), 12 წლის სალომე და 13 წლის ანა დადიან...

კიების "დინამო", 1998-2001. 104 მატჩი, 9 გოლი

იტალიური "ჯენოა", 2010-2012. 56 მატჩი, 2 გოლი

თბილისის "დინამო", 1993-98. 94 მატჩი, 1 გოლი

იტალიური "მილანი", 2001-2010. 284 მატჩი, 13 გოლი

საქართველოს ნაკრები, 1996-2011. 81 მატჩი, 1გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jemo
ფულიც ააქვს და ნამუსი და ვაჯკაცობაც შერჩა სხვებისაგან განსხვავებით
anastasia
აბა ერთი მიშას ცუცუკი იყოს თუ არ გააღმერთონ?ისე გირგვლიანის მკვლელობაზე რომ კითხვა პირდაპირ მიშას დაუსვა 2007 წელს არ შეშალა ჭკუიდან კინაღამ,ასე რომ ოპოზიციაში ეგ ბიძინას მოსვლამდე იყო და არა მგონია ფულზე გაგიჟებულიყოს.თავისიც საკმარისი აქვს
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა