გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ "ბაიერნი" ფინალს შინაურ არენაზე ატარებს
მიხაელ ბალაკისთვის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი განსაკუთრებულია, რადგან "ალიანს არენაზე" მისი ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

"ჩელსისა" და "ბაიერნში" მას 4-4 წელი აქვს გატარებული. 36 წლის ფეხბურთელს ორჯერ უთამაშია გადამწყვეტ მატჩებში. 2002 წელს "ლევერკუზენთან" ერთად მან "რეალთან" წააგო, 2008-ში კი "ჩელსის" რიგებში დათმო "მანჩესტერ იუნაიტედთან".

გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ "ბაიერნი" ფინალს შინაურ არენაზე ატარებს.

- "ჩელსიმ" 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" ზუსტად ისე ითამაშა, რა სტილითაც შეიძლება კატალონიელებთან დაპირისპირება. ბევრი ამბობს, რომ ფინალში ამავე სტილში თამაში არ შეიძლება, რომ მათ უნდა შეუტიონ და არ უნდა ჩაუსაფრდნენ მეტოქეს თავის საჯარიმოში.

ვფიქრობ, რომ ლონდონელებმა ახლაც ზუსტად ისე უნდა იასპარეზონ, რომ ტურნირი მოიგონ. ფინალი მხოლოდ ერთი თამაშია და იქ არ იქნება ექსპერიმენტების დრო. გუნდს ბევრი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ეყოლება, ამიტომ მწვრთნელმა აუცილებლად უნდა გამონახოს გზა, რომ გუნდმა თავისი ძლიერი მხარეების გამოყენება შეძლოს.

"ჩელსის" სტუმრად უწევს თამაში, მაგრამ ამ გუნდმა იცის, როგორ უნდა გასვლაზე შედეგის მიღება. ლონდონელებმა ეს მიმდინარე გათამაშებაში არაერთხელ დაამტკიცეს და ეს კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ.

"ბაიერნმა" 1/2-ფინალში მადრიდის "რეალი" ორი ურთულესი მატჩის ჯამში გამოაგდო. ვფიქრობ, მათ ეს ალალად დაიმსახურეს. 2 წლის წინ მათ "ინტერთან" თამაში წააგეს და ახლა ძალიან უნდათ გამარჯვება. მით უფრო, რომ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მათ 11 წლის წინ მოიგეს. "ბაიერნი" დიდი კლუბია. ახლა მისი მთავარი უპირატესობა "ალიანს არენაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა