მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა ახსნა, რატომ გადაწყვიტა კლუბში დარჩენა
მადრიდის "რეალის" არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ახსნა, რატომ გადაწყვიტა კლუბში დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ გონსალოს რეალური შეთავაზებები აქვს, როგორც "პარი სენ ჟერმენისგან", ასევე "იუვენტუსისგან".

გონსალო შვებულებას სამშობლოში ატარებს. აი, რა უთხრა მან რეპორტიორებს: "ახლა მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ. რაც შეეხება ჩემს მომავალ კარიერას - "მალიორკასთან" მატჩისას 80 ათასი ადამიანი მთხოვდა, რომ "რეალში"დავრჩენილიყავი და ეს მეტად ამაღელვებელი გრძნობა იყო. ამ დღეს ვერასდროს დავივიწყებ".

ლორენტე სიტის უარყოფს

ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ უარყო ხმები, რომლის თანახმადაც ის, თითქოს, "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

27 წლის მსოფლიოს ჩემპიონს მარსელო ბიელსას გუნდში კარგი სეზონი ჰქონდა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. "გაზეთები ხომ უნდა გაიყიდოს? ამიტომაც ბევრ ტყუილს წერენ - "მანჩესტერ სიტიში" ჩემი "გადასვლა" გამორიცხულია. ბევრჯერ მითქვამს უკვე და ვიმეორებ, ბილბაოში თავს კარგად ვგრძნობ".

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) 28 გოლი გაიტანა. "ბილბაოს" სეზონი ჯერ არ დაუსრულებია - ოთხშაბათს მადრიდში ესპანეთის თასის ფინალია. ბასკები "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.

ისკო ბარსელონაში?

"მალაგას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო უცბათ მეოქცა ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში. ისკოს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რის გამოც ის ვისენტე დელ ბოსკემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

ახლა კი ხმა დაირხა, ისკო "ბარსელონას" სურსო. ამ ინფორმაციის პირველწყარო "ელ მუნდო დეპორტივოა". ისკო "ვალენსიას" აღზრდილია, მას "ლოს ჩეს" რიგებში დებიუტი 2010 წლის ნოემბერში ჰქონდა. სეზონის დასაწყისში 20 წლის ფეხბურთელი "მალაგაში" გადავიდა. ახლა ის 20 მილიონი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო