31 წლის ქართველი ორდღიანი პაუზის შემდეგ ტრავმის მიუხედავად დაუბრუნდა ბაშოს, ტკივილიც დაძლია და მეტოქეც მძლავრი ოშიდაშით გააძევა რკალიდან
18 მაისს ნაცუ ბაშოს მე-13 დღის ორთაბრძოლები გახურებული იყო, როცა სუმოს მექა "კოკუგიკანი" მიწისძვრამ შეარყია.

ამჯერად, იაპონია ნგრევას გადაურჩა, არც ზაფხულის ბაშოს მორიგი დღე ჩაშლილა. მიწისძვრამდე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გადამწყვეტი, მერვე გამარჯვება იზეიმა.

ჩვენებური ერთობ შეავიწროვა მონღოლმა "არწივმა" ტამავაშიმ, დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა, მაგრამ ტოჩინოშინმა ბოლო წამს ილეთით დაანარცხა მეტოქე.

ლევანმა დადებითი ბალანსი და რეიტინგში დაწინაურება დაიბევა. სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მეცხრე მარცხი იწვნია. მას 4-9 ბალანსი აქვს.

უფო ადრე ნამდვილი სპორტული გმირობა ჩაიდინა ლევან ცაგურიამ (კოკაი). 31 წლის ქართველი ორდღიანი პაუზის შემდეგ ტრავმის მიუხედავად დაუბრუნდა ბაშოს, ტკივილიც დაძლია და მეტოქეც მძლავრი ოშიდაშით გააძევა რკალიდან. კოკაის 7-6 ბალანსი აქვს და ერთი მოგება აშორებს მიზანს.

ამასობაში ზაფხულის ბაშოზე ვითარება ისე დაიძაბა, რომ იმპერატორის თასის მოგების შანსი ბევრს აქვს, მათ შორის - 4 ორთაბრძოლის წამგებ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს.

XIII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (ოშიტაოში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (სუკუინაგე), კოტოოშუ-კაკურიუ (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ჰომაშო-გაგამარუ (იორიკირი), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), არანი-ტოჩინოვაკა (იორიკირი), მიოგირიუ-ტაკაიასუ (ოშიტაოში), შოჰოზანი-ოტიოჰიბიკი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-ტამავაში (სუკუინაგე). ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

10-3: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), კიოკუტენჰო (მ 7).

9-4: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ოკინოუმი (მ 5), აოიამა (მ 6)... 8-5: ტოჩინოშინი (მ 8)... 4-9: გაგამარუ (მ 2).

XIV დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ბარუტო, კისენოსატო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კოტოოშუ-კიოკუტენჰო, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ამინიშიკი-გოეიდო, ჰომაშო-ტაკეკაძე, გაგამარუ-ტაკაიასუ, არანი-მიაბიამა, მიოგირიუ-ვაკაკოიუ, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი. ძურიო: კოკაი-ჰოკუტოკუნი.

"მიწისძვრა და ორი გამარჯვება" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა