ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა: ჯერჯერობით მაინც! მაინც!. და მაინც!

ბუნდესლიგა: ჯერჯერობით მაინც! მაინც!. და მაინც!

გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური

"მაინცი" მოკრძალებული გუნდი აღარ არის - ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის, თომას ტუხელის ბიჭები ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად და რაც ყველაზე მთავარია, ასპროცენტიანი შედეგით (12 ქულა) ლიდერობენ ...
"მაინცი" მოკრძალებული გუნდი აღარ არის - ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელის, თომას ტუხელის ბიჭები ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად და რაც ყველაზე მთავარია, ასპროცენტიანი შედეგით (12 ქულა) ლიდერობენ. ეს კი ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ცხადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ფაქტი ერთია: თუ ძალიან მონდომებულმა მაინცელებმა ასე გააგრძელეს, გამორიცხული არაფერია!

"მაინცი" წინა სეზონშიც საკმაოდ სიმპატიური გუნდი იყო, სეზონის ბოლოს საპატიო მეცხრე ადგილი დაიკავა და განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე არ ახარებდა მეტოქეებს. ახლა კი ტუხელის ბიჭები სტუმრადაც იგებენ, შაბათს ბრემენიდან წაიღეს სამი ქულა და ფაქტია, რომ კარნავალელთა ქომაგები გაზეთებიდან სატურნირო ცხრილებს ამოჭრიან და კედლებზე გაიკრავენ, რადგან "მაინცის" ლიდერობა ამ გუნდისთვის ისტორიული მოვლენაა.

ჯუჯა გუნდის წარმატებები ჯერჯერობით პირველ რიგში მწვრთნელის დამსახურებაა. ტუხელი თამაშიდან თამაშამდე ახალ-ახალ რაღაცებს იგონებს და მეტოქეებს აკვირვებს. მაგალითად, "ვერდერთან" მან კიდევ ერთხელ შეცვალა ტაქტიკური სქემა და გუნდი 4-3-1-2-ით ათამაშა, თანაც, ყველასათვის, პირველ რიგში "ვერდერისთვის", სიურპრიზი იყო ის, რომ ტუხელმა გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა, ახალგაზრდა ანდრე შიურლე, რომელმაც "ლევერკუზენთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა (11 მილიონი ევრო), სასტარტო შემადგენლობაში არ გაამწესა, სამაგიეროდ ათამაშა ახალწვეული მარსელ რისე. შედეგი: რისემ ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში კი, შეცვლაზე შესული შიურლე ისეთი მონდომებული იყო, რომ თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო და "ვერდერის" კარში გატანილი მეორე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. ოთხი ტურის შემდეგ შიურლეს სტატისტიკა ასეთია: 125 წუთი, 4 გოლი, რაც, დაგვეთანხმებით, ფენომენალური შედეგია.

"ვერდერში" კი უკვე აირია მონასტერი: თომას შააფის გუნდის მონაგარი 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულაა, რაც ამ კლუბის ფანებსა და ბოსებს ნაღდად არ აწყობთ. კაპიტანმა ტორსტენ ფრინგსმა "მაინცთან" მატჩის შემდეგ ყველას და ყველაფერს "გადაუარა": "ისედაც ძლიერ და მონდომებულ მეტოქეს თამაში ძალიან გავუადვილეთ, დაცვაში კატასტროფულად ვთამაშობდით, წინა ხაზში კი ყველას სირბილი ეზარებოდა. ასე ნამდვილად არაფერი გამოვა! ჩემს თანაგუნდელებს ორთაბრძოლებში შესვლა ან ეზარებოდათ, ანაც თავს უფრთხილდებიან. შეტევაში არავინ მოძრაობს, არავინ იხსნება..." შააფმა კი პირდაპირ თქვა, ამდენი წელია, "ვერდერის" მწვრთნელი ვარ და არ მახსოვს, რომ "ვერდერს" ჩემს ხელში ოდესმე ასე ცუდად ეთამაშოსო. მომდევნო ტურში (სამშაბათს) მაინცელები "კიოლნს" მასპინძლობენ და კარგი შანსი აქვთ, რომ 5 ტურის შემდეგ 15 ქულა ჰქონდეთ...

...მაგრამ "კიოლნის" დამარცხება იოლი არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ამ გუნდს ყოველთვის შეუძლია დაცვის ხაზის ისე გამაგრება, რომ ის ვერავინ გაარღვიოს. კიოლნელები "ბაიერნთან" მატჩში ზუსტად ასე მოიქცნენ და შედეგსაც მიაღწიეს: უგოლო ფრე "ალიანს არენაზე" და "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო. ბავარიის მთავარ ქალაქში "ოქტობერფესტი" იწყება და "ბაიერნი" ამ უდიდეს ზეიმსა და ლუდის ფესტივალს ცუდ ხასიათზე მყოფი ხვდება. თვითონ განსაჯეთ: რეკორდმაისტერს ბუნდესლიგაში სამი ტურია, გოლი არ გაუტანია! ახლა ერთ რამესაც დააკვირდით: შარშან "ბაიერნს" ასეთი შედეგი მთელ სეზონში ჰქონდა (მხოლოდ სამ მატჩში ვერ გაიტანა გოლი), ახლა კი ოთხი ტურის მერეა ასეთი ხელცარიელი...

"ბავარიელთა" თავკაც ლუის ვან გაალს დანა პირს არ უხსნიდა, რაც სულაც არაა გასაკვირი - რეკორდმაისტერმა ბოლო 34 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. ლუისის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია სულ 3 წუთს გაგრძელდა და თანაც, ამ დროში ჩაეტია "კიოლნის" დამრიგებელი ზვონიმირ სოლდოც თავისი ანალიზით. ვან გაალმა კი მხოლოდ ეს თქვა: "ჩემი ბიჭების თამაშით იმედგაცრუებული არ ვარ. მეტოქეს მაგრად ვუტევდით და მომენტებიც გვქონდა, მაგრამ როცა მეტოქე მთელი გუნდით თავს იცავს, როცა თერთმეტივე ფეხბურთელი საჯარიმოში და მის მისადგომებთან ჰყავს, გოლის გატანა ძალიან ძნელია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოსწორდება. გოლების გატანას დავიწყებთ, ეს მხოლოდ დროის ამბავია." არადა, მიუნხენელებს მართლაც უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ: კარში დარტყმები 21-8, კუთხურები 10-1, ბურთის ფლობა 78%-22% - მიუხედავად ამისა, ისევ 0:0, როგორც წინა ტურში, "ვერდერთან"...

სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ "კაიზერსლაუტერნისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩი ასეთი მაგარი სანახაობა იქნებოდა: სწრაფი ტემპი, ტექნიკა, დაუნდობელი ბრძოლა და რაც მთავარია, გოლები - შაბათს "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" მართლა მაგარი თამაში ვნახეთ. 2:2 კი ლოგიკური შედეგია იმისა, რაც მოედანზე ხდებოდა. შეხვედრას ორი მთავარი გმირი ჰყავდა. პირველი ერვინ ჰოფერია, რომელსაც "ლაუტერნში" ყველა "ჯიმის" ეძახის. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თანაც "ჰოფენჰაიმს" დუბლი შეუსრულა. "სოფლელების" გმირი კი გილფი სუგურდსონი გახლდათ, რომელიც მოედანზე 77-ე წუთზე გავიდა და ეგრევე გაიტანა გოლი, რომელმაც "ჰოფეს" ქულა გადაურჩინა. სხვათა შორის, სიგურდსონი "ჰოფენჰაიმის" თავკაც რალფ რანგნიკის შვილის, კევინ რანგნიკის აღმოჩენილია - ისლანდიელ ფორვარდში "სოფლელებმა" ინგლისურ "რედინგს" აგვისტოში 5.5 მილიონი გადაუხადეს.

"ვოლფსბურგმა" კატასტროფული სტარტი თავიდან აიცილა: შაბათს "მგლებმა" ქვემოსაქსონიურ დერბიში "ჰანოვერი" 2:0 დაამარცხეს და პირველი ქულები მოიპოვეს. მატჩის გმირი კი უდავოდ დიეგო იყო. 25 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი, რომელშიც "ვოლფსბურგმა" "იუვენტუსს" 18 მილიონი გადაუხადა, შესანიშნავად თამაშობდა და ულამაზესი გოლიც გაიტანა (მაკრატელათი), მაგრამ მერე "ჰანოვერის" მარცხენა მცველმა კონსტანტ ჯაპკამ მაგრად მოცელა და დიეგომ მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში ამოყო თავი. თუმცა ტრავმა ძალიან სერიოზული არ არის და დიდი შანსია, რომ ოთხშაბათს "ჰამბურგთან" ითამაშოს. ჯაპკა, რომელიც გაფრთხილებას გადაურჩა, ამბობს, დიეგოსთვის ტრავმის მიყენება არ მინდოდა, ბოდიშის მოსახდელადაც მივედი, მაგრამ მითხრა წადი შენიო... ჰო, მართლა: "მგლების" თავკაცმა სტივ მაკლარენმა, როგორც ტურისწინა მიმოხილვაშიც ვწერდით, ტაქტიკური სქემა შეცვალა და გუნდი პირველად ათამაშა 4-1-2-1-2-ით (მანამდე 4-2-3-1-ით ათამაშებდა) და როგორც ხედავთ, ამ ცვლილებამ გაამართლა.

"შტუტგარტმა", სამი ტურის შემდეგ სამი წაგება რომ ჰქონდა, მიონხენგლადბახის "ბორუსია" ჯოჯოხეთის გზას გაუყენა - შვაბებმა გზააბნეულ მეტოქეს შვიდი (!!!) გოლი გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის "გლადბახია", მეორე ტურში ლევერკუზენში 6:3 რომ მოიგო. როგორც ჩანს, მიხაელ ფრონტცეკის შეგირდები იმ მოგებით ისე გაძღნენ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), რომ ჯერ (ერთი კვირის წინ) "აინტრახტთან" შინ 0:4 წააგეს, ახლა კი შტუტგარტში გაუშვეს შვიდი უპასუხო გოლი. მატჩის გმირი (თუ შეიძლება ასეთი ანგარიშიდან გამომდინარე გმირობაზე ლაპარაკი) რუსი თავდამსხმელი პაველ პოგრებნიაკი გახლდათ, რომელმაც შვიდიდან სამი გოლი გაიტანა. შაბათს პოგრებნიაკის ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ გერმანულად ორ სიტყვას ვერ ამბობს გამართულად და ინტერვიუების დროს მაგრად დაიტანჯა...

კვირა დღე ერთმანეთზე უკეთესი დერბებისა იყო: "ჰამბურგმა", როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ დაამარცხა "ზანკტ პაული" (1:1), მერე კი, "რურის დიდ დერბიში" დორტმუნდის "ბორუსიამ" "შალკე" მისსავე მოედანზე მოკლა: 3:1. რაკი გელზენკირხენულმა კლუბმა საკუთარ კედლებში "დორტმუნდთან" წააგო და თანაც სამი გოლი გაუშვა (აქედან ორი "ბორუსიას" ახალგაზრდა იაპონელი გამთამაშებლის, შინჯი კაგავას ანგარიშზეა), უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ "შალკე" უმძიმეს კრიზისშია. 0 ქულა ოთხი ტურის შემდეგ - გელზენკირხენულ კლუბს ბუნდესლიგის სეზონი არსებობის ისტორიაში ასე ცუდად აქამდე არასდროს დაუწყია!

გოტფრიდ ლენცი

აინტრახტი-ფრაიბურგი 0:1

ბაიერნი-კიოლნი 0:0

ვერდერი-მაინცი 0:2

შტუტგარტი-ბორუსია (მ) 7:0

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 2:0

კაიზერსლაუტერნი-ჰოფენჰაიმი 2:2

ზტ. პაული-ჰამბურგი 1:1

ლევერკუზენი-ნიურნბერგი 0:0

შალკე-ბორუსია (დ) 1:3

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 4 4 0 0 10-4 12

2. ჰოფენჰაიმი 4 3 1 0 9-3 10

3. ბორუსია (დ) 4 3 0 1 8-4 9

4. ფრაიბურგი 4 3 0 1 6-5 9

5. ჰამბურგი 4 2 2 0 7-4 8

6. კაიზერსლაუტერნი 4 2 1 1 8-5 7

7. ჰანოვერი 4 2 1 1 6-6 7

8. ლევერკუზენი 4 1 2 1 7-8 5

9. ბაიერნი 4 1 2 1 2-3 5

10. ზტ. პაული 4 1 1 2 4-4 4

11. ვერდერი 4 1 1 2 5-8 4

12. კიოლნი 4 1 1 2 4-7 4

13. ბორუსია (მ) 4 1 1 2 7-15 4

14. შტუტგარტი 4 1 0 3 9-7 3

15. აინტრახტი 4 1 0 3 6-6 3

16. ნიურნბერგი 4 0 3 1 3-4 3

17. ვოლფსბურგი 4 1 0 3 6-8 3

18. შალკე 4 0 0 4 3-9 0

ბომბარდირები: 4 - სისე (ფრაიბურგი), ჯეკო (ვოლფსბურგი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), პოგრებნიაკი (4); 3 - კაგავა (ბორუსია დ), შიურლე

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!