ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: კობი ბრაიანტი აგდებს, "ლეიკერსი" აგებს

NBA. პლეი ოფი. 1/4-ფინალი: კობი ბრაიანტი აგდებს, "ლეიკერსი" აგებს

მეორე მატჩში კალიფორნიელებს გამარჯვების შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ორ წუთში 0:9 წააგეს
მეორე მატჩში კალიფორნიელებს გამარჯვების შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ორ წუთში 0:9 წააგეს.

ახლა კი, ლოს ანჯელესის "სტეიპლს ცენტრში" გადასვლის შემდეგ, სერიაში ანგარიში კინაღამ 0:3 გახდა. სირენამდე დაახლოებით სამი წუთით ადრე, რასელ უესტბრუკის ჩატენვის შემდეგ "თანდერმა" 92:87 დაწინაურება შეძლო, მაგრამ დარჩენილი დრო მასპინძლებისა აღმოჩნდა.

"ლეიკერსმა" ამ მატჩში 42-ჯერ (!) მიიღო ჯარიმების შესრულების უფლება და მხოლოდ ერთხელ (!) შეცდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა, რომელმაც 17-დან 17 საჯარიმო გამოიყენა და ერთით გააუმჯობესა მატჩში უშეცდომოდ შესრულებული ჯარიმების რაოდენობით საკლუბო რეკორდი, რომელიც 40 წლის წინ გეილ გუდრიჩმა დაამყარა.

ბრაიანტმა ექვსი საჯარიმო ბოლო 70 წამში გამოიყენა და ეს ქულები შევიდა მასპინძლების 12:4 სპურტში. კალიფორნიელთა დამრიგებელმა მაიკ ბრაუნმა სწორად გათვალა: ახალგაზრდა და მორბენალ "ოკლაჰომასთან" სისწრაფეში შეჯიბრი უაზრობა იქნებოდა. ამიტომაც აიძულა მეტოქე, ნელ ტემპში ეთამაშა და თან იზრუნა იმაზე, რომ მისთვის იოლი სროლის უფლება არ მიეცა.

"ლეიკერსის" მოთამაშეებმა ეს ამოცანა კარგად შეასრულეს: "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა 39-ე წუთის ბოლოს ვარდნაში ურთულესი ბურთი ჩააგდო, ბოლო წამებზე კი, როცა მისი გუნდი სამი ქულით აგებდა, რვა მეტრიდან მოუწია სამქულიანის სროლა, მაგრამ ააცილა.

"ლეიკერსსა" და "ოკლაჰომას" ერთი დღის შემდეგ ისევ მოუწიათ მოედანზე გასვლა და ეს სტუმრებს აძლევდათ ხელს, რადგან "თანდერმა" "დალასთან" პირველ რაუნდში მატჩების მინიმალური რაოდენობა ჩაატარა და "ლეიკერსთან" სერიამდე ერთი კვირით მეტი დრო ჰქონდა დასასვენებლად.

შესაბამისად, ფიზიკური თვალსაზრისით, სტუმრებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ.

შეიძლება ესეც იყო "ლეიკერსის" მესამე მარცხის მიზეზი. თანაც, ეს წაგება ძალიან ჰგავდა მეორე მატჩში ფიასკოს. შეხვედრის დიდ ნაწილში კალიფორნიელები აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას. კობის თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა.

მას ეხმარებოდა მეტა უორლდ პისი, რომელმაც ექვსიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო. "ლეიკერსის" დაცვამ ისევ მოახერხა მეტოქის ლიდერთა შეჩერება, თანაც, აშკარად არ მისდიოდა თამაში კევინ დურანტს. იგივე ითქმის ჯეიმს ჰარდენზე.

მაგრამ, როგორც რეგულარული ჩემპიონატის პრაქტიკამ გვიჩვენა, "თანდერის" სამივე ლიდერის ერთდროულად დაკეტვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ამ ტრიოდან რასელ უესტბრუკი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პირველ სამ მეოთხედში მისი გუნდის ჩამორჩენა 10 ქულაზე მეტი არ ყოფილიყო. "ლეიკერსის" მაქსიმალური უპირატესობა 13 ქულას უდრიდა.

მეორე ტაიმში თანდათან გონს მოვიდა დურანტი და თამაშში დაძაბულობამ იმატა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ან მასპინძლები ასცდებოდნენ 10-ქულიან უპირატესობას და დამაჯერებლად მოიგებდნენ მეოთხე შეხვედრას, ან ბოლო წამებზე დაძაბული ბრძოლა იქნებოდა.

"ლეიკერსისთვის" სამწუხაროდ, თამაში მეორე სცენარით განვითარდა. სირენამდე 5 წუთით ადრე უესტბრუკმა გამარჯვების სპურტი (13:2) დაიწყო, რომელიც კენდრიკ პერკინსის ორქულიანით დასრულდა.

ბრაიანტმა ორი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გუნდებმა შეცდომები გაცვალეს. სირენამდე 13 წამით ადრე კევინ დურანტმა, უორლდ პისის მეურვეობის მიუხედავად, საფირმო სამქულიანი ჩააგდო. მატჩის გმირი ვერ გახდა ბრაიანტი, რომელმაც ააცილა საპასუხო შორეული ტყორცნა, რის შემდეგაც ჰარდენზე ჯარიმები ფორმალობა იყო.

სერიაში ანგარიში გახდა 3:1 და "ოკლაჰომას" ერთი ნაბიჯი სჭირდება კონფერენციის ფინალამდე. მეხუთე მატჩი სწორედ მის მოედანზე გაიმართება.

ლეიკერსი-ოკლაჰომა 99:96

23:15, 27:32, 19:23, 30:26

ლ: ბრაიანტი (36+7 მოხსნა+6 პასი), ბინუმი (15+11 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (12+11 მოხსნა+6 პასი+2 დაფარება), ბლეიკი (12+8 მოხსნა), სეშენსი (12+4 პასი), უორლდ პისი (10+2 დაფარება), ჰილი (2+2 დაფარება).

ო: დურანტი (31+5 მოხსნა), უესტბრუკი (21+9 მოხსნა), ჰარდენი (21+3 ჩაჭრა), იბაკა (8+11 მოხსნა+3 დაფარება), პერკინსი (6+4 დაფარება), ფიშერი (4), სეფოლოშა (3+4 პასი), კოლისონი (2+3 პასი).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38.6/39.8), სამქულიანები (36.4/23.5), საჯარიმოები (97.6/92.9).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 100:103

29:24, 27:22, 24:25, 20:32

ლ: ბრაიანტი (38+8 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (18+9 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), უორლდ პისი (14+6 მოხსნა), გასოლი (10+5 მოხსნა+3 დაფარება), სეშენსი (10+5 პასი), ჰილი (5+7 მოხსნა), ბლეიკი (5).

ო: უესტბრუკი (37+5 პასი), დურანტი (31+13 მოხსნა), იბაკა (14+5 დაფარება), ჰარდენი (12+6 მოხსნა+3 პასი), ფიშერი (5), პერკინსი (2+9 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43/49.4), სამქულიანები (27.8/37.5), საჯარიმოები (72.4/84).

სერია: 1-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა