არნემელებს პლეი ოფის პირველ მატჩში "ვაალვიკი" სტუმრად 3:1 ჰყავდათ დამარცხებული, შინ კი 2:1 გაიმარჯვეს
რუსეთში პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა. "ვოლგამ" დერბიში საშინაო მატჩი "ნიჟნი ნოვგოროდს" 2:1 მოუგო. "ვოლგას" შემადგენლობაში გია გრიგალავამ სრულად ითამაშა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.

"ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე კვლავ ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ლიგა 2-ის ბინადრისა და უკვე ლიგა 1-ში აღზევებული "ბასტიას" შემადგენლობაში ამირან სანაია გამოჩნდა. "ისტრთან" სტუმრად 0:1 წაგებულ შეხვედრაში იგი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.

ვაჟა თარხნიშვილი მეთერთმეტედ გახდა მოლდოვას ჩემპიონი. ტირასპოლის "შერიფის" 40 წლის კაპიტანმა ეს ჯილდო ორწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, "შერიფმა" შარშან ჩემპიონობა "ზესტაფონისთვის" კარგად ნაცნობ "დაჩიასთან" ბრძოლაში დაკარგა.

"მოროკა სვალოვსის" წევრმა გია ნერგაძემ კი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მიიღო. მართალია, ბოლო მატჩები მას ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატებაში მაინც დიდი წვლილი შეიტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ვიტესმა" ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, არნემელებს პლეი ოფის პირველ მატჩში "ვაალვიკი" სტუმრად 3:1 ჰყავდათ დამარცხებული, შინ კი 2:1 გაიმარჯვეს.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო გახლდათ.

"ვიტესი" ევროპალიგაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა