ისტორიული აღმოჩნდა სერიის მეორე მატჩი - "არმიამ" სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად წააგო

გავიხსენოთ 2002-03 წლების სეზონის ფინალური სერია. "ბასკომ" ფავორიტ "დინამოს" თბილისში ერთი მატჩი გიორგი ცინცაძის დამაჯერებელი თამაშის წყალობით მოუგო. მაშინ "ბუ" (გიორგის მეტსახელი) 17 წლის გახლდათ. იმ ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ იგი დასახელდა.

2003 წლის ამბების გახსენებით აი, რისი თქმა გვსურს: მას მერე "ბუ" პროფესიულად ერთიორად გაიზარდა, გამოცდილება მიიღო და საქართველოს ჩემპიონატს 11-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

ფინალურ სერიაში იგი წლეულსაც ერთ-ერთი გამორჩეულია, თუმცა ერთიორად მომატებულია მაღალი კლასის კალათბურთელების რაოდენობაც. შესაბამისად, ცინცაძის "ოლიმპს" არც მეოთხედფინალი მოუგია იოლად, არც ნახევარფინალი და არც ფინალში ითვლება ფავორიტად.

ასე რომ, ვინც სპორტის სასახლეში მისვლისთვის დროს პოულობს, ისტორიის თანამონაწილე ხდება. ასეთი მაღალი დონის თამაშები ხომ ჩემპიონატში აქამდე სანატრელი გვქონდა. ისტორიული აღმოჩნდა სერიის მეორე მატჩიც - "არმიამ" სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად წააგო...

19 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე

არმია-ოლიმპი 72:66

20:15, 14:17, 15:20, 23:14

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე. დ. ბერეკაშვილი

პირველი მატჩის შემდეგ მსაჯობით უკმაყოფილო ოლიმპელები იყვნენ, მეორე შეხვედრის მერე - არმიელები. პირველ თამაშს განხილვა მოჰყვა, ასე იქნება მეორის შემდეგაც.

ამიტომ ტრიბუნებიდან დანახულით არბიტრების შეცდომებზე მითითება შესაძლოა მართებული არც იყოს, მით უმეტეს, რომ მწვრთნელებმა ორივე შემთხვევაში თქვეს - მეტოქემ დამსახურებულად დაგვამარცხაო.

"არმიამ" რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩში "ოლიმპს" მესამე პერიოდიდან მაღალ ტემპში თამაშითა და სწრაფი გარღვევებით აჯობა. ეს "ძალოვანთა" უპირატესობად ფინალშიც უნდა ქცეულიყო, რადგან გუნდში კარგი უკანახაზელები არიან შეკრებილნი, მაგრამ საქართველოს ნაკრების ოლიმპელმა გამთამაშებლებმა გიორგი ცინცაძემა და ლაშა გამყრელიძემ, ნიკიცა სლიუკასთან ერთად, დიდი შრომა გასწიეს, რომ არმიელებს იერიშის პირველივე ფაზაში დაგვირგვინებით რაც შეიძლება ნაკლები ქულები მოეგროვებინათ.

მიზანსაც მიაღწიეს - "არმიამ" სწრაფი შეტევით მხოლოდ 12 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეორე მატჩში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო - 4 ქულა.

"ოლიმპის" კალათბურთელებმა ფარქვეშაც არაფერი დაუთმეს მეტოქეს (აღსანიშნავია ივან ტოდოროვიჩის გონივრული თამაში უილიამ ტომასის წინააღმდეგ) და მტკიცე დაცვით "არმიას" ფავორიტის სტატუსიც გააბათილეს - მეოთხე პერიოდში 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ იფეთქა ჯერემი რიჩარდსონმა, ორიანს სამიანი მიაყოლა. ამას ანატოლი ბოისას ზუსტი შორეული ტყორცნა მოჰყვა და, როგორც იტყვიან, "არმიამ" თამაშის რიტმი იგრძნო.

გადამწყვეტ მომენტში "ძალოვნებს" არც საჯარიმოების ტყორცნის სიზუსტე დაეწუნებოდათ და სერიის პირველი მატჩი 72:66 მოიგეს.

ნამატჩევს

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

"ოლიმპმა" კარგი თამაში აჩვენა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩვენ კი 18 დაკარგვა გვაქვს, რაც ნამდვილად საგანგაშოა და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ".

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):

"არმიამ" გადამწყვეტ მომენტში ჩვენზე უკეთ შეასრულა ჯარიმები და შორეულ ტყორცნებშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. არ მინდა მსაჯებზე საუბარი, მაგრამ აღვნიშნავ, რომ რამდენიმე სასტვენზე პრეტენზია გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა.

20 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე

არმია-ოლიმპი 67:69

8:18, 25:16, 16:18, 18:17

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე. დ. ბერეკაშვილი

პირველი თამაშის შემდეგ "ოლიმპის" მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა - ასეთი დაძაბულობის შედეგად მეორეში არა, მაგრამ გუნდებს ფიზიკურად შესაძლოა მესამე მატჩში გაუჭირდეთო.

მეორეში მის "ოლიმპს" ენერგია ბოლომდე ეყო, პირველი წუთები კი საოცრად ჩაატარა - საწყის მეოთხედში "არმიამ" თამაშიდან მხოლოდ ორი ტყორცნა გამოიყენა და 8:18 დათმო.

მეორე პერიოდში კოტე ტუღუშის შეგირდებმა ორი სამქულიანიც ჩააგდეს, ახლო და საშუალო დისტანციიდანაც გამოასწორეს სროლა და დიდ შესვენებამდე 16-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს.

მთელი მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე რიჩარდსონის 5 ქულას ტომასმა 2 მიამატა, "არმია" 7:0 გაიქცა და - 64:61.

ეს, ერთი შეხედვით, დიდი უპირატესობა იყო, მაგრამ გიორგი ცინცაძემ სამქულიანით მალევე გააბათილა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე შორეული ტყორცნით ოლიმპელები 67:64 დააწინაურა.

საპასუხო შეტევაში ანატოლი ბოისამ ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო - 67:67. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე წუთშესვენებიდან დაბრუნებული გიორგი ცინცაძე ბენ ვუდსაიდს დაუსხლტა, საშუალო დისტანციიდან ისროლა და მატჩის გმირი გახდა - 69:67.

ნამატჩევს

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):

"მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ბრწყინვალე თამაშისთვის, განსაკუთრებით, დაცვაში. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ბოლო 5 წუთში ჩვენი გუნდი არ გატყდა და დაამტკიცა, რომ ძლიერ გუნდთან თამაში შეუძლია.

განსაკუთრებით გამოსარჩევია გიორგი ცინცაძე, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა როგორც დღეს, ასევე გუშინ და ჩამოყალიბდა, როგორც გუნდის ლიდერი".

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

"პირველად მიწევს დამარცხებულ როლში პრესკონფერენციაზე მოსვლა. ჩვენი წაგება გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა და ვეცდებით, მომდევნო მატჩისთვის გამოვასწოროთ.

ვერ ვიტყვი, რომ მსაჯები "ოლიმპის" მხარეს იყვნენ, მაგრამ სერიოზული შეცდომები დაუშვეს. გუშინ, პირველი მატჩის შემდეგ მოხდა განხილვა, რამაც, როგორც ჩანს, "ოლიმპისთვის" შედეგი გამოიღო. ასევე მოვითხოვთ ამ შეხვედრის განხილვას.

აღვნიშნავ, რომ "ოლიმპს" კარგ თამაშს არ ვუკარგავ. უბრალოდ, მსურს შეცდომები გამოსწორდეს. როგორც კალათბურთი ვითარდება, ასევე უნდა განვითარდეს მსაჯობა.

"ერთით ერთი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეკა
მაგარი გუნდია ”ოლიმპი”. ერთი წელი არ არის რაც შეიქმნა და როგორი მიღწევები აქვს, იმიტომ რომ გუნდის მთელი შემადგრნლობა,უკლებლივ ყველა, მთელი გულით აკეთებს საქმეს და ამავე დროს ეტყობა რომ კარგი მენეჯმენტი აქვთ. წარმატებები ბიჭებო!
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს