"მცირე ტკივილები მაწუხებს, მაგრამ მითხრეს, რომ დროთა განმავლობაში გამივლის და მალე ფორმის აღდგენასა და თამაშს შევძლებ"
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლება 2 წლის წინაც მოიპოვა. მაშინ გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი ავარჯიშებდა.

იმ ნაკრების წამყვანი თავდამსხმელი და ლიდერი ბაჩანა არაბული გახლდათ, რომელმაც თბილისში გამართული პირველი შესარჩევი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ცხადია, ყველას მისი იმედი გვქონდა, მაგრამ არაბული გუნდს ვერ დაეხმარა - შარშან მარტში, ელიტრაუნდზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრავმა მიიღო.

რა თქმა უნდა, ასეთი მოთამაშის მნიშვნელოვან მომენტში გამოკლებამ ნაკრებზე ცუდად იმოქმედა და ჩვენმა გუნდმაც ევროფინალის საგზურისთვის ვეღარ იბრძოლა.

თავად ფეხბურთელი კი წელიწადზე მეტია, მოედანს არ გაჰკარებია. ექიმები თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ ქართველ ფორვარდს ჯვარედინი იოგები გაწყვეტილი არ ექნებოდა, მაგრამ იმედი არ გამართლდა: არაბულმა შარშან აგვისტოში შტუტგარტის კლინიკაში ოპერაცია გაიკეთა.

არაბულმა სარეაბილიტაციო პერიოდიც იქ გაიარა და ახლა, საბედნიეროდ, მოედანსაც დაუბრუნდა.

"უკვე მესამე კვირაა, ექიმმა ვარჯიშის უფლება დამრთო და "საბურთალოს" 16-წლამდელთა გუნდთან ერთად ვემზადები.

მართალია, მცირე ტკივილები მაწუხებს, მაგრამ მითხრეს, რომ დროთა განმავლობაში გამივლის და მალე ფორმის აღდგენასა და თამაშს შევძლებ", - გვითხრა არაბულმა.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ბაჩანას უკან დარჩა "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი, სადაც რეზერვისტებში რამდენჯერმე ივარჯიშა და მანჩესტერელების ხელმეორე მიწვევას ელოდა.

თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია: არაბულს არც ნიჭი აკლია, არც შრომისმოყვარეობა და არც ხასიათი და იმედია, გამოჯანმრთელების შემდეგ ძლიერ უცხოურ კლუბში გადასვლისა და მაღალ დონეზე თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა.

არაბულმა ვარჯიში დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით

ceo
მიდი ბაჩო შენი იმედი გვაქ ყველას:*:*:*:*:*:*:*
bondo
მიხარია ბაჩანას გამოჯამრთელება.წარმატებას ვუსურვებ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა