გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ "ფორტუნა"-"ჰერტას" სკანდალურ მატჩს საბოლოო განაჩენი გამოუტანა
21 მაისს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ "ფორტუნა"-"ჰერტას" სკანდალურ მატჩს საბოლოო განაჩენი გამოუტანა:

"ჰერტას" პროტესტმა შედეგი არ გამოიღო. მოსამართლემ ბერლინური კლუბის არგუმენტები გადათამაშების დანიშვნისთვის არასაკმარისად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში უკვე ოფიციალურად გავარდა, ხოლო დიუსელდორფის "ფორტუნა" კი მომავალ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს.

მოსამართლე ჰანს ლორენცმა განაჩენი ჩვენი დროით 17:06-ზე გამოაცხადა:

"საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ასეთი შემთხვევა და ერთდროულად ამდენი ბრალდება პრაქტიკაში აქამდე არასდროს გვქონია.

მესმის, რომ განაჩენი და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება ბერლინელებისთვის მძიმეა, უფრო მძიმე, ვიდრე ორიწლისწინანდელი გავარდნა იყო, მაგრამ სამართლებრივი კუთხით, განაჩენი ასეთი უნდა ყოფილიყო და ის "ჰერტამ" უნდა მიიღოს".

დიუსელდორფელები მოედანზე სამტროდ არ შეცვივნულან!

ლორენცმა გადაწყვეტილება ასე განმარტა:

"დიუსელდორფელი ფანები მოედანზე სამტროდ არ შეცვივნულან და მსაჯ ვოლფგანგ შტარკს სრული უფლება ჰქონდა, ეთქვა, მოედანი თავისუფალია და თამაში უნდა გაგრძელდესო...

საფეხბურთო მატჩების ბედი მოედანზე წყდება და მხოლოდ უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში - სასამართლოში. შტარკს წესები არ დაურღვევია. მან სამჯერ შეწყვიტა მატჩი და სამჯერვე სამართლიანად გააგრძელა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ შტარკმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ბერლინელთა მტკიცებით, ფეხბურთელებს ძალიან ეშინოდათ მაყურებლის და რომ გასახდელში ტიროდნენ.

ჩვენ ვერ დავინახეთ საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ "ჰერტას" ფეხბურთელებს ეშინოდათ. მათ არავინ შეხებია, მათთვის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მართლაც ეშინოდათ".

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, განაჩენზე სერიოზული გავლენა იქონია შტარკის განცხადებებმა, რომელმაც პარასკევს თქვა, ბერლინელი ფეხბურთელები ჩემზე ნადირობდნენო.

"საფინალო სასტვენის შემდეგ ბერლინელები შტარკს ძალიან აგრესიულად უტევდნენ", - თქვა ლორენცმა. ანუ რომელ შიშზეა ლაპარაკიო...

რაც შეეხება კონკრეტულად ლევან კობიაშვილის საქმეს, რომელმაც შტარკის ოფიციალური განცხადებით, მას კატაკომბებში მუშტი უთავაზა: გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლო ლევანის საკითხს ამ დღეებში განიხილავს და ქართველ ფეხბურთელს განაჩენს კვირის ბოლომდე გამოუტანს.

კობიაშვილთან ერთად, განიხილება კრისტიან ლელის, პეტერ ნიმაიერისა და ანდრე მიატოვიჩის საკითხებიც, რომლებმაც შტარკს ასევე სიტყვიერი (მიატოვიჩი, ნიმაიერი) და ფიზიკური (ლელი) შეურაცხყოფა მიაყენეს. კობის ექვსი კვირიდან ორ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

P.S. "ჰერტა" მაინც არ ნებდება: 21 მაისს ბერლინელთა მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა განაცხადა, რომ სპორტული სასამართლოს განაჩენს უფრო მაღალ ინსტანციაში, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბუნდეს-სასამართლოში გააპროტესტებს.

არანაირი გადათამაშება: ჰერტა გავარდა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა