წელს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ორი პილოტი იმარჯვებს
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი საფრანგეთში, ლე მანის ავტოდრომზე გაიმართა და შეიცვალა ლიდერი საერთო ჩათვლაში.

წელს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ორი პილოტი იმარჯვებს - მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი კეისი სტოუნერი და ესპანელი ხორხე ლორენსო, რომლებიც "ჰონდასა" და "იამაჰას" გუნდებს წარმოადგენენ. სტოუნერს სამიდან ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ახლა ლორენსომ ამ ერთგვარ დუელში ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ლე მაინზე პოული დანი პედროსამ მოიგო. მეორე იყო სტოუნერი. სწორედ ეს ორი პილოტი დაწინაურდა სტარტზე და მათ კვალში ჩაუდგა ლორენსო.

პირველივე წრის შუაში ხორხემ ორივე ლიდერის უკან ჩამოტოვება მოახერხა, რის შემდეგაც მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით გააგრძელეს ბრძოლა: ლორენსო, პედროსა, სტოუნერი, როსი (სტარტზე სამი პოზიცია მოიგო), დოვიციოზო და კრატჩლოუ.

პოულის მფლობელმა პედროსამ მთლიანად ჩააგდო რბოლა: მეოთხე წრისთვის ის მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ლიდერი ლორენსო სტოუნერს დაშორდა, რომელსაც, თავის მხრივ, ვალენტინო როსი ავიწროებდა.

თუმცა რბოლის შუაში კეისიმ მოუმატა, ვალენტინო უკან ჩამოიტოვა და ლორენსოზე შეტევა სცადა, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში თავის მთავარ კონკურენტს ვერაფერი მოუხერხა.

უფრო მეტიც, როსი ისევ წამოეწია სტოუნერს, ოთხი წრე ავიწროებდა მას და ბოლო წრეზე გაუსწრო კიდეც მოქმედ ჩემპიონს. ლეგენდარული როსი ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმზე.

ლორენსომ კი შეინარჩუნა პირველი ადგილი და ამ მოგების ხარჯზე საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მას 90 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს სტოუნერს.

საფრანგეთის გრანპრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 28 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +9,905; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +11,298; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +29,361; 5. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +32,477; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +32,842; 7. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +59,759; 8. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +1.05,152; 9. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +1.07,846; 10. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +1.13,193...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 90 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 82; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 65; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 45; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 44; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 42; 7. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 35; 8. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 35; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 33; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 26...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა