როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეთ "ფეიენოორდს" და "აიაქსს" გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია...
ჰოლანდია. ერედივიზიონი. VI ტური

როგორი შედეგებიც არ უნდა ჰქონდეთ "ფეიენოორდს და "აიაქსს", რა მგომარეობაც არ უნდა იყოს სატურნირო ცხრილში - ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული და ყველაზე საინტერესოა. დიახ, "ფეიენოორდი ვერ ბრწყინავს და უკვე დიდი ხანია კრიზისი აქვს, მაგრამ ამან ოდნავადაც ვერ გაანელა ჰოლანდიური კლასიკოსადმი გულშემატკივართა ინტერესი.

"აიაქსი" დღეს გაცილებით უკეთესი გუნდია და ეს განვლილმა პაექრობამაც დაამტკიცა. მართალია, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ამსტერდამელთა შეტევები გაცილებით უფრო მწვავე და ეფექტური იყო. ერთი სიტყვით, თავიდანვე ჩანდა, რომ გამარჯვების მეტი შანსი სწორედ სტუმრებს ჰქონდათ. მოსახდენი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა - უზუსტესი დარტყმით იონგმა გახსნა ანგარიში და თანაგუნდელები დააწინაურა. მეორე ნახევრის სტრარტზე ამსტერდამელებმა კიდევ ერთი გაუტანეს მასპინძლებს და ნათელი გახდა, რომ შეხვედრას სტუმრები მოიგებდნენ. როტერდამელებმა ერთი ბურთი შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გაქვითეს და გარკვეული იმედები ჩაესახათ, თუმცა სულ ტყუილად - იმ დღეს, გამარჯვებას სწორედ "აიაქსი" იმსახურებდა და მიიღო კიდეც.

ამსტერდამელება 16 ქულა დააგროვეს და რადგან პსვ-მ "როდასთან" ქულები დაკარგა, ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. მოკლედ, ტური მეტად საინტერესო გამოვიდა - კლასიკოში გამარჯვებამ "აიაქსი" გაალიდერა, რაც დედაქალაქელთათვის ორმაგად სასიხარულოა. ამად იყო, რომ გამარჯვება და გალიდერება "აიაქსის" გულშემატკივრებმა ამსტერდამის ქუჩებში იზეიმეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ პირველი გამარჯვება მოიპოვა "ალკმაარმა" და ცხრილის ფსკერს დააღწია თავი, "ტვენტემ" კი კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები და მეოთხე ადგილს რის ვაი ვაგლახით ინარჩუნებს. მთლიანობაში, ჩემპიონატი მეტად საინტერესოდ დაიწყო და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ლაშა წიკლაური

დე გრაფსხააპი-ჰერენვეენი 3:2

გრონინგენი-ექსელსიორი 2:0

ვიტესი-ბრედა 0:0

ვილემი-დენ ჰააგი 2:4

ფეიენოორდი-აიაქსი 1:2

უტრეხტი-ვენლო 3:2

ნიიმეგენი-ალკმაარი 0:1

როდა-პსვ 0:0

ჰერაკლესი-ტვენტე 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. აიაქსი 6 5 1 0 18-5 16

2. პსვ 6 4 2 0 17-5 14

3. გრონინგენი 6 4 2 0 11-4 14

4. ტვენტე 6 3 3 0 9-1 12

5. როდა 6 3 2 1 9-7 11

6. ექსელსიორი 6 3 1 2 10-11 10

7. უტრეხტი 6 3 0 3 10-11 9

8. ჰერენვეენი 6 2 2 2 10-10 8

9. დენ ჰააგი 6 2 2 2 13-14 8

10. ფეიენოორდი 6 2 1 3 11-9 7

11. ბრედა 6 2 2 2 7-7 7

12. ნიიმეგენი 6 2 1 3 11-13 7

13. დე გრაფსხააპი 6 2 1 3 9-17 7

14. ალკმაარი 6 1 3 2 6-8 6

15. ჰერაკლესი 6 1 2 3 7-8 5

16. ვიტესი 6 1 1 4 6-14 4

17. ვენლო 6 1 0 5 6-11 3

18. ვილემი 6 0 0 6 5-20 0

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა