ჩვენი "თავისუფალი" და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული გუნდები საერთაშორისო ტურნირ "ჩემპიონებში" იასპარეზებენ
ამ საღამოს ჩვენი "თავისუფალი" და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული გუნდები ანკარაში გაემგზავრებიან, სადაც 25-27 მაისს ამ ასაკში დიდი საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები" ტარდება.

ჩვენები ამ შეჯიბრებასაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის მოსამზადებლად და მონაწილეთა შესარჩევად იყენებენ.

ამჯერადაც საქართველოს პირველობის ფინალისტების გარდა, მწვრთნელებმა ზოგიერთ წონაში შანსი სხვებსაც მისცეს.

"თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნუგზარ სხირელს ბექა ბუჯიაშვილი, რამაზ დარჩიძე (ორივე - 50), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა (55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი, კახა თავაძე (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან ანზორის ძე გოგრიჭიანი (84), ომარ გუსოშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი (96) და ლევან თენგიზის ძე გოგრიჭიანი (120) მიჰყავს.

მწვრთნელს სკოლის გამოცდების გამო მძიმე წონაში არ მიჰყავს პირადი შეგირდი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

ბერძნულ-რომაული ნაკრები უფრო არათანაბრადაა დაკომპლექტებული - ზოგიერთ წონაში მხოლოდ თითო მონაწილეა, ზოგან კი ორი და სამიც.

ვლადიმერ ადეიშვილმა გუნდში შემდეგი ფალავნები შეიყვანა: დავით სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), ფირუზ წულუკიძე, ამირან შავაძე (ორივე - 60), გიორგი დავითაია (66), ლაშა გობაძე, თორნიკე ძამაშვილი, რობერტ რასოიანი (სამივე - 74), რობერტ ქობლიაშვილი, დავით ჩაკვეტაძე, ლაშა შალიკაშვილი (სამივე - 84), იაკობ ქაჯაია, კუკური კირცხალია, ბექა ქურცაძე (96), შოთა გოგისვანიძე, ლევან არაბული (ორივე - 120).

აბსოლუტურმა უმრავლესობამ აქამდე ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებშიც იჭიდავა. ზოგან ისეთებმაც, რომლებიც საქართველოს პირველობაზე დამარცხდნენ და უცხოურ ტურნირებში (მაგალითად, ბაქოში) საკუთარი ხარჯით წავიდნენ. იქ კი ლიდერებსაც აჯობეს.

სავარაუდოდ, თვითდაფინანსებით ზოგი ანკარაშიც გამოვა, მაგრამ ჩვენ ის სია შემოგთავაზეთ, რაც მწვრთნელთა მოთხოვნით ფედერაციამ დააფინანსა.

ძველი კადრებით ახალ შეჯიბრებაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა