ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ბაადურ ჯობავა მდევრებს უკვე ერთი ქულით უსწრებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნულ ჩემპიონატს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოს 2008 წლის ჩემპიონი ლევან ფანცულაია გამოეთიშა.

კონსტანტინე შანავას 21 მაისს მასთან მოგება ჩაეწერა. ერთპიროვნული ლიდერი ბაადურ ჯობავა შავი ფიგურებით ზურაბ ჯავახაძეს 23-ე სვლაზე დაუზავდა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ დავით ლომსაძე და ირაკლი ბერაძე. გიგა ყუფარაძემ საქართველოს ჩემპიონ დავით ზარქუას წინსვლა შეაფერხა - 1:0.

ტრადიცია დაარღვია დავით არუთინიანმა. უკვე გაუწყეთ, რომ ზედიზედ ექვსი ყაიმის შემდეგ დათოს მე-7 ტურში მერაბ გაგუნაშვილთან წაგება ჩაეთვალა, 21 მაისს კი უიმედო აუტსაიდერ ივერი ჭიღლაძეს მოუგო.

დაძაბულობითა და პრინციპულობით გამოირჩეოდა გაგუნაშვილისა და მეორე ადგილზე მყოფი ლუკა პაიჭაძის შეხვედრა.

კუთა ენდშპილში 66-ე სვლაზე გაგუნაშვილმა გაიმარჯვა და 6 ქულით პაიჭაძესთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

7 ქულით ჯობავა მეწინავეობს. მომდევნო ადგილებზე არიან: შანავა - 5,5, ზარქუა - 5, ჯავახაძე, არუთინიანი - 4-4, ბერაძე - 3,5, ყუფარაძე - 3, ლომსაძე - 2,5, ფანცულაია - 1,5, ჭიღლაძე - 0 ქულა.

22 მაისს მე-9 ტურში ითამაშებენ: პაიჭაძე - არუთინიანი, ჯობავა - გაგუნაშვილი, შანავა - ჯავახაძე, ზარქუა - ფანცულაია, ბერაძე - ყუფარაძე, ჭიღლაძე - ლომთაძე.

მდევრებთან სხვაობა ქულამდე გაზარდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა