"არმიასთან" მომავალი დაპირისპირების შესახებ ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გვესაუბრა
22 მაისს ქუთაისის "აიას" საკუთარ მოედანზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "არმიასთან" განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა ელის.

პირველ მატჩში ქუთაისური გუნდი 12:30 დამარცხდა და სოლიდური სხვაობის აღმოსაფხვრელად დიდი ჯაფა დაადგება.

"აიას" რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი, მაგრამ ქუთათურები იმედს არ კარგავენ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

მომავალი დაპირისპირების შესახებ ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ბაკურ გოშაძე გვესაუბრა:

- გუნდში საბრძოლო განწყობაა. ყველა მორაგბე მწყობრშია და მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით.

თბილისში დიდი სხვაობით დავმარცხდით და საქმე გავირთულეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ და გავიმარჯვოთ. "არმიას" იოლად არაფერს დავუთმობთ.

- "არმია" "აიასთვის" გადაულახავ ბარიერად იქცა. გასული სეზონიდან მოყოლებული ამ გუნდთან უკვე ზედიზედ მეხუთედ წააგეთ. მაინც რას დაუპირისპირებთ თბილისურ გუნდს?

- "არმიას" პირობებსა და ჩვენს პირობებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. საშუალება აქვთ და ბევრი ძლიერი მორაგბე ჰყავთ. ჩვენ კი ახალგაზრდული გუნდი ვართ. წლეულს უფრო გადავხალისდით, ბევრი ნიჭიერი მორაგბე დავიმატეთ, მაგრამ აკლიათ მაღალ დონეზე გამოცდილება.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ "არმიასთან" თანაბრად ჭიდილის ძალა შეგვწევს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თანაც, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, შარშანდელ და წლევანდელ ,,აიას" შორის დიდი სხვაობაა?

- წლეულსაც მებრძოლი გუნდი გვყავს და ეს განვლილ მატჩებშიც დავამტკიცეთ. ჯგუფში ყველა შეხვედრა მოვიგეთ, "არმიასთან" კი ახლა ვგეგმავთ რევანშის აღებას. უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ გუნდის მოგება ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება.

- "არმიასთან" 18 ქულით გამარჯვება ძალიან რთული ამოცანაა. შესაძლოა, "აია" გაზაფხულის ტურნირის ფინალის საგზურის გარეშე დარჩეს...

- გაზაფხულის ტურნირს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ, თუმცა, ვიმეორებ, სანამ წინ თამაში გვაქვს, დაკარგული არაფერია. თუ ფინალში ვერ გავედით, შემდეგ შვიდკაცასთვის შევუდგებით მზადებას, რომელიც მომავალ თვეში დაიწყება.

- მესამე წელია, "აიაში" წამატებით თამაშობთ. თავად უთხარით მკითხველს, ქუთაისურ გუნდში მისვლამდე სად ასპარეზობდით?

- ქუთაისური რაგბის სკოლის აღზრდილი ვარ. "აიას" ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი. შემდეგ ჯარში წავედი და გარკვეული პერიოდი რაგბს ჩამოშორებული ვიყავი. თამაში 21 წლის ასაკში გავაგრძელე და "აიაში" ბესიკ ხამაშურიძის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მივედი. ვცდილობ, გუნდს სარგებელი მოვუტანო.

- უცხოეთში თამაშზე თუ ფიქრობთ?

- ჯერჯერობით "აიაში" ვარ და მშობლიური გუნდის წარმატებებზე ვფიქრობ. თუ მხარდაჭერა და ფინანსურად სტაბილური პირობები გვექნება, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ქუთაისში ბევრი ნიჭიერი მორაგბეა და ჩვენს გუნდს დიდი რესურსი აქვს.

არმიას არაფერს დავუთმობთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!