"ატლეტიკომ" მთავარი გამოცდა ჩააგდო - "ბარსელონასთან" ვერას გახდა და 55 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:2 დამარცხდა. "ბარსელონამ", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ითამაშა დიდებულად. მე-13 წუთზე ლიონელ მესის პასით საჯარიმოში შეჭრილმა დავიდ ვილიამ ბურთი ძელს გაარტყა, პედრომ ისევ გაამწვავა სიტუაცია და ახლა მესიმ დაატყა - ამჯერად, უნაკლოდ.

"ატლეტიკომ" მთავარი გამოცდა ჩააგდო - "ბარსელონასთან" ვერას გახდა და 55 ათასი მაყურებლის თვალწინ 1:2 დამარცხდა. "ბარსელონამ", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ითამაშა დიდებულად. მე-13 წუთზე ლიონელ მესის პასით საჯარიმოში შეჭრილმა დავიდ ვილიამ ბურთი ძელს გაარტყა, პედრომ ისევ გაამწვავა სიტუაცია და ახლა მესიმ დაატყა - ამჯერად, უნაკლოდ. "ატლეტიკომ" სტანდარტული მდგომარეობიდან გაათანაბრა - კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ რაულ გარსიამ თავით უძლიერესი დარტყმით გაიტანა. "ბარსელონას" სულ 7 წუთი დასჭირდა ლიდერობის აღსადგენად. კუთხური მესიმ მოიპოვა - ჟერარდ პიკემ კი მეტოქის საჯარიმოში ისე ითამაშა, მსოფლიო კლასის ფორვარდს შეშურდებოდა, ბურთი მკერდით ჩამოიღო და უძლიერესი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა.

ამის შემდეგ "ბარსელონას" უპირატესობა ანგარიშში მეტად რომ აღარ აისახა დავიდ დე ხეას დამსახურებაა. ახალგაზრდა გოლკიპერმა ჯერ ჩავის და პედროს აუღო, შემდეგ - მესის და ვილიას. პირველისგან განსახვავებით, მეორე ტაიმი ნაკლებად საინტერესო გამოდგა. ბოლოს კი ყველაფერი "ბარსელონასთვის" ცუდად დასრულდა. არა, კატალონიელებს გოლი არ გაუშვიათ, დამსახურებული სამი ქულა მათ მოიპოვეთ, მაგრამ ჩეხმა ტომაშ უიფალუშიმ ლიდერი ლეო მესი დაუმტვრიათ. სამი სეზონია, რაც "ბარსელონას" "ვისენტე კალდერონზე" არ გაუმარჯვია...

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კოჭის ტრავმა მიიღო. "მარკას" ინფორმაციით ლეო, სულ მცირე, 15 დღით დააკლდება ფეხბურთს. უფრო დაწვრილებით ტრავმის სიმძიმის შესახებ დღეს გახდება ცნობილი, როცა "ლა პულგა" სკანირებას გაივლის. სავარაუდოდ მესი ლა ლიგის სამ ტურსა და ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩს გამოტოვებს.

ამასობაში "ვალენსიამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ერკულესი" და ლა ლიგას ერთპიროვნულად მოექცა სათავეში, არადა "ლოს ჩემ" ტაიმი 10 კაცით ითამაშა. უკვე მე-2 წუთზე ხუან მატამ ბურთის დაუშვებლად დაარტყა კალატაიუდის შორეულ კუთხეში. ტაიმის შუაში პაბლო ერნანდესმა მასპინძელთა "ცხრიანში" ჩასვა ბურთი. ერთი გოლი "ერკულესმა" მაინც გაქვითა - დავიდ ნავარომ საჯარიმოში ხელით ითამაშა, მცველმა წითელი ბარათი მიიღო, ხოლო დავიდ ტრეზეგემ პრიმერაში პირველი გოლი პენალტით გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური

ერკულესი-ვალენსია 1:2

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, პასი, პენია - ფრიტცლერი (46. კიკო), აგილარი - ვალდესი (67. პორტილიო), ტ. გომეში (63. ტოტე), დრენტე - ტრეზეგე.

ვალენსია (4-2-3-1): სესარი - მიგელი, დ. ნავარო, მადურო, მატიო - თოფალი, კოსტა (72. ფერნანდეში) - ხოაკინი, მატა (53. დეალბერტი), პ. ერნანდესი - სოლდადო (60. დომინგესი).

გოლები: 0:1 მატა (2), 0:2 პ. ერნანდესი (23), 1:2 ტრეზეგე (43-პენ)

გაფრთხილება: აგილარი, დრენტე-მიგელი, ნავარო, კოსტა, ხოაკინი, მატიო

გაძევება: ნავარო (49)

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13-8 (7-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 28 000

ლევანტე-ვილიარეალი 1:2

ლევანტე (4-4-2): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, როდასი, დელ ორნო - ვალდო (65. კაისედო), პალიარდო (52. სერხიო), ხ. ტორესი, სუარესი - ხორდა, ხუანლუ.

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მუსაჩიომ მარჩენა, კაპდევილა - ბ. ვალერო, ბრუნო, სენა, კასორლა (79. რუბენი) - ნილმარი (81. მონტერო), როსი (85. კატალა).

გოლები: 0:1 ნილმარი (16), 0:2 ნილმარი (42), 1:2 კაისედო (90)

გაფრთხილება: კაისედო-ნილმარი

კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-8 (3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 18 000

რასინგი-სარაგოსა 2:0

რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კოლსა (77. დიოპი), ციოლისი - კენედი (64. როსენბერგი), მუნიტისი (77. ადრიანი), არანა - ნაუელპანი.

სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - ედმილსონი (60. ბუტაჰარი), გაბი - ლაფიტა, ანდერი, ბერტოლო (60. პინტერი)- პონგოლე (74. მ. პერესი).

გოლები: 1:0 ენრიკე (76), 2:0 არიელი (90)

გაფრთხილება: კოლსა-პონგოლე, ედმილსონი, იაროშიკი, ანდერი

კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-8 (4-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 12 000

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2

ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, დომინგესი (68. ა. ლოპესი) - რეიესი, ასუნსაო, რ. გარსია (65. ტიაგო), სიმაო - ფორლანი, აგუერო (51. დ. კოშტა).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (91. მასკერანო) - მესი (94. კრკიჩი), ვილია (77. კეიტა), პედრო.

გოლები: 0:1 მესი (13), 1:1 რ. გარსია (25), 1:2 პიკე (32)

გაფრთხილება: დომინგესი, უიფალუში, პერეა, ასუნსაო-დ. ალვეში, მაქსველი, ვალდესი, პუიოლი, მასკერანო

გაძევება: უიფალუში (93)

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 2-9; კარში დარტყმა: 7-16 (4-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 55 000

მალაგა-სევილია 1:2

მალაგა (4-3-3): გალატო - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - ფერნანდო (80. ედინიო), აპონიო (69. ს. სილვა), ელიზეუ - ქვინსი, რონდონი, ხუანმი (60. ლუკე).

სევილია (4-2-3-1): პალოპი - დაბო, კასერესი, ესკუდე, ფ. ნავარო - ზოკორა, ჩიგარინი (81. რომარიკი) - ალფარო (65. აკოსტა), გუარენტე, პეროტი - ნეგრედო (87. კანუტე).

გოლები: 1:0 რონდონი (14), 1:1 ალფარო (19), 1:2 კასერესი (46)

გაფრთხილება: გამესი, ელიზეუ-ჩიგარინი, ესკუდე, დაბო, პეროტი, აკოსტა, რომარიკი

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8-19 (5-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 23 000

დეპორტივო-ხეტაფე დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვალენსია 3 3 0 0 6-2 9

2. სევილია 3 2 1 0 6-2 7

3. რეალი 3 2 1 0 3-1 7

4. ატლეტიკო 3 2 0 1 7-3 6

5. ვილიარეალი 3 2 0 1 6-2 6

6. ბარსელონა 3 2 0 1 5-3 6

7. ესპანიოლი 3 2 0 1 4-5 6

8. სპორტინგი 3 1 1 1 4-6 4

9. ბილბაო 3 1 1 1 4-4 4

10. რეალ სოსიედადი 3 1 1 1 4-4 4

11. მალიორკა 3 1 1 1 2-2 4

12. ერკულესი 3 1 0 2 3-3 3

13. ხეტაფე 2 1 0 1 5-4 3

14. მალაგა 3 1 0 2 7-8 3

15. რასინგი 3 1 0 2 2-4 3

16. დეპორტივო 2 0 2 0 0-0 2

17. ალმერია 3 0 2 1 2-3 2

18. სარაგოსა 3 0 1 2 3-7 1

19. ოსასუნა 3 0 1 2 0-3 1

20. ლევანტე 3 0 0 3 3-10 0

ბომბარდირები: 3 - დიეგო ფორლანი (ატლეტიკო), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

სეგუნდა

ბეტისი-ვალიადოლიდი B 2:1

გოლები: 0:1 ვალიენტე (37), 1:1 კასტრო (47), 2:1 ისრაელი (63)

გაძევება: გილერმე (86. ვალიადოლიდი)

უელვა-ალბასეტე 0:0

გაძევება: ტარანტინო (21. ალბასეტე), ხუანი (56. უელვა)

გრანადა-პონფერადინა 2:0

გოლები: 1:0 ნიომი (24), 2:0 გეიხო (57)

ხიმნასტიკი-რაიო ვალეკანო 0:1

გოლი: 0:1 ტრეხო (30)

გაძევება: ამაია (75. რაიო ვალეკანო)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლას პალმასი 4 3 1 0 10-3 10

2. სალამანკა 4 3 1 0 5-2 10

3. ბარსელონა B B 4 3 0 1 7-7 9

4. ვალიადოლიდი 4 3 0 1 9-2 9

5. ვალეკანო 4 4 0 0 8-4 9

6. ბეტისი 4 4 0 0 11-3 9

7. სელტა 4 3 0 1 9-5 9

8. ალკორკონი 4 2 1 1 7-6 7

9. კარტახენა 4 2 0 2 9-5 6

10. ელჩე 4 2 0 2 2-4 6

11. ხირონა 4 2 0 2 8-8 6

12. ვილიარეალი B 4 2 0 2 6-7 6

13. ხერესი 4 2 0 2 5-6 6

14. ალბასეტე 4 1 2 1 3-3 4

15. ხიმნასტიკი 4 1 0 3 4-5 3

16. ნუმანსია 4 1 0 3 5-7 3

17. უესკა 4 0 2 2 1-4 2

18. კორდობა 4 0 1 3 5-9 1

19. პონფერადინა 4 0 1 3 1-9 1

20. გრანადა 4 1 0 3 4-7 0

21. ტენერიფე 4 0 0 4 3-9 0

22. უელვა 4 0 1 3 1-8 0

ბომბარდირები: 5 - ხოაკინ ალვარესი (ალკორკონი), დავიდ როდრიგესი (სელტა); 4 - ანტონიო დე ლა კალე (ვალიადოლიდი), რობერტო პერაგონი (ხირონა); 3 - ჯონათან დოს სანტოსი (ბარსელონა B), ხავი გუერა (ვალიადოლიდი), ხოსე ვერდიუ (კარტახენა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის